ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მილანური გრანდები ფავორიტებად

მილანური გრანდები ფავორიტებად

ინტერვიუ კარლო ანჩელოტისთან: ასევე, ლაციოზე, რომასა და იუვენტუსზე

კარლო ანჩელოტი მას შემდეგ უფრო დააფასეს იტალიაში, რაც ინგლისში გადაბარგდა და "ჩელსისთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. არადა, წარმატებები და ტიტულები არც სამშობლოში მოღვაწეობისას აკლდა, მაგრამ იტალიაში ხშირად სწორედ ასე ხდება - მხოლოდ მას შემდეგ აფასებენ ადამიანს, როდესაც უცხოეთში მიაღწევს წარმატებას. კვირა არ გავა, რომ კარლეტოს აპენინელი ჟურნალისტები არ შეეხმიანონ და ამა თუ იმ საკითხზე კომენტარი არ ჩამოართვან. ამჯერად კი ინტერვიუს გთავაზობთ, რომელშიც ტიტულოვანი მწვრთნელი იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

- ადევნებთ თვალს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას?

- მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს იშვიათად ვუყურებ, მაგრამ ისე, ზოგადად, რა თქმა უნდა საქმის კურსში ვარ. სერია A-ში წლების განმავლობაში ვიმუშავე და ბუნებრივია, ძალიან მაინტერესებს რა ხდება, ვინ როგორ თამაშობს და სატურნირო ცხრილში რა ვითარებაა. ასე რომ, მიმდინარე გათამაშებაზე საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მაქვს.

- და როგორ ფიქრობთ, ვინ არის ფავორიტი სასკუდეტო მარათონში?

- დღეს ამაზე საუბარი ძალიან ძნელია, რადგან სეზონი გრძელია და გუნდებს კიდევ ექნებათ როგორც აღმასვლა, ისე დაღმასვლა. თუმცა, ყველა ლოგიკით სკუდეტოსთვის მილანურმა გრანდებმა უნდა იბრძოლონ. ჩემი აზრით, "იუვენტუსი" ჯერ არ არის მზად უმაღლეს მიზანს შეეჭიდოს, "რომამ" კი იმდენად ცუდად დაიწყო სეზონი, რომ პრაქტიკულად უკვე დაკარგა ჩემპიონობის შანსი. ასე რომ, დაგვრჩა "ინტერი" და "მილანი", ყველაზე ძლიერი იტალიური გუნდები დღესდღეობით.

- ლიდერზე რას იტყვით? სატურნირო ცხრილს ჯერჯერობით "ლაციო" უდგას სათავეში...

- სწორედ აღნიშნეთ, რომ ჯერჯერობით... "ლაციოს" მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ამ გუნდმა სკუდეტოსთვის იბრძოლოს. ძალიან სწორად აფასებს მიმდინარე მოვლენებს ედუარდო რეაია და მიზნად ექვსეულში მოხვედრას ისახავს. ეს ძალიან სწორია, რადგან პირველობაზე ფიქრი რომაელებს კარგს არაფერს მოუტანს. მე თუ მკითხავთ, "ბიანკოჩელესტე" დღეს ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, რთული სათქმელია. გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქელებს გრძელი სათადარიგოთა სკამი არ აქვთ, ერთი ფეხბურთელის მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

- მომდევნო ტურში "მილანი" "იუვენტუსს" მიიღებს, რა პროგნოზს გააკეთებთ?

- პროგნოზების კეთება არ მიყვარს, თუმცა მცირედ უპირატესობას "მილანს" მივანიჭებდი. ერთი რომ, "როსონერი" საკუთარ მოედანზე თამაშობს და მეორე, ობიექტურად, დღეს მასიმილიანო ალ;ეგრის უკეთესი გუნდი ჰყავს. არ მიწყინონ "იუვენტუსის" გულშემატკივრებმა, რადგ ეს ობიექტური რეალობაა. თუმცა, "იუვეს" დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში გუნდი მოუმატებს.

- მოდით, უფრო დეტალურად დავახასიათოთ "იუვენტუსი"?

- სატრანსფერო პერიოდში კლუბის მესვეურებმა გაახალგაზრდავებაზე გააკეთეს აქცენტი და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს არასტაბილურ ასპარეზობას ვერ აცდებიან და მშვიდად უნდა გააგრძელონ მუშაობა. ძალიან ბუნებრივად მეჩვენება, რომ დაუგეგმავი ქულები დაკარგეს. დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან უკეთეს და უფრო სტაბილურ "იუვენტუსს" ვიხილავთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა წესით არ უნდა გაუჭირდეს.

- მილოშ კრასიჩის სიმულაცია იტალიაში დღემდე განხილვის საგანია, ნახეთ ის ეპიზოდი?

- ვნახე და აშკარა სიმულაციას ჰქონდა ადგილი. ასეთ საქციელს ვერანაირად ვერ მოვიწონებ, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად ზედმეტი იყო. აქამდეც ბევრჯერ მიუმართავთ მოთამაშეებს სიმულაციისთვის, მაგრამ ამხელა რეზონანსი არც ერთ მათგანს არ მოჰყოლია. ვერ გეტყვით რატომ მოხდა ასე...

- ბევრი თვლის, რომ აქაც იტალიურ-სერბულ დაპირისპირებას აქვს ადგილი...

- გენუაში მომხდარ არეულობებს გამართლება არ აქვს, მაგრამ არა მგონია, რომ ამის გამო რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ჩაეყაროს საფუძველი. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ასე მოხდეს და თითოეული ჩვენთაგანი სრულიად საპირისპიროს უნდა შეეცადოს. ამიტომ, თუ კრასიჩის საქციელი მისი ეროვნების გამო გახმაურდა, ამას ჩვენს უდიდეს სირცხვილად ჩავთვლი.

- კრასიჩი "მილანის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რამდენად დიდი იქნება ეს დანაკლისი "იუვენტუსისთვის"?

- კრასიჩთან ერთად და მის გარეშეც'იუვეს" ჯერ კიდევ ბევრი წუნი აქვს და ამ ხარვეზებს თამაშიდან თამაშამდე გამოსწორება სჭირდება. დანაკლისი იქნება, ეს ცხადია, მაგრამ არა მგონია, რომ "მილანს" არ ჰყავდეს ტრავმირებული მოთამაშეები. ასე რომ, თანამედრივე ფეხბურთში დანაკლისზე საუბარი ცოტა უადგილოდაც მეჩვენება, რადგან ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- "მილანზე" რას გვეტყვით?

- მთლიანობაში, გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურება და ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის კარგი შანსები აქვს. ჩემი აზრით, "როსონერი" ფორმის პიკში სეზონის მეორე ნახევარში შევა და ეს ძალიან კარგია, სწორედ ასე უნდა გადაანაწილოს ჭკვიანმა მწვრთნელმა ძალები. მასიმილიანო ალეგრი ნიჭიერი სპეციალისტია და გუნდს უნარიანად თავკაცობს. გარკვეული პრობლემები "მილანსაც" აქვს, მაგრამ ესეც დროებითი მოვლენა მგონია.

- რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევთ "მილანიდან"?

- შესაძლოა გაგიკვირდეთ ის, რასაც ვიტყვი, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად "მილანიდან" ჯენარო გატუზო მომწონს. ერთი პერიოდი, აშკარად ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა მიმფინარე სეზონში შესანიშნავად ირჯება და აშკარად ძველ ფორმას იბრუნებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია გუნდისთვის. უნდა გამოვყო კევინ პრინც ბოატენგი, ჩემი აზრით, ერთობ საინტერესო და მრავალმხრივი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს "მილანისთვის". საერთოდ, მიმაჩნია, რომ კლუბის მესვეურებმა სატრანსფერო პერიოდი კარგად გამოიყენეს.

- "რომაზე" რას იტყვით, რა დაემართა გუნდს?

- "რომას" ახალი სისხლი სჭირდება, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ერთ და ორ ფეხბურთელს არ ვგულისხმობ, რაღაც უნდა შეიცვალოს გუნდში, რომ მოთამაშეთა მოტივაცია ამაღლდეს. უკვე წლებია, რაც "რომა" მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ რაღაც არ ჰყოფნის და ტიტულებს ვერ იგებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდი გადაიღალა ამ ყველაფრისგან და ძირეული ცვლილებები სჭირდება. ჩემი აზრით, ინვესტიციის ჩადებაა საჭირო, რათა სატრანსფერო პერიოდში არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე ექსტრაკლასის ფეხბურთელი გადაიბირონ. განვითარების ახალ ეტაპზე ასვლაა საჭირო და კარგი იქნება თუ კლუბის მესვეურები ამას გაითვალისწინებენ.

- იტალიური გუნდები სულ უფრო და უფრო სუსტად გამოდიან ევროასპარეზზე, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

- ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ საერთაშორისო პაექრობების მნიშვნელობას. მაგალითად, ევროპის ლიგაზე იტალიური გუნდების უმეტესობა გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს. უფრო მეტი ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატს ეთმობა, მაშინ როდესაც სხვაგან ევრობატალიები პრიორიტეტულია. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ინტერია", ეს კი იმას ნიშნავს, რომ არც თუ ისე ცუდად გვაქვს საქმე და თუ მოვინდომეთ, წარმატებასაც მივაღწევთ. მთავარია, რომ კარგად გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროტურნირებში წარმატებული ასპარეზობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• ikaa

chempionta ligis gamarjvebuli interia ise tqva titqos italielebi tamashobdnen am intershi :D:D: danzreuli aq italur pexurts danzreuliiiii

[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!

"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა

გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა

"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს

უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა

"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს