საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ გორის "დილას" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანა
გიორგი ილურიძეს ახალგაზრდულ ნაკრებში სულ სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. რთული სათქმელია, რას უნდა მივაწეროთ ეს უცნაურობა - ნაკრების წინა დამრიგებელთა გულგრილობას თუ სხვა რამეს.

გორის "დილას" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "ანჟიში" ორი სეზონი გაატარა და მართალია, ძირითადად, დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, რუსეთის პრემიერლიგაში ხუთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მან გორის დილაში" დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა.

განახლებულ ჩემპიონატში ორი ტური ჩატარდა და ილურიძე გორის "დილას" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. "ზესტაფონთან" მოგებაში (2:1) დიდი წვლილი დაიდო და თბილისის "დინამოსთანაც" ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

არ უნდა დავივიწყოთ გიორგის შთამბეჭდავი სანაკრებო სტატისტიკა: 19-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო, ხოლო ახალგაზრდულში გამართულ სამ მატჩში - ორჯერ!

ალექსანდრე ჩივაძემ ავსტრიაში ახალგაზრდული ნაკრები უკვე წაიყვანა, სადაც შეკრებას გამართავს და საკონტროლო მატჩებში (ალბანეთთან, ხორვატიასთან და აზერბაიჯანთან) საინტერესო მოთამაშეებს გამოსცდის.

ჩივაძეს არც თვალი ღალატობს და არც ობიექტურობა და გამოძახებულთა შორის გორის "დილას" მოთამაშეც დაასახელა.

"მიწვევებით განებივრებული არ ვყოფილვარ და ამიტომაც ბატონი საშას დაინტერესებამ ძალიან გამახარა. სულ ნაკრებში სამი თამაში დამიგროვდა - ეს არის და ეს.

იმედია, ავსტრიულ შეკრებაზე თავის გამოჩენასა და გუნდში დამკვიდრებას მოვახერხებ.

ეს ჩემი შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენო.

სხვათა შორის, გუნდის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, საინტერესო ნაკრები შეიკრიბა. მიმაჩნია, რომ პერსპექტიული ჯგუფი ყალიბდება და ახალ შესარჩევ ციკლში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდებით", - ამბობს ილურიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა