ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როდის ეღირსება სკოლებს ლიცენზირება?

როდის ეღირსება სკოლებს ლიცენზირება?

საქართველოში სრულყოფილი საფეხბურთო სკოლა არც არსებობს, შედარებით ნორმალური კი მხოლოდ ათიოდე იქნება

საფეხბურთო სკოლებისა და კლუბების ლიცენზირება ჯერ კიდევ 2006 წელს გადაწყდა. პირველ ეტაპზე სკოლების ვიზუალური შემოწმება დაიგეგმა, 2007 წლის იანვარ-თებერვალში კი მონაცემთა შესწავლა-დამუშავებას იმედოვნებდნენ.

პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, 2007 წლის სექტემბერში ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტი შეიქმნა. ამ კომიტეტის ვალდებულება იყო ლიცენზიის მიღების მსურველი სკოლისთვის რეკომენდაციის მომზადება. სკოლებისთვის ხარისხის ვარსკვლავი შემდეგი კრიტერიუმიც უნდა მიენიჭებინათ: სამი ვარსკვლავის მისაღებად საჭირო იყო 8 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში არანაკლებ 20 ფეხბურთელი, 2 მწვრთნელი ერთ ჯგუფზე, 4 გასახდელი, 4 საოფისე ოთახი, 16 საშხაპე, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მსაჯთა 4 გასახდელი და ოქმის შევსების 4 ოთახი.

ორ ვარსკვლავისთვის საკმარისი იქნებოდა - არანაკლებ 4 ასაკობრივი ჯგუფი, თითო ჯგუფში მინიმუმ 25 მოთამაშე, ჯგუფზე 1 მწვრთნელი, 3 გასახდელი, 2 საოფისო ოთახი, 8 საშხაპე, 500 ადგილიანი ტრიბუნა.

ერთი ვარსკვლავის მისანიჭებლად სკოლას უნდა ჰქონოდა 2 ასაკობრივი ჯგუფი, ჯგუფში 30 ფეხბურთელი, 1-2 მწვრთნელი თითო ჯგუფზე, 2 გასახდელი, 1 ოთახი, 4 საშხაპე და ტრიბუნაზე 100 მაყურებლის ადგილი...

საფეხბურთო სკოლების ლიცენზირების პროგრამა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მოთამაშე პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებდა, სკოლა კი თანხას ვარსკვლავის მიხედვით მიიღებდა: სამვარსკვლავიანი მეტს, ორვარსკვლავიანი შედარებით ნაკლებს და ა.შ.

ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი იმედოვნებდა, რომ პროექტის დასასრულს, ანუ 2009-2010 წლების სეზონისთვის საქართველოში ყველა საფეხბურთო სკოლა აღრიცხული და ლიცენზირებული იქნებოდა, ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში კი არალიცენზირებული სკოლებს მონაწილეობის უფლება ჩამოერთმეოდათ.

თუმცა, უკვე 2010 წელი იწურება და სკოლების ლიცენზირება ხეირიანად არც დაწყებულა. მიზეზად მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს, რუსეთის აგრესიას და მათგან გამომდინარე ეკონომიკურ პრობლემებს ვერ დავასახელებთ. პროგრამა ვერ განხორციელდა და ფედერაცია პროცესს ხელახლა იწყებს.

"ბავშვთა ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის აღსაკვეთათ საქართველოს ფეხურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების ლიცენზირებას იწყებს. ლიცენზირების პირველი ეტაპი საფეხბურთო სკოლების ადგილზე ინსპექტირებას ითვალისწინებს. შემოწმდება და ლიცენზირების პროცესს გაივლის საქართველოში ამჟამად რეგისტრირებული 130–ვე საფეხბურთო სკოლა", - ვკითხულობთ ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ფეხბურთის ფედერაციაში უკვე შექმნილია სკოლების ინსპექტირებისა და ლიცენზირების ჯგუფი, რომელშიც შედიან ბაქარ ჟორდანია (სფფ–ს საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი), გაიოზ დარსაძე (მწვრთნელთა განათლების განყოფილების უფროსი), ირაკლი ოქროშიძე (ბავშვთა ფეხბურთის განყოფილების უფროსი), კესო ჩხიკვაძე (სფფ–ს იურისტი) და აკაკი ლოდია (სფფ–ს პრეზიდენტის მრჩეველი საფინანსო საკითხებში).

პრეს-რელიზში მითითებულია, რომ ჯგუფი სკოლების ინსპექტირების შედეგებს წლის ბოლოს შეაჯამებს და მასზე იქნება დამოკიდებული, ლიცენზიას რომელი სკოლა მიიღებს.

ისე ცნობისთვის, 2006 წელს (როდესაც ლიცენზირების პროგრამა დაიწყო) 202 სკოლა აღირიცხა, 2010 წელს კი 130. ანუ, საქართველოში სკოლების რაოდენობა 72-ით შემცირდა.

ვფიქრობთ, სკოლების ლიცენზირებას წმინდა ქართული მოტივი აბრკოლებს: რეალურად ლაპარაკია იმაზე, თუ რომელ სკოლას ჩამოართმევენ მუშაობის უფლებას, საქართველოში კი ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ჭირს. საქართველოში სრულყოფილი საფეხბურთო სკოლა არც არსებობს, შედარებით ნორმალური კი მხოლოდ ათიოდე იქნება. ანუ მთავარი პრობლემაა, დანარჩენს რა მოუხერხონ?

სკოლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მწვრთნელთა დაბალი კვალიფიკაციაა, რაც სპორტის აკადემიის ფეხბურთის კათედრის დახურვიდან იღებს სათავეს: იქ მწვრთნელები პროფესიას ოთხი წლის განმავლობაში ეუფლებოდნენ. ბოლო წლებში კათედრა მაღალი კატეგორიის მწვრთნელებს ვეღარ ზრდიდა. ამიტომ, მთელი დატვირთვა ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა მომზადების კურსებზე გადავიდა, სადაც გაიოზ დარსაძე საქმეს მშვენივრად ართმევს თავს. თუმცა, მხოლოდ კურსების გავლა საკმარისი არაა. სპორტის აკადემიის ფეხბურთის კათედრაზე დამწყებ მწვრთნელებს ოთხი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ სპორტულ მედიცინას, ანატომიას, პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ბიოქიმიას და ა.შ. სემინარებს ბევრად უფრო ხანმოკლე ვადაში ატარებენ და თემატიკაც უფრო შეზღუდულია.

უფრო საფუძვლიანი განათლებისთვის საფეხბურთო აკადემიაა საჭირო, რომლის დაფუძნებაც ფედერაციას ~ლოკომოტივის" სტადიონზე სურს - რა თქმა უნდა, ეს სასწავლებელი დარსაძეს ხელს ძალიან შეუწყობს.

სკოლების ლიცენზირების პროცესს აზრთა სხვადასხვაობაც აყოვნებს. ჯერ ის კრიტერიუმიც არ დადგენილა, ვარსკვლავს რა პრინციპით მიანიჭებენ. ერთი ჯგუფი რამდენიმე ვარსკვლავის დაწესებას ემხრობა. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მინიმალური მოთხოვნები უნდა დადგინდეს და ლიცენზია იმ სკოლას არ მისცენ, ვინც მას ვერ დააკმაყოფილებს. ამასთანავე, ვარაუდობენ – უფუნქციოთ დარჩენის შიშით კი, შესაძლოა, რამდენიმე სუსტი და ღარიბი სკოლა გაერთიანდეს და ერთობლივი ძალებით, სკოლას დაემსგავსონ.

საერთოდ, ცვლილება ფუნდამენტური უნდა იყოს, სანახევრო არაფერი ვარგა და სიკეთეს ვერ მოგვიტანს. არ შეიძლება სტატუსი ჰქონდეთ ორიოდე მინი-მოედნის მქონე სკოლას, სადაც უვიცი მწვრთნელია და აკადემიას, რომელსაც მშვენიერ ინფრასტრუქტურას ფლობს და კვალიფიციურ სპეციალისტებს ასაქმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე