თურქული გამოცემების მტკიცებით, "ქაისერის" ცენტრალური მცველი ზაფხულში კლუბს შეიცვლის
"ფოტომაკი" და "გუნებაკი" ის თურქული გამოცემებია, რომლებმაც ზურაბ ხიზანიშვილზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელეს - "ქაისერის" ცენტრალური მცველი ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

მათი მტკიცებით, 31 წლის ქართველი ლეგიონერი "ტრაბზონმა" მიიწვია და ტრანსფერის საკითხი უკვე შეთანხმებულია.

გარდა იმისა, რომ ხიზანიშვილის მიმართ ტრაბზონელებს წმინდა სპორტული ინტერესი გააჩნიათ, ადამიანური ფაქტორიც არსებობს - მათი მთავარი მწვრთნელი თოლუნაი ქაფქასი 2008 წელს, თბილისში შოთა არველაძის გაცილების მატჩში მონაწილეობდა და ზურას იქ დაუახლოვდა.

"ტრაბზონის" დამრიგებელმა დაადასტურა კიდეც, რომ ხიზანიშვილით არის დაინტერესებული. თურქული მედიის ცნობით, ტრანსფერზე ქართველმა ლეგიონერმაც განაცხადა წინასწარი თანხმობა და ეს ასე ახსნა - "ტრაბზონსფორი" თუნდაც იმიტომ მირჩევნია, რომ საქართველოსთან ახლოს არისო.

"ქაისერის" მცველს ამ ამბის კომენტარი ვთხოვეთ და მან საკმაოდ ორაზროვანი პასუხი გაგვცა:

"დიახ, კონტრაქტი მართლაც სეზონის ბოლოს მიმთავრდება, მაგრამ ჯერ "ტრაბზონთან" დაკავშირებით რეალური არაფერი ხდება. იმაზეც ნაადრევია ლაპარაკი, სეზონის შემდეგ "ქაისერიდან" წავალ თუ არა.

ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი 22 მარტს - საფრანგეთისა და ჩვენი ნაკრების შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს.

მერე ვიტყვი, დავრჩები თუ სხვაგან გადავალ".

წელს "ტრაბზონსფორი" ის გუნდი აღარ არის, რაც ადრე იყო. თურქულ სუპერლიგაში გუნდი მე-13 ადგილზეა, 31 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მყოფ "ორდუს" სულ ორი ქულით უსწრებს.

მოკლედ, "ტრაბზონი" ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და საკმარისია ერთი წაფორხილება, რომ დიდი ტრადიციების მქონე კლუბი უფსკრულში აღმოჩნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ოქრიაშვილის დუბლი, კანკავას გოლი, არველაძის სენსაცია [VIDEO]

ზურაბ ხიზანიშვილი უფრო ტიტულოვან "ტრაბზონსფორში" მიდის

Karlo
აუ ეს კიდე გამოიძახეს ხო? ხიზან შე პატრიოტო, გამხდარო და მშვენიერო :)))
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა