ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: პაპი და იუპი

ბუნდესლიგა. XXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: პაპი და იუპი

თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბავარიელებს უნდათ, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობას მომდევნო ტურში გაინაღდებს
თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბავარიელებს უნდათ, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობას მომდევნო ტურში გაინაღდებს. შესაბამისად, თვითონაც დაისვენებს და ჩვენც დაგვასვენებს.

თუმცა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ჯერ არ მთავრდება - რჩება ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის, ევროპალიგის ზონაში მოხვედრისთვის და ბოლოდან მესამე ადგილის დაკავებისთვის ბრძოლაში.

შაჰინის დღე

"დღეს ჩემი ვაჟი პირველად იყო სტადიონზე და ვალდებული ვიყავი, რომ კარგად მეთამაშა", - თქვა "ფრაიბურგთან" 5:1-ზე მოგებული თამაშის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" თურქმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა.

შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა შაჰინების ოჯახში, ნურის ცუდად რომ ეთამაშა: ბავშვი მთელი ღამე არ დაიძინებდა და შესაბამისად, მამასაც არ დააძინებდა.

თუმცა ნურიმ საუკეთესო მატჩი ჩაატარა მას მერე, რაც დორტმუნდში დაბრუნდა (დუბლი "ფრაიბურგთან") და ფაქტია, რომ პატარა მთელი ღამე მშვიდად იძინებდა. ახალმა მამებმა იციან, რას ნიშნავს ეს; შაჰინის ვაჟი კი ერთი წლისაა...

ლევანგოლსკის რეკორდი

რეკორდი ისეთი რამეა, შეიძლება, ორ დღეში ყველას დაავიწყდეს და მერე მარტო მაშინ გაიხსენონ, როცა ამ რეკორდს სხვა დაამხობს.

თუმცა "დორტმუნდის" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევაში დარწმუნებულები ვართ, რომ სხვანაირ რეკორდთან გვაქვს საქმე - ისეთთან, რომელსაც ხშირად გაიხსენებენ.

"ფრაიბურგთან" მატჩში პოლონელმა თავდამსხმელმა მორიგი დუბლი შეასრულა და ისე გამოვიდა, ბუნდესლიგის ზედიზედ რვა შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი გააქვს, რაც "ბორუსიაში" ახალი რეკორდია.

აქამდე ამ რეკორდს ლეგენდარული ტიმო კონიტცკა (1964/65 წლების სეზონი) ფლობდა (მინიმუმ ერთი გოლი ზედიზედ შვიდ შეხვედრაში) და აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ კონიტცკა ის კაცია, ვინც ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, რაც უკვდავი რეკორდია.

ის ლატვიელი "ჰამბურგიდან"

სეზონის დასაწყისში მთელი საფეხბურთო გერმანია "ჰამბურგის" ლატვიელ თავდამსხმელ არტიომ რუდნევსს დასცინოდა.

მიზეზი გასაგებია: ფორვარდი, რომელსაც ჩრდილოგერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა და ათამაშებს, ძალიან ბევრ რეალურ საგოლე მომენტს აფუჭებდა.

თუმცა რუდნევსი ბოლო დროს გამოსწორდა და ის-ის იყო, ჩვენი გერმანელი კოლეგები მის მართლა კარგ თავდამსხმელად აღიარებაზე დაფიქრდნენ, რომ ლატვიელმა ისევ აურია.

შაბათს, "აუგსბურგთან" საშინაო მატჩში, რომელიც "ჰამბურგს“ ლოგიკურად უნდა მოეგო, რუდნევსმა სამი ისეთი მომენტი გაანიავა, ნებისმიერ გაცილებით დაბალი რანგის ფორვარდსაც რომ გაუკვირდებოდა. შედეგი: "ჰამბურგი" "აუგსბურგთან" 0:1 დამარცხდა და ჩვენც თამამად ვამბობთ, რომ ფინკის გუნდს ევროპალიგაშიც კი არაფერი ესაქმება.

რაც შეეხება რუდნევსს: მას გერმანიაში აღიარება, უბრალოდ, არ უწერია.

"აუგსბურგის" ნატვრისთვალი

იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერს ძალიან საინტერესო სახელი და გვარი რომ აქვს, ეს დიდი ხანია, ვიცით. ახლა კი ეს აყლაყუდა მცველი მართლა საინტერესო ფეხბურთელადაც ყალიბდება.

კალსენ-ბრაკერი ერთი ხანობა დიდხანს ფიქრობდა რაიმე საინტერესო ფსევდონიმზე, მაგრამ ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა. თუმცა მაშინ "ლევერკუზენის" ფეხბურთელი იყო, ახლა კი "აუგსბურგის" მოთამაშეა და შესაძლოა, თავის კარიერაზე ხელიც კი ჰქონდა ჩაქნეული.

"ჰამბურგის" კარში გატანილი გამარჯვების გოლი მისთვის "აუგსბურგის" ფორმით არც პირველი იყო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც უკანასკნელი იქნება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იან-ინგვერი ცენტრალური მცველია, რომელსაც მხოლოდ ხანდახან ათამაშებენ ხოლმე ოდნავ წინ - საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

და მას "აუგსბურგის" ფორმით ჩატარებულ 67 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

სასოწარკვეთილი ბრემენი

"ვერდერი" არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო სეზონს ატარებს. ამბიციური ბრემენული კლუბი 26 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა და ამ სეზონში ყველაზე მეტი, უკვე 51 გოლის გაშვება მოასწრო. ამ ფონზე გასაკვირი სულაც არაა ის, რომ "ვერდერს" ბოლოადგილოსანმა "ფიურტმაც" კი ორი გოლი გაუტანა.

"მუსიკოსები" 70-ე წუთამდე აგებდნენ და როდესაც აარონ ჰანტმა ანგარიში პენალტით (პირველიც პენალტით გაიტანა) გაათანაბრა, "ვერდერის" ფანებმა აღარ იცოდნენ, გახარებოდათ თუ სწყენოდათ მომხდარი, რადგან ბრემენში უკვე ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო გაუარესდება "ვერდერის" შედეგები, მით უფრო გაიზრდება ზაფხულში ძირეული ცვლილებების განხორციელების შანსი.

ბრემენელ ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: "ფიურტთან" 2:2 თომას შააფს აქტივში ნაღდად არ ჩაეთვლებოდა.

დაწყევლილი 40 ქულა

ცნობილია, რომ ბუნდესლიგაში დაახლოებით 40 ქულაა საჭირო იმისათვის, რომ გუნდი მეორე ბუნდესლიგაში არ დაქვეითდეს და ფრანკფურტის "აინტრახტსაც" სწორედ ეს რიცხვი სტანჯავს.

არა იმიტომ, რომ ფრანკფურტელებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ ("აინტრახტი" გადარჩენილია), არამედ იმის გამო, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ თქვა. საქმე იმაშია, რომ არმინ ფეეს "შალკეში" დანიშვნას უწინასწარმეტყველებენ და დღემდე გაურკვეველია, დარჩება თუ არა ფრანკფურტში.

ახლო წარსულში ფეემ განაცხადა, სანამ 40-ქულიან ბარიერს არ გადავლახავთ, ჩემს მომავალზე საუბარს არ ვაპირებო. ცუდი ისაა, რომ მას მერე "აინტრახტი" ქულებს ვეღარ აგროვებს, კვირას კი "შტუტგარტთან" დამარცხდა და 39 ქულაზეა გაყინული.

ჰაინკესი პენსიაზე არ გავა?

"ბაიერნს" კი "ვერცხლის სინამდე" უკვე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებს. თუ "დორტმუნდი" მომდევნო ტურში ქულებს დაკარგავს, ბავარიელები კი "ჰამბურგს" დაამარცხებენ, რეკორდმაისტერი ორწლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ჩემპიონობას დაიბრუნებს.

მიუნხენური გრანდი 23-ედ გახდება გერმანიის ჩემპიონი, იუპ ჰაინკესი კი ყველა ჩემპიონ მწვრთნელზე ასაკოვანი სპეციალისტი იქნება - "დონ იუპი" 67 წლისაა. აქამდე ეს რეკორდი 1982 წელს ფიშკენ მულტჰაუპს ეკუთვნის, რომელმაც 1965 წელს ბრემენის "ვერდერს" ჩემპიონობა 61 წლის ასაკში მოაპოვებინა.

წესით, ჰაინკესი ამ სეზონის დასრულებისთანავე პენსიაზე უნდა გასულიყო, მაგრამ დიდ ფეხბურთში დარჩენაზე სერიოზულად ფიქრობს, რაც შაბათს, გადაცემა "ლიგა ტოტალში" დაადასტურა:

"როცა ვხედავ, რომ აბენაუერი 71 წლის ასაკში გახდა გერმანიის კანცლერი, ხოლო ჩვენი პაპი კი 76 წლის ასაკში აკურთხეს, ვფიქრობ, მაქვს იმის უფლება, რომ პენსიაზე გასვლა გადავდო", - აღნიშნა ჰაინკესმა.

იუპი 9 მაისს 68 წლის ხდება და სხვათა შორის, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს კლუბში ფუნქციონერის რანგში დარჩენაზე უკვე უარი უთხრა...

XXVI ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით

(4-2-3-1)

XXVI ტურის გმირი

ნური შაჰინმა დორტმუნდი 2011 წლის ზაფხულში დატოვა და მას მერე, გასულ შაბათს პირველად იყო ასეთი ბედნიერი.

მადრიდის "რეალში" 18 თვე გაატარა და ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, რის შემდეგაც "ლივერპულს" მიაშურა, სადაც ასევე ვერ გაბედნიერდა და ახლა ისევ დორტმუნდში დაბრუნდა. იქ მძიმედ დაიწყო, მაგრამ ფორმაში შევიდა და ამ შაბათს, "ფრაიბურგთან" მატჩში ისევ ის ნური შაჰინი ვნახეთ, რომელმაც 2011 წლის ზაფხულში "ბორუსია" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის რანგში დატოვა.

უკვე 24 წლის შაჰინმა "ფრაიბურგთან" დუბლი შეასრულა და არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთლიანად ტურში საუკეთესო იყო.

საუკეთესო ფეხბურთელები

XXVI ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 20 2.20

2. კევინ ტრაპი აინტრახტი 26 2.40

3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 24 2.45

4. რენე ადლერი ჰამბურგი 25 2.66

5. თომას მიულერი ბაიერნი 22 2.76

6. ტონი კროოსი ბაიერნი 23 2.82

7. ფილიპ ლამი ბაიერნი 25 2.83

8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 25 2.84

9. აარონ ჰანტი ვერდერი 22 2.84

10. ფაბიან გიფერი ფორტუნა 26 2.85

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 23 19 7 26

2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 26 16 9 25

3. თომას მიულერი ბაიერნი 22 12 11 23

4. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 21 9 11 20

5. მარკო როისი დორტმუნდი 26 11 8 19

6. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 21 9 8 17

7. მარიო გიოტცე დორტმუნდი 24 8 9 17

8. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 21 15 2 17

9. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 23 12 4 16

10. ნილს პეტერსენი ვერდერი 26 11 5 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XXVI ტური: საჩემპიონო სინი უკვე ერთ ნაბიჯზეა [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: პაპი და იუპი

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო