ჩანაკელიში (თურქეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში სამი ქართველი მონაწილეობდა და უპრიზოდ არავინ დარჩენილა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება 16 წლის გოგონათა და ვაჟთა საქართველოს პირველობები, რომლებშიც სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 74 წარმომადგენელი მონაწილეობს. უკვე გათამაშდა 3 ტური.

მედლებისა და საგზურებისთვის

გოგონებში 18 მარტს მარიამ ჭოლაძემ შავი ფიგურებით ნინო ჯალაღონია დაამარცხა, ხოლო ნინო დახუნდარიძემ მაია მუმლაძეს სძლია. ორივე მოჭადრაკემ 3-3 ქულას მოუყარა თავი. 2,5-2,5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს დები - ნინო და ქეთევან ხომერიკები (მეორე ტურში მათი პაექრობა ყაიმით დასრულდა) იყოფენ.

მე-4 ტურში მეწინავენი ასე დაწყვილდნენ: მარიამ ჭოლაძე - ნინო დახუნდარიძე, თამარ ფაშკურიძე - ნინო ხომერიკი, ქეთევან ხომერიკი - ნინო ჯალაღონია, მარიამ წამალაშვილი - მაია მუმლაძე, მარიამ ჯავახიშვილი - ნინო გუმბერიძე.

ვაჟებში რვა ოროსანი იყო. მათი სამი შეხვედრა შედეგიანი გამოდგა: გიორგი სიბაშვილი - ანტონ ნადირაძე 1:0, ნოე თუთისანი - რევაზ ტეტუნაშვილი 1:0, გურამ კოკაია - ნიკა ღვამბერია 0:1, ხოლო ირაკლი კელეპტრიშვილი და ნიკოლოზ ქუმსიაშვილი დაზავდნენ. ამდენად, 3-3 ქულით ღვამბერია, სიბაშვილი და თუთისანი დაწინაურდნენ, ხოლო ქუმსიაშვილმა, გვენეტაძემ და კელეპტრიშვილმა 2,5-2,5 ქულას მოუყარეს თავი.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები 19 მარტს, მე-4 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ღვამბერია - სიბაშვილი, ქუმსიაშვილი - თუთისანი, გვენეტაძე - კელეპტრიშვილი.

საგულისხმოა, რომ 16-წლიანთა საქართველოს პირველობა შესარჩევი ტურნირიცაა, რადგან გამარჯვებულები თანატოლთა შორის მსოფლიოს, ხოლო ვერცხლისმედალოსნები ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ.

შანავამ იპირველა

ჩანაკელიში (თურქეთი), მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში სამი ქართველი მონაწილეობდა და უპრიზოდ არავინ დარჩენილა.

შვიდი შესაძლებლიდან 6,5 ქულით პირველი ადგილი დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ მოიპოვა.

მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ბაჩანა მორჩიაშვილი, პეტა გენოვი (ბულგარეთი) და გიორგი ბაღათუროვი (თბილისი), რომლებმაც მეორე-მეოთხე ადგილები გაიყვეს.

სამეულის შანსი ხმიადაშვილს შერჩა

ბულგარულ პლოვდივში 19 მარტს დამთავრდება ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი.

ასპარეზობის ბოლო ტურის წინ საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი მხოლოდ თამარ ხმიადაშვილს შერჩა, რომელიც 18 მარტს ერთპიროვნულ ლიდერ მარგარიტა ვოისკას (ბულგარეთი) დაუზავდა. ნონა გაფრინდაშვილმა თეთრი ფიგურებით სვეტლანა მედნიკოვასთან (რუსეთი) წააგო. მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ტატიანა ფომინა (ესტონეთი) - გალინა სტრუტინსკაია (რუსეთი) 0:1, პეტრანკა დრაგანოვა (ბულგარეთი) - ლუბა კუზნეცოვა (რუსეთი) 0:1... მარგალიტა თანდაშვილი - ვალენტინა მილაშევსკაია (რუსეთი) 0,5:0,5.

ბოლო ტურის წინ 6,5 ქულით მარგარიტა ვოისკა ლიდერობს და მან, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა, რადგან 19 მარტს უმოტივაციო თანამემამულე - რუმიანა გოჩევას ხვდება და მიზნის მისაღწევად ყაიმიც ხელს აძლევს, რაც, ცხადია, არ გაუჭირდება.

5,5-5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები - გალინა სტრუტინსკაია და სვეტლანა მედნიკოვა ინაწილებენ. სამ მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს.

დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილზეა თამარ ხმიადაშვილი, რომელსაც მედნიკოვაზეც უკეთესი კოეფიციენტი აქვს. ასე რომ, 19 მარტს არა მარტო ქართველი დიდოსტატების, არამედ მათი მეტოქეების ორთაბრძოლათა შედეგებსაც ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტურნირის რეიტინგ-ფავორიტმა, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა 4,5, საერთაშორისო არბიტრმა მარგალიტა თანდაშვილმა 3,5 ქულა მოაგროვეს და საპრიზო ადგილებისთვის პაექრობას ჩამოშორდნენ.

19 მარტს, ბოლო ტურში ითამაშებენ: მარგარიტა ვოისკა (6,5) - რუმიანა გოჩევა (4,5), გალინა სტრუტინსკაია (5,5) - ლუბა კუზნეცოვა (5), სვეტლანა მედნიკოვა (54,5) - ტატიანა ფომინა (5), ლუდმილა ციფანსკაია (4,5) - თამარ ხმიადაშვილი (5), ნონა გაფრინდაშვილი (4,5) - ტამარა სოროკინა (4,5)... მარგარიტა ვალიუნიენე (ლიტვა, 3) - მარგალიტა თანდაშვილი (3,5).

გრანპრის თბილისიც უმასპინძლებს

ადგილები და თარიღები ცნობილია, მონაწილენი - არა

ფიდეს საიტზე 18 მარტს გამოქვეყნდა ფიდეს კალენდარი, რომელშიც მითითებულია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ქალთა გრანპრის ექვსი ეტაპის გამართვის თარიღები და ადგილები.

ერთ-ერთ ეტაპს გაისად თბილისი უმასპინძლებს. რაც შეეხება მონაწილეებს, ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა Chess-News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მხოლოდ ერთი დიდოსტატის სახელი გაამხილა - ეს არის რუსეთის ნაკრების წევრი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, რომელიც თურმე შვეიცარიის მოქალაქეც ყოფილა და 2-14 მაისს ჟენევის პირველ ტურნირში ამ ქალაქის სახელით ისპარეზებს.

აქვე ქალთა ფიდეს გრანპრის ეტაპების გამართვის თარიღებსა და ადგილებსაც გაგაცნობთ:

2013 წელი

2-14 მაისი, ჟენევა (შვეიცარია)

15-29 ივნისი, დილიჟანი (სომხეთი)

17 სექტემბერი-1 ოქტომბერი, ტაშკენტი (უზბეკეთი)

2014 წელი

2-16 მაისი, ხანტი-მანსიისკი (რუსეთი)

18 ივნისი-2 ივლისი, თბილისი (საქართველო)

24 აგვისტო-7 სექტემბერი, ერდენეტი (მონღოლეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის