"მაიამიმ" 3 თებერვალს ტორონტოში დაიწყო თავისი ფენომენალური სერია
"მაიამიმ" 3 თებერვალს ტორონტოში დაიწყო თავისი ფენომენალური სერია და კვლავ კანადაში ჩავიდა სათამაშოდ, რათა გაემეორებინა "ჰიუსტონის" ხუთი წლის წინანდელი რეკორდი - ზედიზედ 22 გამარჯვება რეგულარულ ჩემპიონატში.

ფლორიდელებმა ეს გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ იხარჯებოდნენ მოედანზე და ფარიც დაუთმეს მეტოქეს. ერთი მომენტი, "ჰიტის" თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 60-ს აჭარბებდა. ჩემპიონს მხოლოდ ერთხელ, მესამე მეოთხედში გამოეპარა მეტოქის გაქცევა (16:3), რის შემდეგაც "ტორონტო" ერთ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ რეი ალენმა იქვე შეახსენა ყველას, რომ ყველაზე კარგად ისვრის სამქულიანებს (5-დან 4). ყოველგვარი პრობლემის გარეშე "ჰიტმა" 15-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა და მეოთხე მეოთხედი ფორმალობად გადაიქცა.

სხვათა შორის, "ტორონტოს" წაგება და "მილუოკის" "ორლანდოზე" გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთში პლეი ოფის რვა გუნდი 99 პროცენტით გარკვეულია და რეგულარულის დარჩენილი თამაშები მხოლოდ ტოპ 8-ში ადგილების გადანაწილებისთვის იქნება საჭირო.

დასავლეთში კი პლეი ოფში გამსვლელების მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. "დალასი" კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა პლეი ოფის საგზურს, როცა ზედიზედ მეათედ წააგო ოკლაჰომაში. არადა, "მავერიქსმა" დიდი ბრძოლა გაუმართა დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერს. მთელი მატჩის განმავლობაში სხვაობა შვიდ ქულაზე მეტი არ ყოფილა, ყველაფერი კი გადაწყვიტა კევინ დურანტის ბრწყინვალე თამაშმა მეოთხე მეოთხედში - ბოლო 12 წუთის განმავლობაში ფორვარდმა 19 ქულა დააგროვა.

მიუხედავად ამისა, "დალასს" ჰქონდა გადარჩენის შანსი, როცა ბოლო წუთზე დირკ ნოვიცკიმ ანგარიში გაათანაბრა (101:101), მაგრამ ამას მოჰყვა უესტბრუკისა და სეფოლოშას ზედიზედ ორი შედეგიანი შეტევა და დურანტის დაფარება დაცვაში. "მავერიქსს" ჯერ კიდევ შეუძლია პლეი ოფისთვის ბრძოლა, რადგან მომდევნო შვიდ თამაშს ეს გუნდი საკუთარ არენაზე ატარებს. "ოკლაჰომა" კი ამ მოგებით მეორე გუნდი გახდა დასავლეთში, რომელმაც პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

იმყარებს თავის პოზიციებს პირველ რვა გუნდში "ლეიკერსი", რომელმაც ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო. მაიკ დ'ენტონის გუნდმა უკვე ორი მოგებით გაუსწრო მეცხრე პოზიციაზე მყოფ "იუტას". კობი ბრაიანტის გარეშე მოთამაშე კალიფორნიელებს არ ჰქონიათ იოლი მატჩი "საკრამენტოსთან". "კინგზმა" რამდენჯერმე ხუთი ქულით წინ გასვლა მოახერხა, მეოთხე მეოთხედში კი ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ სწორედ აქ გამოეპარა "ლეიკერსის" 11:3 გაქცევა, რის შემდეგაც მატჩის ბოლომდე გონს ვერ მოვიდა.

ტორონტო-მაიამი 91:108

19:27, 24:28, 30:21, 18:32

ტ: გეი (27+8 მოხსნა), ვალანჩუნასი (18+7 მოხსნა), ა. ჯონსონი (18+18 მოხსნა), დეროზანი (12), როსი (12+5 მოხსნა).

მ: უეიდი (24+9 პასი), ჯეიმსი (22+12 მოხსნა+8 პასი), ალენი (20), ბოში (18).

მილუოკი-ორლანდო 115:109

8:25, 26:29, 26:27, 45:28

მ: ელისი (39+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ილიასოვა (20+11 მოხსნა), ჯენინგსი (15+14 პასი), სანდერსი (13+11 მოხსნა).

ო: აფლალო (24), ჰარკლესი (23+9 მოხსნა), ვუჩევიჩი (20+15 მოხსნა), ნელსონი (16+6 პასი+4 ჩაჭრა), ჰარისი (14+8 მოხსნა).

კლიპერსი-ნიუ იორკი 93:80

21:18, 23:19, 28:23, 21:20

კ: პოლი (20+8 პასი), ბატლერი (14+5 მოხსნა), გრიფინი (12+12 მოხსნა), ბილაპსი (12+5 პასი), კროუფორდი (12), ჯორდანი (8+10 მოხსნა).

ნ-ი: სმიტი (17+6 მოხსნა), ფელტონი (16+9 პასი), კოუპლენდი (13), კიდი (11).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 78:108

10:18, 21:36, 29:21, 18:33

ჰ: ჰარდენი (21+10 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), ლინი (21), დელფინო (12), აშიქი (6+11 მოხსნა+3 დაფარება).

გ-ს: კარი (29+5 მოხსნა+11 პასი), ტომპსონი (26), ბოგუტი (12+12 მოხსნა+3 დაფარება), ლი (10+10 მოხსნა).

მინესოტა-ნიუ ორლეანი 97:95

28:27, 22:25, 26:21, 21:22

მ: უილიამსი (28+7 მოხსნა), რუბიო (16+6 პასი), პეკოვიჩი (13+6 მოხსნა), რიდნური (10+6 პასი).

ნ-ო: ვასკესი (24+7 მოხსნა+5 პასი), ლოპესი (20+11 მოხსნა), დევისი (17+9 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დალასი-ოკლაჰომა 101:107

26:24, 23:26, 23:23, 29:34

დ: ნოვიცკი (23+7 მოხსნა), კარტერი (18), მ. ჯეიმსი (14), კოლისონი (12), კრაუდერი (11).

ო: უესტბრუკი (35+6 მოხსნა+6 პასი), დურანტი (31+9 მოხსნა), იბაკა (18+16 მოხსნა+3 დაფარება).

ბრუკლინი-ატლანტა 93:105

24:21, 25:30, 24:20, 20:34

ბ: უილიამსი (18+8 პასი+3 ჩაჭრა), ჯონსონი (18), ლოპესი (17+6 მოხსნა), რ. ევანსი (14+22 მოხსნა).

ა: ჰორფორდი (22+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), სმიტი (21+7 მოხსნა+5 პასი), ჯონსი (13), კორვერი (12), ტიგი (11+5 მოხსნა+15 პასი).

ლეიკერსი-საკრამენტო 113:102

33:27, 23:29, 30:20, 27:26

ლ: ჯეიმისონი (27+9 მოხსნა), უორლდ პისი (22), ნეში (19+12 პასი), ბლეიკი (16+5 მოხსნა+8 პასი), ჰოვარდი (12+17 მოხსნა+5 დაფარება), კლარკი (11+8 მოხსნა).

ს: ტომასი (26+6 პასი), პატერსონი (22+5 მოხსნა), ტორნტონი (15), ტ. ევანსი (13+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), დაგლასი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსი" რეკორდსმენია

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა