მე-4, საჩემპიონთალიგო ადგილზე "რეალ სოსიედადი" წამოსკუპდა
ლა ლიგის 27 თამაშში 27 გოლი, სეზონის 43 თამაშში - 43, პროფესიულ კარიერაში უკვე 350 გოლი: ასეთია კრიშტიანო რონალდოს მიღწევა. თუმცა კრიშტიანო არ იყო "მალიორკასთან" მატჩის მთავარი გმირი. დუბლი გონსალო იგუაინმა შეასრულა, ხოლო ლუკა მადრიჩმა ბრწყინვალედაც ითამაშა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. სხვათა შორის, ეს ტური ლამაზი გოლებით დახუნძლული იყო. ბრწყინვალე იყო სილვიოს (დეპორტივო), ანტუან გრიზმანის (რეალ სოსიედადი), სერხიო გარსიას (ესპანიოლი) და ჟონასის (ვალენსია) გოლებიც.

დერბი, რომელიც ყველას დააკლდება

სამწუხარო იქნება, თუ გაისად ლა ლიგა გალისიური დერბის გარეშე დარჩება - არადა, ყველაფერი აქეთკენ მიდის. "რიასორზე" ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი ვიხილეთ, მატჩში, რომელშიც "დეპორტივომ" ძალიან მაგრად აჯობა ისტორიულ მეტოქეს, ვიგოს "სელტას".

დერბიში უკანასკნელად გაიბრწყინა 37 წლის ხუან კარლოს ვალერონმა, რომელიც სეზონის ბოლოს ამთავრებს კარიერას. რიკიმ და დიოგო სალომაომ მისი პასებით გაიტანეს. თუმცა ყველაზე მაგარი გოლის ავტორი პორტუგალიელი მცველი სილვიოა, მან შორიდან დაუმუშავებლად აუღებლად დაჰკრა ხავი ვარასის კარში.

კორეელი პარკის გოლი მეტისმეტად გვიან გავიდა, რომ "რიასორის" პუბლიკისთვის ზეიმი ჩაემწარებინა.

"სელტას" საუკეთესო ფეხბურთელი იაგო ასპასი მატჩის ანტიგმირი გახდა. პირველ ტაიმში ის ისე ეუხეშა კარლოს მარჩენას, რომ მსაჯმა მოედნიდან მიაბრძანა.

ფერნანდო ვასკესი (დეპორტივო): "ჩვენ ისევ რეანიმაციაში ვრჩებით. ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე აღარ ვართ დამოკიდებული. და მაინც, ამაღამ ბრწყინვალედ დავიძინებ, რადგან შინ უამრავი ხალხი ბედნიერი გავუშვით".

აბელ რესინო (სელტა): "დღეს ჩვენი დღე არ იყო. სწრაფი გოლი მივიღეთ, კაცი მალე გაგვიგდეს, პირველივე ტაიმში დაცვის ყველა წევრს ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული. ამ ყველაფრისგან კარგი გაკვეთილი მივიღეთ".

ჩემპიონთა ლიგა? რატომაც არა!

შეხვედრის ბოლოსკენ "ანოეტა" ჩემპიონთა ლიგას ითხოვდა. ეს უკვე აღარ არის ოცნება - "რეალ სოსიედადმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი გუნდია, "ვალიადოლიდის" 4:1 განადგურებით კი ლიგის საგზურიც არ ჩანს მიუწვდომელი.

ხუთივე გოლი კარგი იყო, მაგრამ თქვენი ყურადღება ტაიმის მიწურულს გატანილ შედევრზე გვინდა შევაჩეროთ - 21 წლის ფრანგმა ანტუან გრიზმანმა დავიდ ზურუტუზას 50-მეტრიანი პასი მარცხენა ფეხით მიიღო, მკერდით დაამუშავა და სტუმართა კარში აუღებლად დაარტყა. გრიზმანმა ამ თამაშში დუბლი შეასრულა.

არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ასეთი ტალანტის შენარჩუნებას მოკრძალებული ბასკური კლუბი.

ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "ისეთ ფორმაში ვართ, რომ ოცნების უფლებაც მოგვეცა. ევროთასების საგზურისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ".

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "ათწუთიან მონაკვეთში, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოვაცხადეთ. ასე არ შეიძლება".

"ხეტაფე" აღარ ხუმრობს

ბორხა ფერნანდესის ერთადერთი გოლის წყალობით "ხეტაფემ" ევროთასების საგზურისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა, ბილბაოს "ატლეტიკისთვის" კი ეს სეზონი დაკარგულია. გამარჯვების გოლი მე-6 წუთზე გავიდა, პედრო ლეონმა კუთხური მოაწოდა, ბორხამ კი მოულოდნელად გაჩენილი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

ლუის გარსია (ხეტაფე): "მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა თასის მეათედ მოსაგებად არის შემართული, ჩვენ კი - ლა ლიგაში ზედიზედ მეათე კარგი სეზონის ჩასატარებლად".

მარსელო ბიელსა (ბილბაო): "შედეგი სამართლიანია, ჩვენ არ გვითამაშია კარგად".

სამაგალითო დასჯა სიმამაცისთვის

"მალიორკა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი თავურით ორჯერ გაიჭრა წინ, მაგრამ საბოლოოდ ძვირი დაუჯდა ეს გმირობა - "სამეფო კლუბმა" ბალეარული კლუბი სამაგალითოდ (5:2) დასაჯა.

ამ თამაშში დუბლი შეასრულა არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა. თავიანთი გოლები გაიტანეს კრიშტიანო რონალდომაც და შეცვლაზე შესულმა ქარიმ ბენზემამაც, რომლის შემდგომი მატჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ იქნება. მაგრამ ყველაზე ლამაზი ლუკა მოდრიჩის გოლი გამოდგა. რონალდომ ამ სეზონში 27 მატჩში (ერთი გამოტოვა) 27 გოლი გაიტანა. ტრიბუნაზე იჯდა "გალათასარაის" თავკაცი ფათიჰ თერიმი, რომელიც მომავალ მეტოქეს ზვერავდა.

აიტორ კარანკა (რეალი): "დღეს ჩვენ სტანდარტული მდგომარეობებიდან გაგვიტანეს. ეს ნაკლები კონცენტრაციის ბრალია. შესვენებაზე ნაყოფიერად ვისაუბრეთ ჩვენს შეცდომებზე და როგორც ხედავთ, ყველაფერი გამოვასწორეთ. არბელოას შეცვლა მხოლოდ ტაქტიკური გადაწყობის მოსაზრებით იყო ნაკარნახევი".

გრეგორიო მანსანო (მალიორკა): "სიმართლე გითხრათ, ყველა მოგებაზე ოცნებობს. ამიტომ შედეგით ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ჩვენ სახალხოდ ორჯერ გავაწანით სილა "რეალს" და ეს ერთ რამედ ღირს".

Video

16.03.13. რეალი - მალიორკა 5:2

"ვალენსია" პლუს მუნისი

ერთთვიანი პაუზის შემდეგ "ვალენსიამ" მოიგო. თანაც "ღამურებმა" აჯობეს უშუალო კონკურენტს, "ბეტისს" - 3:0, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მატჩი, რომ არა მუნის ფერნანდესის საეჭვო გადაწყვეტილება. მან პირველ ტაიმში სოლდადოსთან ორთაბრძოლაში ამაია გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა გოლად აქცია.

გამეორებაზე გამოჩნდა, რომ დარღვევა იყო, ოღონდ საჯარიმოს გარეთ. რეფერი არც მაშინ იყო მართალი, როცა მატიოს მეორე ყვითელი ბარათი არ აჩვენა. თუმცა "ბეტისს" საქმე ისევ თავისიანმა მოუთავა, პაულაუმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მატჩის მიწურულს ჟონასმა სევილიელთა რბევა დაასრულა - 3:0.

პეპე მელი (ბეტისი): "ვიღაც-ვიღაცები ჩვენ ლიგის მასხარებად გვთვლიან, რომელთა დაჩაგვრაც იოლია".

"მალაგამ" ჩაიმუხლა

ჩემპიონთა ლიგის მთავარმა სენსაციამ მოულოდნელად 0:2 დათმო "ესპანიოლთან". "მალაგა" არგენტინელმა გოლკიპერმა ვილი კაბალიერომ დააღალატა, რომელიც შეეცადა, ვერდიუს კუთხური ცალი ხელით მოეხსნა, იქვე დადარაჯებულმა დიეგო კოლოტომ კი თანამემამულე დასაჯა. სერხიო გარსიას გოლი კი აუღებელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.

სხვა მატჩებში: "სევილიამ" "სარაგოსა" 4:0 გაანადგურა, ორი გოლი მცველ კოკეს ანგარიშზეა. მადრიდის "ატლეტიკომ" პამპლონაში დიეგო კოშტას დუბლით იმარჯვა; ბოლოს მატჩის გმირი ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.

ლა ლიგა. XXVIII ტური

დეპორტივო-სელტა 3:1

გოლები: 1:0 რიკი (9), 2:0 სილვიო (64), 3:0 სალომაო (79), 3:1 პარკი (80)

დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა, სილვიო - აგილარი, ხ. დომინგესი - გამა, ვალერონი (84. ბერგანტინიოსი), პიცი - რიკი (76. სალომაო).

სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, დემიდოვი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, პრანიჩი - ა. ფერნანდესი (79. კრონ-დელი), ბერმეხო (68. პარკი), დე ლუკასი (55. ორელიანა) - ასპასი.

გაფრთხილება: აიტამი, პიცი - ტუნიესი, დემიდოვი, კრონ-დელი, ლაგო

გაძევება: ასპასი (29)

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 10-5; კარში დარტყმა: 16-10 (8-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 31 000

სოსიედადი-ვალიადოლიდი 4:1

გოლები: 1:0 გრიზმანი (33), 2:0 აგირეჩე (39), 3:0 გრიზმანი (44), 4:0 ჩაბი პრიეტო (48), 4:1 გერა (87)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი (77. ესტრადა), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა (65. ანხელი) - ილარამენდი, ზურუტუზა - ჩაბი პრიეტო (67. პარდო), ველა, გრიზმანი - აგირეჩე.

ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, რუედა, ბალენსიაგა - რუბიო (82. ბარახა), სასტრე - რამა (56. ბუენო), ოსკარი, ომარი - მანუჩო (69. გერა).

გაფრთხილება: ბალენსიაგა

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 3-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-13 (10-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 25 000

ხეტაფე-ბილბაო 1:0

გოლი: 1:0 ბორხა (6)

ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი (25. ლოპო), რაფა, ფ. ფერნანდესი, ესკუდერო - ხ. ტორესი, ბორხა - პედრო ლეონი, ბარადა (84. ლასენი), დ. კასტრო (73. ლაფიტა) - კოლუნგა.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, სან ხოსე, ლაპორტი - იტურასპე (56. მუნიაინი), ანდერი - სუსაეტა (67. ტოკერო), დე მარკოსი, ი. გომესი - ადურისი (63. ფ. ლორენტე).

გაფრთხილება: ფერნანდესი, ბორხა - ადურისი, იტურასპე, ანდერი, ლაპორტი

კუთხური: 8-6; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 19-10 (8-1); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 10 500

რეალი-მალიორკა 5:2

გოლები: 0:1 ნსუე (6), 1:1 იგუაინი (14), 1:2 ალფარო (21), 2:2 რონალდო (51), 3:2 მოდრიჩი (54), 4:2 იგუაინი (57), 5:2 ბენზემა (92)

რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - არბელოა (46. ბენზემა), ვარანი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო - პეპე, მოდრიჩი - მორატა (46. იოზილი), კაკა (61. ჩაბი ალონსო), რონალდო - იგუაინი.

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ბიგასი, კევინი - პინა, ტისონე (82. ფონტასი) - ნსუე (65. ჰემედი), ალფარო, ჯოვ. დოს სანტოსი - ვიქტორი (77. მ. პერეირა).

გაფრთხილება: ტისონე

კუთხური: 11-4; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 24-15 (13-6); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 79 000

ვალენსია-ბეტისი 3:0

გოლები: 1:0 სოლდადო (16-პენ), 2:0 პაულაუ (85 ს.კ.), 3:0 ჟონასი (92)

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, მატიო, გუარდადო (84. სისოკო) - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა (66. კანალესი), ჟონასი - სოლდადო (52. ვალდესი).

ბეტისი (4-4-2): ადრიანი - ა. ლოპესი, მარიო, ამაია, ნაჩო (68. ა. მარტინესი) - რ. კასტრო, კანიასი, ბენიატი (79. ნოსა), კეპმბელი (18. პაულაუ) - პაბონი, მოლინა.

გაფრთხილება: რამი, მატიო, ფეგული - ნაჩო, მოლინა, ლოპესი

გაძევება: ამაია (15)

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-9 (4-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 35 000

მალაგა-ესპანიოლი 0:2

გოლები: 0:1 კოლოტო (49), 0:2 ს. გარსია (66)

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, ლუგანო, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი (67. სავიოლა), ნაჩო კამაჩო - პიაზონი (60. ხოაკინი), ისკო, სება ფერნანდესი (60. დუდა) - სანტა კრუსი.

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - მატიონი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ფორლინი (75. რ. როდრიგესი), ვ. სანჩესი - სტუანი, ვერდიუ (75. ბაენა), ვაკასო (86. ვ. ალვარესი) - ს. გარსია.

გაფრთხილება: დუდა, კამაჩო - ვაკასო, ფორლინი, ვერდიუ

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-9 (2-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 25 500

სევილია-სარაგოსა 4:0

გოლები: 1:0 კოკე (27), 2:0 კოკე (52), 3:0 რეიესი (62), 4:0 ნეგრედო (67)

სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, ფასიო, ფ. ნავარო, მორენო (56. კალა) - მედელი (66. მადურო), კონდობია (76. დელ მორალი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი - ნეგრედო.

სარაგოსა (4-2-3-1): ლეო ფრანკო - სეპუნარუ, ლოოვენსი, ალვარო, აბრაამი - პინტერი, ხოსე მარი - ვ. როდრიგესი (56. როჩინა), ბაბოვიჩი, მონტანიესი (74. როდრი) - პოშტიგა (57. ბიენვენუ).

გაფრთხილება: მორენო, ნავასი - ბაბოვიჩი, სეპუნარუ, ლოოვენსი

გაძევება: ბაბოვიჩი (31)

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 7-2; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 17-9 (6-2); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 30 000

ოსასუნა-ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 დ. კოშტა (35), 0:2 დ. კოშტა (48)

ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია (79. ხ. ლორენტე) - პუნიალი (72. სეხუდო), ლოლო - არმენტეროსი, ოიერი, დე ლას კუევასი (60. ნინო) - მასუდი.

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, კატა დიასი, ფილიპე ლუიში - კოკე, მ. სუარესი, გაბი, არდა თურანი (85. კ. როდრიგესი) - ფალკაო, დ. კოშტა (74. ადრიან ლოპესი).

გაფრთხილება: დამია - ხუანფრანი, კოშტა, კოკე, გაბი

კუთხური: 8-7; ჯარიმა: 7-22; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-12 (5-7); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 19 000

ბარსელონა-ვალეკანო 3:1

გოლები: 1:0 ვილია (25), 2:0 მესი (40), 3:0 მესი (57), 3:1 ტამუდო (70)

ბარსელონა (4-3-3): პინტო - ადრიანო (22. დანი ალვეში), პიკე, მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი (81. სონგი), ბუსკეტსი, ინიესტა (63. ტ. ალკანტარა) - ა. სანჩესი, მესი, ვილია.

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ფიგუერასი, არბილია - ტრაშორასი, ადრიანი (61. ლ. ბანგურა) - პიტი, ა. დომინგესი (84. ისი), ხოსე კარლოსი - დელიბაშიჩი (69. ტამუდო).

გაფრთხილება: პინტო - პიტი, ტრაშორასი, ტიტო, რუბენი

კუთხური: 6-10; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19-17 (7-8); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 88 000

Video

17.03.13. ბარსელონა - რაიო ვალეკანო 3:1

გრანადა-ლევანტე 1:1

გოლები: 1:0 სიკეირა (32-პენ), 1:1 აკვაფრესკა (50)

გრანადა (4-4-2): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ბუონანოტე (83. ტორჟე), რესიო (70. ელ-არაბი), მ. რიკო, ნოლიტო - არანდა, იგჰალო (59. ბრაჰიმი).

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, კარაბელასი - იბორა, ვინტრა - რიოსი (46. აკვაფრესკა), მიჩელი (83. როხერი), რუბენ გარსია - ვალდო (88. ელ-ჟარი).

გაფრთხილება: ნიომი, რიკო, სიკეირა, რესიო, ლოპესი, ნოლიტო, ტორჟე, ბრაჰიმი - ვალდო, ვინტრა, ლოპესი, აკვაფრესკა, ბალესტეროსი, ხუანლუ

კუთხური: 4-1; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-7 (5-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 21 000

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 42 ლიონელ მესი (ბარსელონა); 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 15 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 14 - რობერტო სოლდადო (ვალენსია)

მომდევნო ტური

30 მარტი

რაიო ვალეკანო-მალაგა, სელტა-ბარსელონა, სარაგოსა-რეალი, ლევანტე-სევილია.

31 მარტი

ვალიადოლიდი-ოსასუნა, მალიორკა-დეპორტივო, ესპანიოლი-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-ვალენსია.

1 აპრილი

ბილბაო-გრანადა, ბეტისი-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრიშტიანო რონალდომ "მალიორკასთან" მატჩში კარიერაში 350-ე გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია