სულ რამდენიმე დღეში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება
სულ რამდენიმე დღეში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც ელიტრაუნდის მატჩებს ითამაშებს და ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოთა შორის მოხვედრას შეეცდება.

გერმანულ-ჰოლანდიური შეკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ორი დღით დაასვენა, შემდეგ კი კვლავ სასტუმრო "ბატესტაში" შეკრიბა და დასკვნითი სამზადისიც დაიწყო. გუნდი შეკრებაზე ასეთი შემადგენლობითაა:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")

მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე - "საბურთალო"), ომარ პატარკაციშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)

ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე, გიორგი ხორხელი (ყველა - "საბურთალო"), თენგიზ გოროზია ("დინამო", თბილისი), გიორგი ბერიძე ("ჩიხურა", საჩხერე)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - "საბურთალო")

16 მარტს გიორგი დევდარიანის გუნდი დასკვნითი შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩს გამართავს გორის "დილას" ახალგაზრდულ გუნდთან. მატჩი "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება და დღის 3 საათზე დაიწყება.

20 მარტს პატარა "ჯვაროსნები" გაემგზავრებიან. გუნდი ჯერ სლოვაკეთში ჩავა, სადაც ოთხდღიან შეკრებას და ადაპტაციას გაივლის. შემდეგ კი ავსტრიაში გადავა, სადაც 25 მარტიდან ელიტრაუნდის მატჩებს დაიწყებს.

gff.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა