შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარეობს WTA-ს ტურნირი, შვედეთის ღია პირველობა, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია.

შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარეობს WTA-ს ტურნირი, შვედეთის ღია პირველობა, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. ამ ტურნირში ორმა ჩვენებურმა სცადა ბედი, ანა ტატიშვილმა (155) და ოქსანა კალაშნიკოვამ (156). მათ დიდი წარმატება არ ჰქონიათ ერთეულთა თანრიგში, პირველივე საკვალიფიკაციო მატჩები დათმეს, მაგრამ ბასტადში წყვილთა თამაშებიც გაიმართა, სადაც ქართველები ძირითად ბადეში რეიტინგით მოხვდნენ. ანა ტატიშვილი ამერიკელ ლილია ოსტერლოს შეუწყვილდა, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა, სლოვენიელ მასა ზეკ პეშკირიჩს. წილისყრამ პირველივე რაუნდში დაუპირისპირა ერთმანეთს ტატიშვილი და კალაშნიკოვა. ტატიშვილმა და ოსტერლომ იოლად დაჯაბნეს კალაშნიკოვა და ზეკ პეშკირიჩი - 6:2, 6:2. შვედეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ისინი პირველ ნომრად განთესილებს, ფლავია პანეტას (იტალია) და ჟიზელა დულკოს (არგენტინა) გადაეყარნენ. ეს დაპირისპირება დღეს გაიმართება.

ფრანგულ ბიარიცში სოფიო შაფათავამ (293) შეძლო საერთაშორისო ტურნირის (100 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა. მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა საკვალიფიკაციო ბადის ფინალში მე-2 ნომრად განთესილი ფრანგი კლარ ფიორშტეინი (200) დაამარცხა - 3:6, 6:4, 1:0 (მეტოქემ ტრავმა მიიღო). ძირითად ბადეში ქართველის მოწინააღმდეგე მე-5 ნომრად განთესილი რუმინელი სიმონა ჰალეპია (111).

სადაურსა სად წაიყვანო, ნათქვამია და, ჩვენი ერთ-ერთი თანამემამულე ჩინეთის ქალაქ ფუჟოუს ტურნირში (25 ათასი დოლარი) "Aაღმოვაჩინეთ" - 22 წლის თათია მიქაძე (371). მან პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილი კორეელი კიმ სო იუნი (222) დაამარცხა - 6:4, 6:3. ახლა თათიას მეტოქე ჩინელი რან ტიანია, რომელიც 16 წლისაა და დიდებში ჯერ რეიტინგი არ აქვს, თუმცა ახალგაზრდებში (20-წლამდელთა შორის) მსოფლიოს 37-ე ჩოგანია. მანანა შაფაქიძე (400) პირველ ნომრადაა განთესილი ბრიუსელის საერთაშორისო ტურნირში (10 ათასი დოლარი), მისი მეტოქე ჰოლანდიელი ჟოზან ვან ბენეკომია (791).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა