საქართველოს პირველი ლიგიდან წამოსული 19 წლის ბიჭისთვის ცოტა ძნელია, უნგრეთის პირველადგილოსან გუნდში ფეხის მოკიდება, მაგრამ ვხედავ, რომ მენდობიან და ჩემზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ

ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც 18-27 მარტს ავსტრიაში ალბანეთის, ხორვატიისა და აზერბაიჯანის 21-წლამდელებს შეხვდებიან.

ჩივაძის სიაში გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.

გიორგისთვის 2013 წელი კარგად დაიწყო - პირველი ლიგის "სასკოს" თავდამსხმელი უნგრეთის უმაღლესი ლიგის "დიორ ეტოში" ჩაირიცხა, ახლა კი ახალგაზრდულში დებიუტის შანსი გაუჩნდა.

"ნაკრებში გამოძახებისა და ნდობისთვის დიდი მადლობა მინდა მთავარ მწვრთნელს ვუთხრა.

ახალგაზრდულში ჩემს მიწვევაზე ლაპარაკი აქამდეც იყო, მაგრამ ეს პირველი გამოძახებაა და რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა.

ნაკრებში ქვეყნის ღირსებას იცავ და მეც ყველანაირად შევეცდები, ბატონ ალექსანდრეს იმედები არ გავუცრუო. ყველაფერს გავაკეთებ, ქართველი გულშემატკივარი რომ გავახარო", - იმედოვნებს ქვილითაია.

19 წლის თავდამსხმელი ახალ კლუბზეც გველაპარაკა:

"ეტყობა, თენგიზ კაციასთან და შალვა კვარაცხელიასთან ტყუილად არ მივარჯიშია. მათთან წლები ვემზადებოდი და ამის დამსახურებაა, უნგრეთში ყველაფერი კარგად რომ ამეწყო: გუნდის მწვრთნელმა თასზე 90 წუთი მათამაშა, გოლიც გავიტანე, შემდეგ ტურშიც მოედანზე 15 წუთი შემიშვა და აშკარაა, რომ მენდობა.

გუნდელებისგანაც ძალიან კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ და ვცდილობ, თავი ბოლომდე წარმოვაჩინო. სხვათა შორის, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვარ.

საქართველოს პირველი ლიგიდან წამოსული 19 წლის ბიჭისთვის ცოტა ძნელია, უნგრეთის პირველადგილოსან გუნდში ფეხის მოკიდება, მაგრამ ვხედავ, რომ მენდობიან და ჩემზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. ამიტომაც მაძლევენ სათამაშო დროს.

აქვე რომ არ ვთქვა, უმადურობაც იქნება - მადლობა რატი ალექსიძეს, რომელიც ჩამოსვლის დღიდან ყველანაირად გვერდში დამიდგა. შეიძლება ითქვას, რომ მისი დამსახურებაა, ადაპტაცია რომ არ გამჭირვებია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯერ მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ლეგიონერთა ვინაობა გაირკვა

გიორგი ქვილითაიამ "დიორის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა