ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

სერია A. XXIX ტურის წინ: შესანიშნავი შვიდეული და მათი მეტოქეები

სერია A. XXIX ტურის წინ: შესანიშნავი შვიდეული და მათი მეტოქეები

თუ "იუვენტუსმა" "ბოლონია" დაამარცხა, ანტონიო კონტეს გუნდისთვის სკუდეტოსკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნება
XXIX ტურში წყვილები ისე დალაგდნენ, რომ მაღალ მიზნებზე დაგეშილ გუნდებს გადარჩენისთვის მებრძოლებთან, ან კარგ შემთხვევაში ცხრილის შუა გულში გაჭედილ გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება.

ანუ, მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა სატურნირო ინტრიგას ატარებს და შესაბამისად, წინ საინტერესო ბატალიები გველის...

გზა სკუდეტოსკენ

"ბოლონიამ" წინა ტურში "ინტერი" წააქცია და ამჯერად, "იუვენტუსს" ემუქრება. მილანში მოგების შემდეგ, "როსობლუ" მეათე ადგილზე აღზევდა და კაცმა რომ თქვას, ამ გუნდს მეტიც შეუძლია.

მანოლო გაბიადინი, ალესანდრო დიამანტი და ალბერტო ჯილარდინო შესანიშნავ ფორმაში არიან და სავარაუდოდ, ტურინელთა დაცვასაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან.

ბოლონიელთა თავკაცი სტეფანო პიოლი ოპტიმისტურ კომენტარს აკეთებს:

"ტურინელთა დარტყმას, დარტყმითვე ვუპასუხებთ და ვეცდებით, კიდევ ერთი სენსაცია მოვახდინოთ. "ბოლონიას" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, განსაკუთრებით კი საკუთარ კედლებში.

მოკლედ, განწყობა ოპტიმისტური მაქვს. ჩვენი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, საამისოდ კი 40 ქულის მოგროვებაა საჭირო".

"იუვენტუსი" განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდება ბოლონიურ მატჩს და შესაბამისად, ანტონიო კონტეს დიდი არჩევანი აქვს.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "ბებერი ქალბატონი" მირკო ვუჩინიჩისა და სებასტიან ჯოვინკოს ტანდემით შეუტევს. გამოჯანმრთელდა ნიკოლა ანელკა და შესაძლოა, მეორე ტაიმში ვიხილოთ მოედანზე.

თადარიგში დარჩებიან ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა.

წინა ტურში, "იუვემ" პოზიციები გაიმყარა და თუ "ბოლონიაც" დაამარცხა, სკუდეტოსკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო ფართოდ გაიხსნება.

მეორე ადგილისთვის

"ნაპოლიმ" თუ ვერც "ატალანტა" დაამარცხა საკუთარ კედლებში, შესაძლოა სულ აირიოს და არა თუ მეორე ადგილი დაკარგოს, მალე ჩემპიონთა ლიგის ზონიდანაც გამოვიდეს.

ვალტერ მაცარის შემტევი ტრიო მზადყოფნაში ჰყავს და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჩავარდნას დამაჯერებელი გამარჯვებით დაძლევს. 8-მატჩიანი მშრალი სერია აქვს ედინსონ კავანის და იმუქრება, რომ ნავსს ბერგამოელებთან გატეხს.

"ნაპოლისთვის" მართლაც მნიშვნელოვანი ეტაპი დგას და არა მარტო მიმდინარე სეზონში, არამედ ზოგადად... თუ კრიზისი გაღრმავდა და ლიგის საგზურიც გვერდზე დარჩა, ზაფხულში გუნდს ალბათ ლიდერები დატოვებენ.

თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდებია და ვინ იცის, იქნებ "ნაპოლის" სულაც მეორე სუნთქვა გაეხსნას.

"მილანი" მიწაზე დაეშვა და ისიც ნათლად დავინახეთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გაახალგაზრდავების გზაზე მდგარი გუნდი მწვერვალების დასაპყრობად ჯერ მზად არაა.

შესაძლოა, მომდევნო სეზონში ეს უფრო რეალური იყოს და ამისთვის, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა საჭირო.

"როსონერი" აუტსაიდერ "პალერმოს" უმასპინძლებს და ბუნებრივია, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. ლომბარდიული გრანდი ფავორიტია, მაგრამ როგორ აისახება კატალონიური შოკი ალეგრის შეგირდებზე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

ამად არის, რომ სამშაბათის შემდეგ, ლომბარდიელები მუდმივად "ბარსელონასთან" მატჩის დავიწყებაზე აკეთებენ განცხადებებს.

ვნახოთ, მილანური მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს...

ჩემპიონთა ლიგა

"მილანიც" და "ნაპოლიც" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მათ უფრო მეორე ადგილზე, ან იქნებ სულაც სკუდეტოზე უჭირავთ თვალი - ამიტომ, გამოვარჩიეთ კიდეც...

სხვებში "ინტერი", "ლაციო", "ფიორენტინა" და "რომა" ვიგულისხმეთ, გუნდები, რომლებიც დღესვე მოაწერდნენ ხელს მესამე ადგილს და დიდი სიამოვნებითაც ითამაშებენ ევროპის იპრესტიჟულესი საკლუბო ტურნიის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

"ფიორენტინა" მოღონიერებულ "ჯენოას" მიიღებს, მაგრამ თვითონ "ვიოლა" რომ კიდევ უფრო ღონიერია, ეს სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს. თუმცა, ფეხბურთში რომ ფავორიტობა, არაფრის გარანტია არაა, ესეც კარგად ვიცით.

ბორხა ვალერო, ალბერტო აკვილანი, დავიდ პისარო, ხუან კუადრადო, ადემ ლიაიჩი, სტევან იოვეტიჩი - ყველა ჯანზეა და "ფიორენტინაც" სამი ქულისთვის იომებს. ვნახოთ...

"რომა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდებს სიას აბოლოვებს და ამიტომ, ნებისმიერი წაფორხილება შესაძლოა ფატალური გამოდგეს.

აურელიო ანდრეაცოლის გუნდი "პარმას" მიიღებს, რომელმაც წინა ტურში ნავსი გატეხა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიმარჯვა.

პაბლო ოსვალდო ისევ თადარიგში მოიაზრება, ფრანჩესკო ტოტის კი შეტევაში ალბათ ერიკ ლამელა შეუწყვილდება.

ამბობენ, ალესანდრო ფლორენციც სასტარტოში ითამაშებს და თანაც, ფორვარდთა უკან გაირჯებაო. დაველოდოთ რომაულ მატჩს და ყველაფერს გავიგებთ.

"ტოტენჰემთან" ნაომარი "ინტერი" გენუაში ჩადის, სადაც "სამპდორიას" ესტუმრება. ევროპის ლიგაზე გმირული ბრძოლა შესაძლოა მილანური გუნდისთვის იმაზე უფრო მეტი იყოს, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია...

ანდრეა სტრამაჩონი იმედოვნებს, რომ "მამლების" განადგურება მის გუნდს საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს - წესით, ასეც უნდა იყოს.

"ლაციოს" რთული გასვლითი მატჩი აქვს "ტორინოსთან" და თუ კიდევ ერთხელ წაიქცა, შესაძლოა ვეღარც წამოაყენონ. ბოლო 6 მატჩიდან "ბიანკოჩელესტემ" 4 წააგო და სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდი მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.

პარალელურად, რომაელები შესანიშნავად ირჯებიან ევროპის ლიგაზე და ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი აქცენტს სწორედ ევროტურნირზე გადაიტანს.

ვნახოთ, "ლაციოსთვის" ტურინულ მატჩს ოქროს ფასი აქვს.

სერია A. XXIX ტური

16 მარტი

კატანია-უდინეზე 21.00

დისკვალიფიკაცია: სპოლი - დომიცი, მაიკოსუელი, ერუ.

ტრავმა: კაპუანო, ბერგესიო, რიკიუტი - დი ნატალე, ბასტა, პინცი, ლაძარი, პასკუალე.

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +5=3-7, (17-22)

ბოლონია-იუვენტუსი 23.45

ტრავმა: სორენსენი - კასერესი, ბენდტნერი, პეპე.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +2=8-20, (26-49)

17 მარტი

სიენა-კალიარი 15.30

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო, ტერცი - როსეტინი.

ტრავმა: პოცი, ვერგასოლა - კონტი.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +9=8-6, (28-23)

მილანი-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: კონსტანტი (მილანი).

ტრავმა: დე იონგი, პაცინი - ბარეტო, დოსენა, ერნანდესი, მანტოვანი.

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 23 თამაში: +10=5-8, (35-29)

ფიორენტინა-ჯენოა 18.00

ტრავმა: როსი, კამპორეზე, აგაცი - მათუზალემი, ფლორო ფლორესი, ოლივერა, მანფრედინი, როსი.

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +7=6-3, (24-16)

ნაპოლი-ატალანტა 18.00

დისკვალიფიკაცია: დე ლუკა (ატალანტა).

ტრავმა: ბრიტოსი - ბრიენცა, ბელინი, კაპელი, სკალონი, მარილუნგო.

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +7=10-8, (25-23)

პესკარა-კიევო 18.00

ტრავმა: პერინი, ვეისი, სფორცინი, მოდესტო, კაპუანო, რიცო - სარდო, აჩერბი.

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +4=3-2, (13-10)

რომა-პარმა 23.45

დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა).

ტრავმა: პიანიჩი, დესტრო - მარიგა, სანტაკროჩე, კოდა, მესბა.

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +24=9-6, (72-31)

სამპდორია-ინტერი 23.45

დისკვალიფიკაცია: ჟუან ჟესუსი (ინტერი).

ტრავმა: სამუელი, ობი, კასტელაცი, სილვესტრი, ნაგატომო, მუდინგაი, მილიტო, ალვარესი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 33 თამაში: +6=12-15, (33-48)

ტორინო-ლაციო 23.45

დისკვალიფიკაცია: დიოპი, ოგბონა - ერნანესი.

ტრავმა: მარკეტი, კონკო, დიასი, სტანკევიჩუსი, კლოზე, ბროკი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +4=8-9, (19-33)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 18 - კავანი (ნაპოლი); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დი ნატალე (უდინეზე); 13 - პაცინი (მილანი); 12 - ლამელა (რომა); 11 - ოსვალდო (რომა), იოვეტიჩი (ფიორენტინა), საუ (კალიარი), დენისი (ატალანტა), ჯილარდინო (ბოლონია); 10 - კლოზე (ლაციო), ტოტი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა