საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გადიან მზადებას
14 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, მოადგილე თამაზ თევზაძესთან, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად, ბორჯომში დასკვნით შეკრებაზე მყოფი საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები მოინახულა.

თბილისში 19-24 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ მზადებას საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გადიან.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრების მწვრთნელებმა ის შემადგენლობები დაასახელეს, რომლითაც კონტინენტის პირველობაზე წარსდგებიან.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი შემადგენლობის შერჩევისას, ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო. ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია კი ზუსტად იმ ექვსეულს აჭიდავებს, რომლითაც ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა. ერთადერთი, ვინც ნაკრებს დაემატა და ლონდონში არ გამოსულა, ლაშა გოგიტაძეა (55 კგ).

"თავისუფალთა" ნაკრები ბორჯომიდან თბილისში 17 მარტს დაბრუნდება და სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება.

18-ში ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, 19-22 მარტს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 19 მარტს მედლები 66 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, 20 მარტს - 55 და 60 კილოგრამებში, 21-ში - 74 და 120-ში, ხოლო 22-ში - 84 კილოგრამში.

ბეგი დარჩიას გუნდი ბორჯომიდან 21-ში დაბრუნდება. 23 მარტს ჩემპიონატში 55, 60, 96 და 120 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებმებიან, 24 მარტს კი ჩემპიონ-პრიზიორებს 66, 74 და 84 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გამოავლენენ.

სამინისტროს პრესსამსახური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eka
პირველ ადგილზე პრიზი რამდენია?ტუ იციტ ვინმემ დაცერეტ გტხოვტ...
გიორგი
წარმატებას გისურვებთ ლომებო... აბა თქვენ იცით!
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა