"რედ ბულის" პილოტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
ავსტრალიის გრანპრიზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სებასტიან ფეტელის მესამე ადგილს წარუმატებლობა არ ეთქმის, თუმცა დამაჯერებლად მოგებული კვალიფიკაციის შემდეგ, გერმანელი მელბურნის რბოლის აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, ამიტომაც, სებასთვის პოდიუმის მესამე საფეხური დიდ მიღწევად არ ჩაითვლება. ფინიშის შემდეგ, "რედ ბულის" პილოტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- დავიწყოთ თქვენთვის სასიამოვნო მომენტით: კარიერაში 37-ე პოული მოიპოვეთ. რამდენად მოულოდნელი იყო მანქანის სიჩქარე კვალიფიკაციაში?

- ვფიქრობ, მთელი უქმეები ერთგვარი სიუპრიზი იყო ყველასთვის, რადგან არავინ იცოდა ძალთა რეალური თანაფარდობის შესახებ. ამიტომაც, კვალიფიკაციის შემდეგ ყველანი კარგ ხასიათზე ვიყავით. რაც შეეხება რბოლას, თავიდანვე ვიცოდით თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საბურავებს. ასეც მოხდა. სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ არ იყო, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ, რადგან დავამტკიცეთ, რომ სიჩქარე გვაქვს. ახლა, საბურავების საკითხში უნდა გავერკვეთ.

- გავაგრძელოთ სიურპრიზების თემა. გაკვირვებული დარჩით, რომ პოულის მოგების შემდეგ, მხოლოდ მესამე მიხვედით ფინიშთან?

- ხანდახან გამოგდის უკეთესი შედეგის ჩვენება, ხან საბოლოო შედეგი უარესია. რა თქმა უნდა, როცა პოულიდან იღებ სტარტს, გინდა პირველი მოხვიდე ფინიშთან, მაგრამ ეს ამჯერად არ გამოგვივიდა. თუმცა იმედგაცრუების მიზეზი არ არსებობს.

უკვე პირველივე წრეებზე დავინახეთ, რომ საბურავების დაზოგვა ძალიან რთული იყო და “ფერარი” გვეწეოდა. მეორე ნაწილში სუტილის უკან შევყოვნდით, რომელმაც შესანიშნავი გამოსვლა აჩვენა. ვერაფრით მოვახერხეთ მისი გასწრება, რადგან იმ მომენტში ჩემი მანქანა მოსახვევებში ტრასაზე ცურავდა. თუმცა ვიცოდი, რომ ვინც უკან მოძრაობდა, ზუსტად ასეთივე სიტუაციაში იყო, ამიტომაც დიდად არ ვჩქარობდი.

ყველაფერი კარდინალურად იცვლება, როცა ვიღაც ნაადრევი პიტსტოპის გადაწყვეტილებას იღებს და ასეთი მანევრის ხარჯზე ცდილობს შენს გასწრებას. სწორედ ეს გააკეთა ფერნანდო ალონსომ. მან შეძლო ჩემი გასწრება. ჩვენ კი გვინდოდა უფრო დიდხანს დავრჩენილიყავით ტრასაზე, რათა ამით საკუთარი ტაქტიკური სქემა გაგვეხორციელებინა.

შესამჩნევი იყო, რომ ფერნანდო ტრასის ყველა მონაკვეთზე ჩვენზე სწრაფად მოძრაობდა, ამიტომაც არ შეგვეძლო მისი არათუ გასწრება, არამედ სიახლოვეს ყოფნა. და, რა თქმა უნდა, კიმი რაიკონენი, რომელიც საერთოდ არ დამინახავს რბოლის მსვლელობისას, მან კი მოულოდნელად მოიგო.

- კიმიმ ყველა მოატყუა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს იყოს პირველი ნიშანი იმისა, რომ ის სერიოზულად აცხადებს პრეტენზიას ტიტულზე?

- ეს მხოლოდ პირველი რბოლა იყო, წინ კიდევ 18 ეტაპია, ასე რომ, ნაადრევია ვიღაცის ფავორიტად გამოცხადება.

- მაგრამ ელოდით, რომ “ლოტუსის” ბოლიდი ასეთი სწრაფი იქნებოდა?

- როგორც უკვე გითხარით, ყველას ჰქონდა გაკვირვების საბაბი, რადგან არავინ იცოდა, რა მოლოდინი შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი რბოლისგან. კვალიფიკაციამ შესანიშნავად ჩაიარა, მაგრამ რბოლაში საბურავებთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნა. რა თქმა უნდა, კიმიმ ყველაზე კარგად იმუშავა საბურავების დაზოგვის მხრივ და ამიტომაც დასჭირდა მხოლოდ ორი პიტსტოპი. უკვე პარასკევს ვიცოდით, რომ ბოქსებში ორზე მეტი გაჩერება დაგვჭირდებოდა.

- რას უნდა ველოდოთ მალაიზიის ეტაპისგან?

- ის, რაც ავსტრალიის გრანპრიზე ვნახეთ, მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა. ძალთა რეალური თანაფარდობის დადგენამდე ჯერ დიდი დროა. მალაიზიაში სრულიად განსხვავებული ტრასაა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა მელბურნში მოვლენები, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტენ გუნდები საბურავების პრობლემას. გარდა ამისა, სეპანგში სრულიად გაანსხვავებული მეტეოროლოგიური პირობები იქნება, მივიღებთ საბურავების განსხვავებულ კომპლექტს... ასე რომ განსხვავებები იქნება.

ალბათ, ყველას ახსოვს, რომ ბოლო წლებში მელბურნში ნანახი სურათი არ ხდება ხოლმე მთელი სეზონის ტენდენცია. ასე რომ, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

ჰონდას ძრავები მაკლარენისთვის?

იაპონური კონცერნი "ჰონდა" ფორმულა 1-ში დაბრუნების გეგმებს განიხილავს - იაპონელები 2015 წლისთვის აპირებენ რომელიმე წამყვანი საჯინიბოს ძრავებით მომარაგებას.

"ჰონდას" ქარხნულმა გუნდმა ოთხი წლის წინ დატოვა ფორმულა 1, რისი მიზეზიც გლობალური ეკონომიკური კრიზისი გახდა. მაგრამ, გასული წლის თებერვალში კონცერნის პრეზიდენტმა ტაკანობუ იტომ ასე უპასუხა კითხვას ფორმულა 1-ში სავარაუდო დაბრუნების შესახებ: "ჩვენ მთელი სერიოზულობით განვიხილავთ ამ ვარიანტს".

როგორც იაპონური პრესა წერს, ლაპარაკია ბრიტანული "მაკლარენისთვის" ძრავების მიწოდებაზე. ცნობილია, რომ 2014 წლიდან, ფორმულა 1-ში იცვლება ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, იქაური ბოლიდები 1.6 ლიტრი მოცულობის V6 ძრავებს გამოიყენებენ. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კომპანიამ "დიდ ცირკში" დაბრუნება.

როგორც იტყობინებიან, "ჰონდამ" უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს ერთ-ერთ ევროპელ სპეციალისტთან, რომელიც იაპონელებს კონსულტაციას გაუწევს ახალი ძრავის დამზადებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი 2015 წლამდე არ დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის გრანპრი: გამართლებული რისკი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს