სამაგიეროდ, საქართველოში ქართველი მოუძღვებათ
აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციამ გამოაცხადა თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქალთა გუნდების შემადგენლობა, რომლებიც 19-24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ.

სამწუხაროდ, იქაურმა მწვრთნელებმა კვლავ უარი თქვეს თავისუფალ ჭიდაობაში (სხვებში არც მოუპოვებიათ ოქრო) ოლიმპიური ჩემპიონების - ტოგრულ ასკაროვისა (60) და შარიფ შარიფოვის (84) დახმარებაზე. არადა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (FILA) გაგზავნილ თავდაპირველ განაცხადში ასკაროვი შეყვანილი იყო. სამაგიეროდ, იქნება მათი ძველი ლიდერი გოზიუმოვი.

აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" დაღესტნელ დამრიგებელ საიპულა აბსაიდოვს თბილისში იაშარ ალიევი (55), გაჯი ალიევი (60), მაგომედ მუსლიმოვი (66), ალექსანდრ გოსტიევი (74), მაგომედგაჯი ხატიევი (84), ხეტაგ გოზიუმოვი (96) და ჯამალედინ მაგომედოვი (120) მოჰყავს.

ეჭვიც არაა, ამ შემადგენლობიდან ყველაზე მეტ ყურადღებას ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური მედალოსანი გოზიუმოვი იპყრობს, თორემ ჩვენთვის სტრატეგიულ წონებში ვარსკვლავებით ვერ დაიკვეხნიან.

იქაურ ბერძენ-რომაელთა ახალდანიშნულმა ირანელმა მწვრთნელმა ჯემშიდ ხაირაბადიმ საევროპო შემადგენლობაში სხვებთან ერთად ევროპის ორგზის პრიზიორი შალვა გადაბაძეც (96) შეიყვანა, სხვა წონებში კი ელჩინ ალიევი (55), კამრან მამედოვი (60), ჰასან ალიევი (66), რაფიკ ჰუსეინოვი (74), ქურთული წარმოშობის ირანელი სამან ტახმასიბი (84) და სერბეთიდან გადაბირებული რადომირ პეტკოვიჩი (120) დააყენა, რომლის დებიუტიც აზერბაიჯანის სახელით თბილისში შედგება.

ამ ნაკრებსაც აკლია ლიდერები: ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, დედით ქართველი როვშან ბაირამოვი (55), რომელიც ოლიმპიადების ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, და ლონდონის თამაშების მესამე პრიზიორი ემინ ახმადოვი (74).

შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვა აზერბაიჯანელ ქალთა ნაკრებიც: ფატიმათ ბაგომედოვა (48), ანჟელა დარაგანი (51), იარინა დუბოვსკა (55), იულია რატკევიჩი (59), ანა ბელიაევა (63), ნატალია პალამარჩუკი (67), საბირა ალიევა (72). ამ გუნდს აკლია ევროპის ოთხგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, უკრაინიდან გადაბირებული მარია სტადნიკი (48; ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ანდრეი სტადნიკის და).

სამაგიეროდ, მწყობრშია ბელორუსიდან გადაყვანილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლონდონის თამაშების მესამე პრიზიორი იულია რატკევიჩი, თუმცა FILA-ში გაგზავნილ თავდაპირველ განაცხადში არ იყო. შემადგენლობაში არც ტიტულოვანთაგან ერთადერთი ეროვნებით აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი სონა აჰმადლია (59) და არც უკრაინიდან გადაბირებული ევროპის ორგზის ჩემპიონი ნადეჟდა სემენცოვა (72).

აზერბაიჯანელთა გუნდებიდან ყურადღებას ალიევთა სიმრავლე იქცევს - სამივე ნაკრებში 5 ალიევია.

ამათგან ჩვენთვის ყველაზე უფრო საშიშები ბერძენ-რომაელი ალიევები არიან - ელჩინი ევროპის ორგზის ჩემპიონია, ჰასანს კი თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ რევაზ ლაშხის დაუძინებელი მტერი, ოღონდ ჰასან ალიევი უკვე საბოლოოდ გადავიდა ახალ წონაში და მათი მეტოქეობაც შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა მას ჯერ 2011 წელს ევროპის პირველობის ნახევარფინალში მოუგო და ლამის სამწლიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა, მერე კი ლონდონის ოლიმპიადაზეც იმავე ეტაპზე აჯობა.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანელთა გარდა, სხვა წამყვან გუნდებს თბილისში ჩამოსაყვანი შემადგენლობები ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.

მართალია, FILA-ში წინასწარი განაცხადები უკვე დევს, მაგრამ მათზე დაყრდნობა სარისკოა, რასაც თუნდაც აზერბაიჯანელთა მაგალითიც ადასტურებს.

თუმცა სომეხთა დელეგაციაზე ერთის თქმა კი შეიძლება - არ ეყოლებათ ბერძნულ-რომაულში ერთ-ერთი ლიდერი, ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსანი არსენ ჯულფალაკიანი (74).

სამაგიეროდ, თბილისში ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორსა და ევროპის ჩემპიონ არტურ ალექსანიანს (96) ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა