გია ცეცაძე ფეხბურთელებს სასტუმრო "პრესტიჟში" შეკრებს, საწვრთნელი პროცესი კი საგურამოსა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" წარიმართება
16 მარტს საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. გია ცეცაძე თავის ფეხბურთელებს სასტუმრო "პრესტიჟში" შეკრებს, საწვრთნელი პროცესი კი საგურამოსა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" წარიმართება.

19-წლამდელები თბილისურ შეკრებას 20 მარტს დაამთავრებენ. 21 მარტს კი გუნდი პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ქალაქ პულავში 22 და 24 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან.

აქვე გეტყვით, რომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპი შეძლებისდაგვარად დატვირთულია მაღალი დონის სპარინგ-მატჩებითა და ტურნირებით. მაგალითად, აპრილში ჩვენი გუნდი პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც საკმაოდ მაღალი დონის ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

მაისის ბოლოს კი, მოგეხსენებათ, უკვე ელიტრაუნდია.

ამჟამად ნაკრებში შეკრებაზე გამოძახებულები არიან:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)

მცველები: ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია", თბილისი), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ნარმანია ("რუხი", პოლონეთი)

ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე - "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ლუკას ჰუფნაგელი ("უნტერხაჰინგი", გერმანია), გიორგი სარჯველაძე ("ჰერკულესი", ესპანეთი)

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ტარყაშვილი ("ანტვერპენი", ბელგია)

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ნიკა ტარყაშვილი და გიორგი სარჯველაძე თბილისურ შეკრებას გუნდთან ერთად გაივლიან. ლუკას ჰუფნაგელი და ნიკა ნარმანია კი ნაკრებს პირდაპირ პოლონეთში შეუერთდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

გია ცეცაძე: ჩვენს წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა