საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქუთაისის "ტორპედოს" 23 წლის ნახევარმცველს გუნდში საფრანგეთთან მატჩის წინ უხმო
ელგუჯა გრიგალაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს! ჩვენი ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 22 მარტს საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ქუთაისის "ტორპედოდან" მეკარე ომარ მიგინეიშვილს "ეროვნულში" ხშირად უხმობდნენ, მაგრამ დიდი ხანია, რაც ნაკრების მწვრთნელები ქუთაისური კლუბის წინა ხაზის მოთამაშეებით არ დაინტერესებულან.

ქეცბაიას არჩევანი ლოგიკურია - 23 წლის ნახევარმცველი "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან კლუბში ჩატარებულ 24 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა საქართველოს ნაკრების კანდიდატის - შოთა გრიგალაშვილის უმცროსი ძმაა. შოთა 2012 წლის დეკემბერში რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ ვლადიკავკაზის "ალანიადან" რუსეთის პირველი ლიგის კლუბ "სკა-ენერგიაში" (ხაბაროვსკი) გადავიდა.

"ქეცბაიას გადაწყვეტილებამ უზომოდ გამახარა - მან დიდი საჩუქარი გამიკეთა. სიმართლე გითხრათ, ნაკრებში მიწვევაზე არც მიფიქრია, რადგან ძირითადად, ლეგიონერებს იძახებდნენ. ამის გამო უფრო ბედნიერი ვარ.

გუშინ შოთას ველაპარაკე. ის არ არის გამოძახებული ნაკრებში. ეზოს ფეხბურთის შემდეგ ერთ გუნდში აღარ გვითამაშია.

იმედია, ადრე თუ გვიან, ამ ოცნებასაც ავიხდენ და ძმები ნაკრების ფორმას ერთად მოვირგებთ. ახლა კი, თუ საშუალება მექნება, შევეცდები, მწვრთნელის იმედები გავამართლო.

დიდი სტიმული გამიჩნდა და ეს შანსი უნდა გამოვიყენო", - გვითხრა ელგუჯა გრიგალაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიას მიწვევა ყენიამ, დაუშვილმა, ამისულაშვილმა და რევიშვილმაც მიიღეს

33333
გოლი გრიგალა
tijana513
დავაი გუჯი მიაწექი პირველ ჩვენებას ასახელე მოსკოვის პროსპექტი
ქუთაისი
წარმატებები, ძმაოო :)) თამი გამიჩინე მაქსიმალურად
Gio
მიდი გრიგალ არ დაგავიწყდეს ჩემ გვერძე რო თამაშობდი :)))
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა