მოსამზადებლად ბაქოში მყოფი საქართველოს ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად შეხვდა
საქართველოს ნაკრები 16 მარტიდან ბაქოში ემზადება, 18-ში კი ამხანაგურად შეხვდა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს, რომელთანაც 11 წელია, არ მოგვიგია.

ჩვენს მეზობლებს ბრაზილიელი ჟოზე ალეზიო წვრთნის და მას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომლის ბირთვს ექვსი ნატურალიზებული ბრაზილიელი შეადგენს.

ჩვენ მეზობლებს არც ფინანსურად უჭირთ, მომზადებაშიც ყველანაირად ხელს უწყობენ და ლამის მთელი წელი საერთაშორისო შეხვედრებს ატარებენ. ასე მაგალითად, იანვრის ბოლოს შეკრება მოსკოვში ჩაატარეს, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ორჯერ შეხვდნენ და ერთხელ 2:2 ითამაშეს.

თებერვლის შუა რიცხვებში ბაქომ პოსტსაბჭოელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც მასპინძელთა ორმა ნაკრებმა, ბელორუსმა, ლატვიამ, უზბეკეთმა და მოლდოვამ ითამაშეს. ფინალში აზერბაიჯანმა ელიტრაუნდში ჩვენი მომავალი მეტოქე ბელორუსი 2:1 დაამარცხა.

18 მარტს გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთან ნავსი გატეხა: პირველი ტაიმის მე-7 წუთზე მასპინძელი დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს წონასწორობა დავით ბობოხიძემ აღადგინა - 1:1.

მეორე ნახევარში კი ბაქოს "ეკოლ"-ის მოთამაშემ არჩილ სებისკვერაძემ უძლიერესი დარტყმით დაგვაწინაურა - 2:1.

მატჩის მსვლელობისას კურიოზი მოხდა: თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სებისკვერაძემ აზერბაიჯანელთა კარი მესამედ აიღო. მსაჯმა გოლი არ ჩაგვითვალა და... ჩვენს კარში 10-მეტრიანი დანიშნა! მაგრამ წლეულს ბაქოს "ნეფთჩიში" გადასულმა მეკარე ჯაბა ჯამბურიამ ბურთი მოიგერია და დამსახურებული მოგება შეგვინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის და ბესო არველაძის შეგირდები აზერბაიჯანში იქაური ფედერაციის მოწვევით გაემგზავრნენ და აზერბაიჯანის ნაკრებთან მეორე ამხანაგურ მატჩს 19 მარტს გამართავენ.

ჩვენი გუნდი საქართველოში 20 მარტს დაბრუნდება, უეფას ელიტრაუნდისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებს, ხოლო 24 მარტს ამსტერდამში გაემგზავრება. ჰოლანდიაში ელიტრაუნდის პირველ მატჩი საქართველოს ნაკრებს 27 მარტს ჩეხებთან ელის, 28 მარტს - ჰოლანდიასთან, 30 მარტს - ბელორუსთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კრისტი
ძლივს რაღაც მოგვიგია.გამეხარდა. რატო არ აშუქებს ამ კარგ სიახლებს მაგ:რუსთავი2??? გაჭირვებული ფუტსალი........ კაციშვილს არ ახსოვს :( :(
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა