ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ჯუზეპე როსი: სპორტსმენი ტიტულებით იზომება

ჯუზეპე როსი: სპორტსმენი ტიტულებით იზომება

26 წლის თავდამსხმელმა უმძიმესი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა და ერთ დროს 25 მილიონ ევროდ შეფასებული მოთამაშე, "ვილიარეალიდან" "ფიორენტინაში" ამის მესამედ ფასად გადავიდა
26 წლის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი თითქმის ერთი წელია, რაც ტრავმას იშუშებს და შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი საყვარელ საქმეს ჩამოშორებულია.

უმძიმესი ტრავმის გამო ჯუზეპემ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა და ერთ დროს 25 მილიონ ევროდ შეფასებული მოთამაშე, "ვილიარეალიდან" "ფიორენტინაში" ამის მესამედ ფასად გადავიდა.

მკურნალობის პროცესს როსი ამერიკაში გადიოდა, 19 მარტს კი ფლორენციაში დაბრუნდა, რამაც იტალიელ ჟურნალისტთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. ჯუზეპეს უკვე შეუძლია დატვირთვით ვარჯიში, მაგრამ მისი მოედანზე დაბრუნების დრო ჯერ კიდევ ვერ სახელდება.

მართალია, როსი უკვე იტალიაშია, მაგრამ "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი ფეხბურთელს ამერიკაში ესაუბრა. შეხვედრა ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში, ვარსკვლავთათვის განკუთვნილ სატრენაჟორი დარბაზში შედგა, სადაც თურმე ხშირად ნახავთ ტომ კრუზს და დევიდ ბექჰემს...

ინტერვიუს დაწყებამდე როსიმ "გაძეტას" ახალი ნომერი ყურადღებით გადაათვალიერა, "იუვენტუსის" მორიგ გამარჯვებაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, დედაჩემი გახარებული იქნებაო...

- დედათქვენი "იუვენტუსის" გულშემატკივარია?

- დიახ, ბავშვობიდან "იუვენტუსს" ქომაგობდა და ასეა დღემდე. არადა, მამაჩემი "მილანის" თავგადაკლული ტიფოზია და ამის ნიადაგზე, ოჯახში ყოველთვის განხეთქილება გვქონდა.

- თქვენ ვის გულშემატკივრობთ?

- მამამ გადამიბირა და ბავშვობაში "მილანის" გულანთებული გულშემატკივარი ვიყავი. დღეს ფეხბურთი ჩემი პროფესიაა და ბუნებრივია, ეს ემოციები განელებული მაქვს. თუმცა, ვაღიარებ, რომ "როსონერის" მიმართ სიმპათიები დღემდე შემომრჩა.

ჩემს ოთახში მარკო ვან ბასტენის და რუდ გულიტის პოსტერები მქონდა გაკრული. შემდეგ ჟირჯ ვეას ვეთაყვანებოდი, ბოლო პერიოდში კი ანდრეი შევჩენკოს თამაში მხიბლავდა.

- ალბათ, ძალიან გეწყინათ, როდესაც ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ "მილანის" გეგმებში არ ჯდებოდით...

- ეს არც გამკვირვებია, რადგან ბევრს არ სჭირდება ისეთი მოთამაშე, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის ერთი წელი გაუცდა. ასეთი ფეხბურთელის დამატება სერიოზული რისკია და ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. სწორედ ამიტომ "ფიორენტინას" მესვეურებს ვემადლიერები და მსურს, მათ მიერ გაცემული ავანსები სრულად გავამართლო.

ძალიან მომწონს ვინჩენცო მონტელას საფეხბურთო ხედვა და ვფიქრობ, რომ ახალ გუნდს კარგად შევეწყობი.

- "ფიორენტინაში" ძველ მეგობარს შეხვდით, რომელიც გრანდებმა უყურადღებოდ დატოვეს და ისიც "ფიორენტინაში" მოხვდა...

- ბორხა ვალერო გყავთ მხედველობაში, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შესანიშნავი ფეხბურთელია, მოედნის იდეალური ხედვით და პასის უმაღლესი კულტურით. ვიცოდი, რომ ბორხა "ვიოლას" წაადგებოდა და ასეც არის. მის მხარდამხარ თამაში დიდი სიამოვნებაა და მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცემა.

- როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში "ფიორენტინას" სკუდეტოს მოგება თუ შეუძლია?

- კი, შეუძლია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მაგალითად, ესპანეთის ჩემპიონატში პირველობისთვის ორი გუნდი იბრძვის და მათთვის კონკურენციის გაწევა წარმოუდგენელია. ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. პოტენციურად, სკუდეტოსთვის ხუთ-ექვს გუნდს მაინც შეუძლია ბრძოლა და მათ შორის "ფიორენტინასაც".

- რა მიზნები გაქვთ "ფიორენტინაში"?

- მსურს, გაცემული ავანსები გავამართლო და "ფიორენტინას" წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო. ძალიან მინდა, ფლორენციულ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო, რადგან სპორტსმენის კარიერა სწორედ ამით იზომება.

- ანუ თქვენ მაიკლ ჯორდანის მოსაზრებას იზიარებთ... მისი თქმით, სპორტსმენი ტროფეების რაოდენობით უნდა შეფასდეს.

- კი, ვეთანხმები. მაგალითად, ალან შირერმა კარიერაში 300-ზე მეტი გოლი გაიტანა, თავის საქმეს იდეალურად აკეთებდა, მაგრამ ლეგენდების გვერდით მაინც არავინ იხსენიებს. დარწმუნებული ვარ, შირერს მსოფლიოს ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა რომ მოეგო, დღეს მას გერდ მიულერის გვერდით დააყენებდნენ.

- კარიერის საწყის წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდით. როგორ გაიხსენებთ ინგლისურ პერიოდს?

- იქ ორი უდიდესი ადამიანი გავიცანი, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. პოლ სქოულზი და რაიან გიგზი მყავს მხედველობაში, ფეხბურთელები, რომლებსაც დღემდე ვეთაყვანები. არასდროს იშურებდნენ რჩევებს და ყოველთვის მპატიობდნენ შეცდომებს. ალექს ფერგიუსონს თავისებური ხასიათი აქვს. მოედნის მიღმა მამასავით მექცეოდა, თამაშების და ვარჯიშების დროს კი ხშირად ზედმეტად უხეშია. თუმცა, ფერგიუსონს ყველა პატივს სცემს და მისგან არც უხეშობა სწყინთ.

- როდის ესაუბრეთ ბოლოს ჩეზარე პრანდელის?

- თუ არ ვცდები, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება ჩემი ოცნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. საამისოდ გუნდში სტაბილურად და მაღალ დონეზე ასპარეზობაა აუცილებელი.

"სკუადრა აძურაში" დიდი კონკურენციაა და ისეთი ფორვარდები ხვდებიან განაცხადს მიღმა, რომლებსაც არაერთი მწვრთნელი ისურვებდა თავისი გუნდის რიგებში.

- აშშ-ში დაიბადეთ და გაიზარდეთ. არასდროს გიფიქრიათ ამერიკის ნაკრებში თამაშზე? შტატებში მოღალატედაც კი გთვლიან...

- რა სისულელეა... მე იტალიურ კვარტალში გავიზარდე, სადაც გამართული ინგლისურით თითქმის ვერავინ ლაპარაკობდა. ყოველთვის იტალიელად ვთვლიდი თავს და შესაბამისად, ვერც მოღალატედ ჩავითვლები. კობი ჯონსისა და ტონი მეოლასადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამერიკის ნაკრების მიმართ სიმპათიაც კი არასდროს მქონია.

- თქვენი მეგობარი გოგონა ამბობს, რომ ფულმა საერთოდ არ შეგცვალათ...

- რაფი ლორეტაც ნიუ ჯერსის იტალიურ კვარტალში გაიზარდა და მას ბავშვობიდან ვიცნობ. იცის, როგორი ვიყავი მაშინ და როგორი ვარ დღეს. არასდროს უნდა დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ვინ იდგა გაჭირვების დროს შენ გვერდით. არ შეიძლება, ვინმეს ზემოდან დახედო მხოლოდ იმიტომ, რომ ბურთს მასზე უკეთ აგორებ. ვინც ასე იქცევა, სასაცილოა და მეტი არაფერი.

- თუ გყავთ კუმირი?

- კობი ბრაიანტი, რომლის თამაშის ყურებაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მისი მიზანსწრაფულობა ჩემში აღფრთოვანებას იწვევს და ამაში ვბაძავ კიდეც. დაახლოებით ერთი თვის წინ მასთან ერთად წვეულებაზე აღმოვჩნდი და გაცნობაც დავაპირე...

თავიდან ცოტა მომერიდა, შემდეგ კი გავბედე და გამოველაპარაკე. ერთად ფოტოც გადავიღეთ და როგორც მოველოდი, ჩემს შესახებ არაფერი სმენოდა. კობი ფენომენალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯუზეპე როსის ახდენილი ოცნება

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!