ინტერვიუ თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დირექტორთან
თვეზე მეტია, რაც თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია საკუთარ ბაზაზე გადავიდა და სკოლის მოედნებზე პირველი ოფიციალური მატჩები გაიმართა.

საფეხბურთო აკადემიის დირექტორი გიორგი მინაშვილია, ფიზმომზადების მწვრთნელი - იტალიელი რიკარდო დევივო.

გიორგი მინაშვილი "ლელოს" სტუმარია და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

- საინტერესოა, რა ბიოგრაფიით მოხვედით თბილისის "დინამოს" აკადემიაში, ზურგს რა გამოცდილება და ცოდნა გიმაგრებთ?

- "ნორჩ დინამოელში" ვახტანგ კოპალეიშვილი მავარჯიშებდა. 1997-98 წლებში მექსიკის პრიმერადივიზიონის "ამერიკის" აკადემიის ასაკობრივ გუნდში სტაჟირებაზე ვიყავი. გუნდი ტიპურ სამხრეთამერიკულ სტილში თამაშობდა და ჩემი საფეხბურთო გემოვნების ჩამოყალიბებაზე ამან დიდი გავლენა მოახდინა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ აკადემიაში ექვსთვიანი სტაჟირების შემდეგ, 1997-98 წლების სეზონში, მექსიკის მესამე დივიზიონის "რამბოქსში" გამოვდიოდი.

სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმის გამო მექსიკაც დავტოვე და მალე კარიერაც დავასრულე.

- მწვრთნელობაც მექსიკაში დაიწყეთ?

- ჩემ სამწვრთნელო განათლება და კარიერა მთლიანად ინგლისს უკავშირდება. 2006-2012 წლებში იქ მივიღე ყველა ლიცენზია - პირველი ლეველიდან A ლიცენზიის ჩათვლით. პარალელურად სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე ყველა დონეზე, ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, "კრისტალ პალასის" აკადემიასა და კლუბ "ლონდონ ტაიგერსში". ამ უკანასკნელში საფეხბურთო სკოლის მენეჯერიც გახლდით. მიმაჩნია, ჩემი ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე ფეხბურთის ღირებულებებთან არის შეჯერებული.

ალბათ, თბილისის "დინამოს" დაინტერესება ჩემით ევროპულმა სამწვრთნელო და სამენეჯერო განათლებამ განაპირობა.

- აკადემიაში რა კონცეფციით მუშაობთ?

- ის მთლიანად თანამედროვე ფეხბურთის ფუნდამენტალურ პრინციპებს ეფუძნება. კონცეფციას განსაზღვრავს ჩემს მიერ მომზადებული პროგრამა, რომელიც ფეხბურთელის მომზადების სასწავლო ეტაპებს და ფიზიკური განვითარების პერიოდებს ითვალისწინებს: სპეციფიკური და არასპეციფიკური სავარჯიშოები სისტემაშია მოყვანილი. პროგრამა მწვრთნელს ეხმარება, როდის, რა და როგორ ასწავლოს და როგორ მართოს საკუთარი თავი და გუნდი.

- აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელი იტალიელი რიკარდო დევივოც ბრიტანეთში მუშაობდა - ის თქვენი რეკომენდაციით ჩამოიყვანეს?

- დიახ, დევივოსაც ფიზმომზადების მწვრთნელის განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული და სამხრეთ აფრიკის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ამას ხასგასმით იმიტომ ვამბობ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელის კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია.

- "დინამოს" აკადემიას ჯერ ქართველი ხელმძღვანელობდა, შემდეგ ესპანელი და ახლა - ინგლისური განათლების მქონე ქართველი. ყველას თქვენი მუშაობის სტილი და მეთოდი გაგაჩნიათ - ეს ბავშვებს ხომ არ დააბნევს?

- თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი არის არა ეროვნება, არამედ მენტალიტეტი, რომელიც ფეხბურთში სამწვრთნელო ფილოსოფიას განსაზღვრავს. ალბათ, აკადემიის ხელმძღვანელად ჩემი მოწვევის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

- ინგლისელებთან კავშირებს იყენებთ?

- ახლახან ლონდონში ვიმყოფებოდი და პრემიერ ლიგის გუნდების აკადემიებთან, მათ შორის, "მანჩესტერ სიტისთან" და "ტოტენჰემთან" კონტაქტები დავამყარე. თანამშრომლობა პარტნიორ კლუბებში განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელების პერიოდულ სტაჟირებას, ტურნირების ორგანიზებას და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაში მათ დახმარებას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ფეხბურთელების და მწვრთნელების განვითარებას ეს ხელს შეუწყობს.

- რა გავლენა მოახდინა თქვენზე მამამ, ამირან მინაშვილმა?

- მის ცოდნას, გამოცდილებასა და რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა