ნაკრების თავკაცმა - თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების სია საბოლოოდ დაადასტურა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 მარტს, პარიზში შეიკრიბება და საფრანგეთთან მატჩისთვის ადგილზე მოემზადება.

ნაკრების თავკაცმა - თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების სია საბოლოოდ დაადასტურა.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე ("ბაკი", აზერბაიჯანი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), დათო კვირკველია ("დილა", გორი), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი)

ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ილიჩევეცი", უკრაინა), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი), ელგუჯა გრიგალაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე ("დილა", გორი), მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე "კარპატი", ლვოვი, უკრაინა), დავით დევდარიანი ("ორჰუსი", დანია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ბოხუმი", გერმანია)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფიფადან ოფიციალური წერილით უკვე ამცნეს, რომ 22 მარტს, საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ხორვატი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი მსაჯი - ივან ბებეკი; ასისტენტები - ტომისლავ პეტროვიჩი და მირო გრგიჩი; მეოთხე ოფიციალური - დომაგოი ვუჩკოვი.

კვიპროსიდან პირდაპირ პარიზში ჩავა ნაკრების თავკაციც. ჩვენი ეროვნული გუნდი მატჩამდე ყოველდღიურ ვარჯიშებს პარიზშივე გამართავს. მატჩის წინა დღეს კი "სტად დე ფრანსზე" ივარჯიშებს.

ჩვენი მომავალი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა - დიდიე დეშამმაც უკვე გამოაქვეყნა თავისი გუნდის შემადგენლობა.

მეკარეები: მიქაელ ლანდრო ("ბასტია", საფრანგეთი), უგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("მარსელი", საფრანგეთი)

მცველები: გაელ კლიში ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), მატიუ დებუში, მაპუ იანგამბივა (ორივე "ნიუკასლი", ინგლისი), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლორენ კოშიელნი, ბაკარი სანია (ორივე "არსენალი", ინგლისი), ადილ რამი ("ვალენსია", ესპანეთი), მამადუ საჰო, კრისტოფ ჟალე (ორივე "პსჟ", საფრანგეთი), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი)

ნახევარმცველები: იოან კაბაიე, მუსა სისოკო (ორივე "ნიუკასლი", ინგლისი), ეტიენ კაპუიე ("ტულუზა", საფრანგეთი), მაქსიმ გონალონი ("ლიონი", საფრანგეთი), ბლეიზ მატიუიდი ("პსჟ", საფრანგეთი), მატიუ ვალბუენა ("მარსელი", საფრანგეთი), დიმიტრი პაიე ("ლილი", საფრანგეთი), პოლ პოგბა ("იუვენტუსი", იტალია)

თავდამსხმელები: რომაინ ალესანდრინი ("რენი", საფრანგეთი), ქარიმ ბენზემა ("რეალი", ესპანეთი), ოლივიე ჟირუ ("არსენალი", ინგლისი), ბაფეტიმბი გომისი ("ლიონი", საფრანგეთი), ჯერემი მენეზი ("პსჟ", საფრანგეთი), ფრანკ რიბერი ("ბაიერნი", გერმანია), ლოიკ რემი ("ნიუკასლი", ინგლისი)

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. "ჯვაროსნები" საფრანგეთში მეორედ თამაშობენ. პირველი მატჩი 2007 წლის 6 ივნისს, ოსერში გაიმართა და ნასრის ერთადერთი გოლით მასპინძლებმა 1:0 გაიმარჯვეს.

დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფიფა-კოკა-კოლას რეიტინგში 69-ე პოზიციაზეა, "მამლები" კი ამავე რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებენ.

gff.ge

giogio
ოქრიაშვილი არა???
Giorgipirweli
დათო, ზიმბაბვესთან კი შეიძლება ერთი ჩამშლელით თამაში, მარა არა საფრანგეთთან :-))
gizo
hunter - რიბერის დეშამი გააჩერებს მე-60 წუთის მერე !!! კაი ახლა, ეგეც ეტყოფათ მაგათო :)
hunter
რიბერის ვინ გააჩერებს? დაიწერა არ ითამაშებსო და ჰა განაცხადშია
Jumber
Dato რა კარგია რომ შენ არ ხარ ნაკრების მწვრთნელი, კომპიუტერში რამდენიც გინდა იმდენი ათამაშე :)))
dato
Burton-ადრე რა მნიშვნელობა აქვს გელაშვილს უფრო მეტი გაქონდა თუ ნაკლები.ფაქტია რომ დღეს უთამაშებელია, სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ამიტომ ჩემი აზრით დვალი უფრო იმსახურებდა გამოძახებას...რაც შეეხება პოლონეთს და დვალიშვილს, ჩვენზე მაღალი დონის არის, მაგრამ რატომ გგონია რომ ჩვენზე გაცილებით კარგი ჩემპიონატი აქვთ?(უეფას და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ყოველთვის თანასწორედ ვეთამაშებით ხოლმე),ამასთან დვალი უფრო ტექნიკურია და თამაშის გამწვავება შეუძლია,ბურთსას კარგად ფლობს და პასიც კარგი აქვს...
dato
მხოლოდ ერთი ჩამშლელით ვაპირებ თამაშს, საფრანგეთთანაც, ბრაზილიასთანაც, მალტასთანაც და დაჟე ზიმბაბვესთანაც..შენ რატომ ხარ წინააღმდეგი?
Burton
dato--დვალს რომ გააქვს, სად გააქვს არ უყურებ??? დვალიშვილი მაგდენს რომ იტანს პოლონეთში, დვალი იქ მაგის ნახევარსაც ვერ გაიტანდა. და გელაშვილს რაც შეეხება, აქ რომ იყო, დვალზე 2-ჯერ მეტი ბურთები გაქონდა მაგას. შეადარა რა გერმანია-პოლონეთი საქართველოს ჩემპიონატს
ლექსო
გმადლობთ გიორგი, მართლა მაინტერესებდა. ქეცბაიას ნამდვილად არ ესწავლება ჩემგან ვინ გამოიძახოს და ვინ არა. იმედია ბიჭები წარმატებას მიაღწევენ. მოგების შანსი ყოველთვის არსებობს. რამდეი ხანია არ გავუხარებივართ.
guguli
რატომ არ გამოიძახა ესა თუ ის ფეხბურთელი, ყოველთვის შეიძლება კამათი, ყოველთვის იქნება ვინმე ვისაც 23 კაცში ვიღაცის ხილვა სურს ვინც არაა! ეს ყველგან ეგრეა თუ ადევნებთ თვალს (და ყურსაც- ხო საერთოდ). ამიტომ ეგრე რო უსმინოს მხვრთნელმა სხვებს მაშინ თვითონ რისთვისღაა. არ არსებობს ქართველი ისეთი ფეხბუღტელი რომელსაც არ იძახებს და აუცილებლად უნდა იძახებდეს. ასე რომ.. მოდუნდით ჯიგრებო, პურის მჭამელო ძმებო. ისე, აივენგო ქაჯაია რატომ არ გამოიძახა??!
dato
იმიტომ არ გამოიძახა ნაკრებში ბატონო ლექსოვ, რომ დვალმა გოლის გატანა არ იცის, არც ალღოს აქვს გოლის გატანის და საერთოდ როდის გაიტანა ბოლოს?!სამაგიეროდ მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ გუნდში სკამზე მჯდომი გელაშვილი გამოიძახა, ნუ დვალიშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ(7 ბურთი აქვს გატანილი 18 ტურში, რაც აშკარად მის კარგ ფორმაზე არ მიუთითებს)...
Giorgipirweli
დათო, ერთი ჩამშლელით აპირებ საფრანგეთთან თამაშს? :-))
Giorgipirweli
ოთხი მეკარიდან განაცხადში მოხვდება ორი. ეს არის გამოძახებული ფეხბურთელების სია და არა სამატჩო განაცხადი. დვალიშვილის გამოძახებას რაც შეეხება, ძალიან კარგ ფორმაშია და იქნებ გამოდგეს რამეში, თორე მაგის იმედი არც მე მაქვს მაინცადამაინც.
nika
დვალიშვილი საუკეტესო პორმაშია, და სრულად ტამაშობს და გოლებიც გააქვს იმიტომაც გამოიძახა. გელაშვილს მეც დვალი მერჩივნა ტუმცა ალბათ 2 თავდასხმელის მეტს არ მოუწევს გამოსვლა
ლექსო
დვალი რატომ არაა ხომ არ იცით ვინმემ?
MasterTV
გამაგებინეთ ერთი ნუკრი რევიშვილი რატომ გამოიძახა ნაკრებში? ნუკრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა მეკარე უთამაშებელია და ნაკრებში იძახებ, მხოლო ერთი ეჭვი მიჩნდება, რომ რევიშვილის ტრანსგერზე მUშაობს ქეცბაია, აბა სხვა რა ეჭვი უნდა გაგიჩნდეს ადამიანს?! მიროს ვეთანხმები 4 მეკარე რა უბედურებაა?! გასაგებია, რომ დაცვითი ტაქტიკა გვაქვს, მაგრამ 4 მეკარეს ხომ არ დავაყენებთ კარში :))
miro
აბა ეს ეხლა ჭკუაზეა? 4 მეკარე გამოიძახა და 3 თავდამსხმელი..ესეთი გინახავთ რამე???
Georgi
ვიგებთ!
dato
ლორია,ლობჟანიძე,კაშო(კაპიტანი), ამისულაშვილი,დკვირკველია,დაუშვილი(ჩამშლელად),ჯანო და ყენო(შუაში ოდნავ უკნიდან გამთამაშებლად),თარგამაძე და კობახიძე (ფლანგებზე),ვაწაძე (ცენთრფორვადათ შეუცვლელად 90წ!!!!!!)
dato
ეს დვალიშვილი და გელაშვილი რა კრიტერიუმით გამოიძახა ნეტა... ამას ისევ დვალი ან ვინმე ახალგაზრდა ჯობდა საქართველოდან
LEVANI
NAKLEBI GOLI :)))))))
Vaja
იმედია მოვიგებთ
joni
წარმატებებს ვუსურვებ ნაკრების ფეხბურთელებს და მწვრთნელს.
Alioxa
ამ დვალიშვილით რას შეაკიკინე ქეცო, რამდენი გოლი აქვს გატანილი ნაკრებში მაგ გოლეადორს?
მერაბ შანავა
წარმატებებს უსურვებ ქეცბაიას და ნაკრების ყველა წევრს, სენსაციას ველით.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა