მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში თავი დუბლით გამოიჩინა
მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში კიევის "არსენალთან" დუბლი შეასრულა.

თორნიკემ თავისი გუნდი ჯერ 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, 79-ეზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ოქრიაშვილს ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც ჩვენებურმა აღნიშნა, რომ მანამდე ორი გოლი ერთ თამაშში არასდროს გაეტანა და რომ "არსენალი" კარგად აქვს დაცდილი.

- დუბლი საქართველოს ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრებების მაისურებით შემისრულებია, მაგრამ უკრაინის პრემიერლიგაში - არასდროს. აქამდე აქ სულაც ერთხელ გავიტანე და მაშინაც სწორედ "არსენალთან". ახლა კი დუბლი შევასრულე.

ასე რომ, "არსენალი" - ჩემი გუნდია. თუმცა, მთავარი ეს კი არა, ისაა, რომ "ილიჩევეცმა" გაიმარჯვა. ჩვენ მეექვსე ადგილზე ვართ.

წინ სანაკრებო მატჩებია, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება...

- არათუ დუბლის, ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეგეძლო...

- ჰო, მქონდა მომენტი. შევჩუკმა დამიძახა, რომ ბურთი გამეტარებინა, თუმცა დარტყმა მაინც არ გამოუვიდა. არადა, გატანა შემეძლო... მაგრამ მაშინ ჰეთ-თრიქზე არ ვფიქრობდი, ოღონდ მოგვეგო და დაე, ნებისმიერს გაეტანა.

- პენალტის შესრულება თავად მოითხოვე? გუნდში თავიდანვე ხომ არაა განსაზღვრული, ვინ დაარტყამს პენალტს?

- დარტყმის შესრულება თავად მოვინდომე. საერთოდ, ვინც იმ მომენტში თავდაჯერებულია, ის ურტყამს. ვფიქრობ, მოედანზე ჩვენი შტატიანი პენალტისტი კოსტია იაროშენკო რომ ყოფილიყო, ის დაარტყამდა. თუმცა, ვინაიდან კოსტია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, დარტყმის შესრულება მე ვითავე. კარგია, რომ გავიტანე.

- პირველი გატანილი გოლის შემდეგ საკუთარ ნახევარში შეგნებულად ჩაიკეტეთ?

- პირიქით, გვინდოდა, კვლავაც შეგვეტია, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათ კუთხურის შემდეგ გაგვიტანეს. გაუმართლათ, რადგან შორ ძელთან ჩვენიანი არავინ იყო და ვერც დავაზღვიეთ.

გამიმართლა მეც, როდესაც გატანის მეორე შანსი მომეცა. გოლი გავიტანე და საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვეთ.

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: ოქრიაშვილის დუბლი, კანკავას გოლი, არველაძის სენსაცია [VIDEO]

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა