ფრანგულ მედიაში საფრანგეთი-საქართველოს მატჩის წინ ჩვენს ეროვნულ გუნდზე სტატია გამოქვეყნდა
ახლოვდება 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელიც 22 მარტს პარიზში გაიმართება და შესაბამისად, ფრანგული მედია უკვე დიდ ყურადღებას უთმობს მომავალ თამაშს.

გთავაზობთ სტატიას, რომელიც "ფრანს ტვ"-მ მოამზადა:

"საქართველო - ფრთხილად, საშიშია!"

"საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც პარასკევს "სტად დე ფრანსზე" ჩვენს ეროვნულ გუნდს შეეჯიბრება, არასოდეს ყოფილა დიდი გუნდი, თუმცა, როგორც დიდიე დეშამი ამბობს, მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ - განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საფრანგეთის ნაკრებს ეხება.

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზეა და ეს გუნდი კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზე მაღლა არ ყოფილა. ეს მოხდა 1998 წლის სექტემბერში. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოში მეორე იყო რეიტინგში ბრაზილიის შემდეგ.

საქართველო თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში თუნდაც ერთი ვარსკვლავის პოვნა ძნელია. ამ ნაკრებში უთამაშია შოთა არველაძეს, რომელიც "რეინჯერსიდან" და "აიაქსიდან" გვახსოვს. ბოლოს თამაშობდა ლევან კობიაშვილი, რომელიც ახლა "ჰერტაშია", მაგრამ დიდი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს არასოდეს ჰყოლია.

საქართველოს ნაკრები შედარებით ახალგაზრდაა. ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე. ამიტომაც გასაკვირი სულაც არაა, რომ ამ გუნდს მსხვილი ტურნირების ფინალურ სტადიაზე არასოდეს უასპარეზია.

მართალია, საქართველოს ნაკრებს სერიოზული შედეგები არ ჰქონია, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინათ თემურ ქეცბაიას გუნდმა ხორვატია 1:0 დაამარცხა, საბერძნეთს კი სტუმრად 1:1 ეთამაშა.

მათ ამ შესარჩევი ციკლის პირველ მატჩშიც ფურორი მოახდინეს.

ლა როხას სერიოზული გამოცდა

ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრების ბალანსი ასეთია: 1 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. გუნდმა წააგო ესპანეთის ნაკრებთან, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებზე.

თბილისში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებს სოლდადოს გოლამდე 86 წუთი ცდა მოუწიათ, რათა 3 ქულა მოეპოვებინათ. ის კი არა, იკერ კასილიასმა მხოლოდ მზერა გააყოლა ამისულაშვილის დარტყმულს - ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ძელმა იხსნა.

ათი კაცით დაცვაში მოთამაშე კობიაშვილის თანამემამულეებმა მეკარე ლორიას ბრწყინვალე თამაშით თითქმის მთელი მატჩი გაძლეს.

თუკი საქართველოს ნაკრებს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს 86 წუთი გაუძლოს, მაშინ ამ გუნდს ნამდვილად ძალუძს, საფრანგეთის ნაკრებს 90 წუთი არ გაატანინოს.

დეშამის გუნდს დიდი ამოცანა აქვს, მან უნდა დაამარცხოს "კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული" (როგორც მწვრთნელმა თქვა) საქართველოს ნაკრები და სამშაბათის დიდი მატჩისთვისაც მზად იყოს "ლა როხას" წინააღმდეგ.

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრები სულ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერებს.

საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალიან მძიმე იქნება ესპანეთთან თამაში, თუკი მანამდე საქართველოსთან შეხვედრა წარუმატებლად დასრულდება.

საფრანგეთის ნაკრები უცნაური გუნდია, მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გუნდს აჯობოს, მაგრამ ასევე "შეუძლია" ზურგით დაეცეს ხალიჩაზე სუსტ მეტოქესთან ბრძოლაში.

შეუძლებელია - არ არის ფრანგული სიტყვა. ჩვენ, ფრანგებს, ეს ასე გვესმის - ყველაფერი შესაძლებელია..."

ასევე იხილეთ:

დიდიე დაშამი: ჩვენ ჯერ საქართველოს ნაკრებს უნდა მოვუგოთ!

თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა გააცხადა

კალაზე
კალაძე ვარსკვლავი არ იყო?
luka luka
რომელია საიფათო??? ნუ გვეკაიფები შე დამპალო :)
levani kaxeti
"საქართველო-ფრთხილად, საშიშია!"; დაგვცინიან ეს შობელძაღლები!!!.
neroroso
კალაძე გამორჩა თუ საფრანგეთშიც არიან ნაციონალები:D:D:D:
ika
ნაციონალებისაა ეს ჟურნალისტი კალაძე დაავიწყდა:D:D:D:D:D
vai
მაგარი სახიფათოები ვართ ტოტალიზატორში 20.00 დაგვიწერეს.
რომანი
კალაძეს არ იცნობენ საფრანგეთში თუ ვარსკვლავად არ მიაჩნიათ? ქინქლაძეზე რომ არაფერი ვთქვათ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა