მთავარი ორთაბრძოლა ლოს ანჯელესში გაიმართა - WBO-ს ჩემპიონი, 29 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი რუს პრეტენდენტს, რუსლან პროვოდნიკოვს ხვდებოდა
გასულ უქმეებზე მთავარი ორთაბრძოლა ლოს ანჯელესში გაიმართა. ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონი, 29 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი რუს პრეტენდენტს, რუსლან პროვოდნიკოვს ხვდებოდა. შეგახსენებთ, რომ WBO-ს ტიტული ბრედლიმ სახელოვანი ფილიპინელის, მენი პაკიაოს ძლევით მოიპოვა და ამ ბრძოლაშიც ფავორიტად მიიჩნეოდა.

მაგრამ რუსმა მოკრივემ ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველ რაუნდში ბრედლი კინაღამ ნოკდაუნში აღმოჩნდა. მეორე რაუნდში ამერიკელის ცემა გაგრძელდა, მაგრამ ტიმოტიმ ისევ გაძლო, რის შემდეგაც პროვოდნიკოვის მოქმედებას დაღლილობამ დაამჩნია კვალი. ამით ბრედლიმ კარგად ისარგებლა და ბრძოლა გათანაბრდა.

ამერიკელმა მოძრაობას უმატა და დისტანციიდან უტევდა მოწინააღმდეგეს. ამ ხერხით ჩემპიონმა ბევრი ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსკენ რუსი ისევ გააქტიურდა, მსაჯებმა საბოლოოდ, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება ამერიკელ მოკრივეს მიანიჭეს - 115:112, 114:113, 114:113.

სხვათა შორის, ბრძოლის შემდეგ პროვოდნიკოვის მენეჯერებმა გამოაცხადეს, რომ პროტესტს შეიტანენ WBO-ში უსამართლო მსაჯობის გამო. გარდა ამისა, ისინი მატჩრევანშს ითხოვენ ბრედლისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა