ბოლო ათი თვის განმავლობაში უმსხვილესი ტურნირების ფინალში მხოლოდ სამ ჩოგბურთელს ვხედავდით - ჯოკოვიჩს, ფედერერსა და მარეის
ბოლო ათი თვის განმავლობაში ATP-ის უმსხვილესი ტურნირების ფინალში მხოლოდ სამ ჩოგბურთელს ვხედავდით - ნოვაკ ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერსა და ენდი მარეის. ინდიან უელსის მასტერსი “დიდი სლემის” ან ოლიმპიადის დონეს ვერ "ქაჩავს", მაგრამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და ხშირად “მეხუთე სლემსაც” უწოდებენ. აქ ფინალამდე ვერ მიაღწია ვერც ჯოკოვიჩმა, ვერც ფედერერმა და ვერც მარეიმ. ფინალის მონაწილეები გახდნენ რაფაელ ნადალი და ხუან-მარტინ დელ პოტრო, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო პერიოდში ჩრდილში იყვნენ მოქცეულნი.

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, გრუნტზე სამი ტურნირის თამაშით, ნადალმა შეძლო საჭირო ფორმის აკრეფა, მაგრამ თავად ეჭვობდა, რომ ინდიან უელსში გამოსვლას შეძლებდა, რისი მიზეზი მისთვის საძულველი ჰარდის საფარი იყო. ესპანელს, შესაძლოა, თავად გაუკვირდა ჰარდის პირველივე ტურნირზე ფინალში გასვლა. ყველაზე რთული მატჩი მან ერნესტ გულბისის წინააღმდეგ ითამაშა, რომელსაც ორი ბურთი აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე.

რაფას შემდეგმა მეტოქეებმა – ფედერერმა და ბერდიხმა კი მესამე სეტამდეც ვერ მიაღწიეს. არგეტინელს კი, მოლოდინისამებრ, საკმაოდ რთული მატჩები გამოუვიდა მარეისთან და ჯოკოვიჩთან.

ფინალი უკეთ რაფაელმა დაიწყო. არგენტინელს პირველივე წუთებიდან ბევრი შეცდომა დაუგროვდა, რის გამოც საწყისი ორი გეიმი დათმო. უფრო მეტიც, ნადალს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მეორე ბრეიკისთვის. იმ მომენტში ხუან მარტინს ოდნავ გაუმართლა, მოწოდებაც დაეხმარა და დაიტოვა სეტში ბრძოლის შანსი.

ნადალი დროდადრო უთმობდა ინიციატივას მეტოქეს, რითაც არგენტინელმა სეტის შუაში ისარგებლა. ის ჯერ დაეწია მეტოქეს, შემდეგ კი თავისი აქტიურობის წყალობით მოიპოვა დაფარული სეტბოლი, რომლის დროსაც ესპანელმა ძალიან ააცილა ბურთი კორტს. დელ პოტრომ სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, ნადალმა ბევრი იბრძოლა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო – სამხრეთამერიკელმა წარმატებით შემოატრიალა სეტის ბედი.

არგენტინელმა განწყობა მეორე სეტის სტარტზე შეინარჩუნა და ბრეიკით გავიდა წინ. დელ პოტროს მასტერსის სერიის პირველი ტურნირის მოგების რეალური პერსპექტივა გაუჩნდა, მაგრამ ეს შანსი პარტიის შუაში გაქრა, როცა მისი ფორჰენდი აირია, რითაც ნადალმა ძალიან კარგად ისარგებლა. ახლა უკვე ესპანელმა დაუმატა აქტიურობას, ხშირად დაიწყო შეტევაში წასვლა და ამას ფენომენალური შედეგი მოჰყვა – ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება და სეტში გამარჯვების გაფორმება.

გადამწყვეტ პარტიაში არგენტინელის შანსები არც ისე მაღალი იყო. აქ საქმე მხოლოდ დაღლილობაში არ იყო, არამედ იმაშიც, რომ ნადალი ხელიდან არ უშვებს შანსს იმ დროს, როცა მეტოქეზე უპირატესობას გრძნობს. ხუან მარტინმა დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა პირველი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე, მეორე ცდიდან კი ნადალმა მაინც გააკეთა ბრეიკი.

სიტუაციის გათანაბრების ერთადერთი შანსი არგენტინელს მომდევნო გეიმში ჰქონდა, როცა ნადალის მოწოდებაზე 15:30 იყო, მაგრამ არც აქ და არც მატჩის დარჩენილ დროში რაფაელს თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მატჩის ბოლოს დელ პოტრომ მოიგერია სამმაგი მატჩბოლი თავის მოწოდებაზე, მაგრამ შემდეგ ნადალმა ტიტულზე წარმატებით ჩააწოდა - 4:6, 6:3, 6:4.

ეს გამარჯვება მე-600 იყო ნადალის კარიერაში, მასტერსის სერიის ტურნირებზე კი 22-ედ გაიმარჯვა (სულ ტიტულების რიცხვი 53-ს შეადგენს), რითაც როჯერ ფედერერს გაუსწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. რაც ყველაზე მთავარია, რაფაელმა ჰარდზე პირველი ტიტული მოიგო 2010 წლის შემდეგ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის პირინეელს ზედიზედ 14 მოგება დაუგროვდა, სულ კი 2013 წელს 18-დან 17 მოგება აქვს. და კიდევ, მან დაიბრუნა ესპანეთის პირველი ჩოგანის სტატუსი, რადგან ახალ რეიტინგში მეოთხე ადგილი ჩამოართვა დავიდ ფერერს.

თუმცა ნადალი ტოპ-ოთხეულში დიდი ხანი ვერ დარჩება. ესპანელი არ ითამაშებს მაიამის მასტერსზე, სადაც ერთი წლის წინ ნახევარფინალში გავიდა. ასევე არ იქნება ფლორიდაში როჯერ ფედერერი. ასე რომ, განთესვის პირველი ოთხი ნომერი ჯოკოვიჩს, მარეის, ფერერსა და ბერდიხს ერგებათ. ეს ტურნირი ოთხშაბათს აიღებს სტარტს.

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7) 4:6, 6:3, 6:4.

ნადალის ტიტულები (53)

2013 - ინდიან უელსი, აკაპულკო, სან პაულუ;

2012 - როლან გაროსი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო;

2011 - როლან გაროსი, ბარსელონა, მონტე კარლო;

2010 - ტოკიო, აშშ-ის ღია, უიმბლდონი, როლან გაროსი, მადრიდი, რომი, მონტე კარლო;

2009 - რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია;

2008 - ოლიმპიადა, ტორონტო, უიმბლდონი, ლონდონი, როლან გაროსი, ჰამბურგი, ბარსელონა, მონტე კარლო;

2007 - როლან გაროსი; შტუტგარტი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, ინდიან უელსი;

2006 - როლან გაროსი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, დუბაი;

2005 - მადრიდი, პეკინი, მონრეალი, შტუტგარტი, ბაშტადი, როლან გაროსი, რომი, ბარსელონა, მონტე კარლო, აკაპულკო, კოშტა დუ საუპე;

2004 - სოპოტი.

მასტერსის გამარჯვებულები

1. რაფაელ ნადალი – 22

2. როჯერ ფედერერი – 21

3. ანდრე აგასი – 17

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 13

5. პიტ სამპრასი – 11.

6. ტომას მუსტერი – 8

6. ენდი მარეი – 8

8. მაიკლ ჩანგი – 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინდიან უელსი: ასეთ ფინალს არ ველოდით

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა