მოსკოვური შეკრებიდან დაბრუნებულმა "იბერია სტარმა" საქართველოს ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარა და კვლავ გაიმარჯვა
მოსკოვური შეკრებიდან დაბრუნებულმა "იბერია სტარმა" საქართველოს ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარა და კვლავ გაიმარჯვა.

სერჟიო ბენატის გუნდმა სპორტკომპლექს "არენაში" ამჯერად ენერგეტიკული კომპანიის გუნდ GIEC-ს მოუგო 5:1. ამ უკანასკნელმა მანამდე გამოტოვებული შეხვედრა "სოკართან" გამართა და ისიც დათმო.

ვერა და ვერ მოიგო თელავის "ბურჯმა" - კახელები ამჯერად "სოკართან" დამარცხდნენ - 1:12.

როგორც შევიტყვეთ, მოსკოვში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების შემდეგ "იბერიას" პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი ახალწვეულების ნაწილით უკმაყოფილო დარჩა და სხვა მოთამაშეების დამატებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში შეკრებისას საქართველოს ჩემპიონმა სამი საკონტროლო მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ, ორში კი დამარცხდა.

წერეთელს სურს, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს, მოსკოვში ნაჩვენები თამაშის ხარისხით კი ეს შეუძლებელი იქნება. ჩვენი ინფორმაციით, უეფას ოთხთა ფინალამდე ერთი თვით ადრე კლუბში დამატებითი ცვლილებებია მოსალოდნელი.

"ახლა დროც არ არის საკმარისი და ექსპერიმენტებიც აღარ გამოვა. ამიტომ ჩვენი კლუბის პრეზიდენტი მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ელაპარაკება, გუნდი ოთხთა ფინალამდე მნიშვნელოვნად რომ გაძლიერდეს და ქართველი მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგეს", - გვითხრა კლუბის მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ, მაგრამ სასურველ მოთამაშეთა გვარები არ დაუკონკრეტებია.

ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო. აპრილამდე "იბერიას" ხარვეზების გამოსწორების შანსი კიდევ აქვს და იმედია, მისი თავკაცები პრობლემებს მაქსიმალურად მოაგვარებენ.

ფუტსალი. ეროვნული ჩემპიონატი

GIEC-სოკარი 7:9

ბურჯი-სოკარი 1:12

იბერია სტარი-GIEC 5:1

გოლები: ალთუნაშვილი (3), ძაბირაძე, აუგუშტო; ნიკოლაიშვილი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 10 10 0 0 73-17 30

2. თსუ 8 6 0 2 54-24 18

3. სოკარი 9 5 0 4 62-30 15

4. თელასი 8 5 0 3 35-24 15

5. GIEC 11 2 0 9 35-77 6

6. ბურჯი 10 0 0 10 21-109 0

შემდეგი ტურის შეხვედრები 23 მარტს კვლავ სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება:

12:30 სოკარი - GIEC

11:30 იბერია - ბურჯი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა