გაირკვა ის ფინალური ოთხეული, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად განაგრძობს ბრძოლას
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში რეგულარული გათამაშება დასრულდა.

გაირკვა ის ფინალური ოთხეული, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად განაგრძობს ბრძოლას.

ესენია: თბილისის "თიბისი", ფოთის "რაინდები", პატარძეულის "ვეფხვები" და ქუთაისის "ბაგრატი".

ეს გუნდები ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან და პირველ-მეორე ადგილზე გასულები უმაღლესი ლიგის ორ ხელმოცარულთან გადასასვლელ მატჩებს ითამაშებენ.

ბოლო ტურის მატჩები გასამართი აღმოსავლეთ ზონაში იყო, სადაც მომდევნო ეტაპზე გამსვლელი კიდევ ერთი გუნდის ვინაობა იყო გასარკვევი.

აქ პირველობა არავის დაუთმო "თიბისიმ". მეორე ადგილისთვის კი ბოლომდე იბრძოდნენ პატარძეულის "ვეფხვები" და თბილისის "ივერია".

პატარძეულელებმა ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხეს სამოყვარულო გუნდი თბილისის "დევები" - 29:7 და მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ.

"ივერიამ", მართალია, დიდი ანგარიშით სძლია აუტსაიდერ "უნივერსიტეტს" - 76:11, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ პლეი ოფში თამაშის უფლება მოეპოვებინა. "ვეფხვებმა" "ივერიას" ოთხი ქულით გაუსწრეს.

წაუგებლად დაასრულა რეგულარული გათამაშება "თიბისიმ", რომელმაც ბოლო ტურში მშრალი ანგარიშით დაამარცხა "უნივერსიტეტი" - 49:0.

აღმოსავლეთი ზონის გამარჯვებული პლეი ოფში უმთავრესი ფავორიტია. მას რეალურად კონკურენცია, შესაძლოა, მხოლოდ ქუთაისის "ბაგრატმა" გაუწიოს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი ორ პირველლიგელს მიეცემა და, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები მათ სწორედ უმაღლესლიგელებთან ელით.

აღმოსავლეთი ზონა

I ლიგა

XVIII ტური

დევები-ვეფხვები 7:29, ივერია-მგლები 76:11, თიბისი-უნივერსიტეტი 49, დინამო-ტორნადო 43:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. თიბისი - 74 ქულა, 2. ვეფხვები - 54, 3. ივერია - 50, 4. ხულიგანა - 47, 5. დინამო - 46, 6. დევები - 24, 7. მგლები - 23, 8. ტორნადო - 15, 9. უნივერსიტეტი - 11.

დასავლეთი ზონა

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაგრატი - 49 ქულა, 2. რაინდები - 35, 3. დელფინები - 22, 4. არწივები - 22, 5. ჯრუჭი - 13, 6. მარტვილი - 1.

პლეი ოფი

I ტური

ბაგრატი-ვეფხვები

თიბისი-რაინდები

21 მარტს სტარტს აიღებს გათამაშება ჭაბუკთა B ლიგაში, ერთი წლით უფროსების შეჯიბრება კი A ლიგაში 9 აპრილს დაიწყება.

ჭაბუკთა B ლიგაში რამდენიმე ცვლილებაა. იქამდე მოასპარეზე გუნდებს აქ ექვსი ახალი კლუბი დაემატა. ესენია: თბილისის "დავითიანი", კიკეთის "იუნკრები", ხაშურის "ლეგიონი", ახალციხის "ტაო", ასპინძის "ლომები" და ლანჩხუთის "გურია".

სულ B ლიგაში 36 გუნდი იასპარეზებს. აქედან აღმოსავლეთ ზონაში 20 გუნდი გაარკვევს ერთმანეთთან ურთიერთობას, დასავლეთში კი - 16.

შეიცვალა გათამაშების ფორმატი. აღმოსავლეთ ზონაში გუნდები ოთხ ჯგუფში გაანაწილეს, თითოში ხუთ-ხუთი. ამდენივე ჯგუფად დაიყო დასავლეთ ზონის გუნდებიც, თუმცა იქ თითოეულ ჯგუფს ოთხი ბინადარი ჰყავს.

ორწრიანი შეჯიბრების მერე ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო შექმნის ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფს. გათამაშება აქაც ორ წრედ ჩატარდება. ორ-ორი საუკეთესო, ანუ რვა გუნდი, ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას და ორ ჯგუფში განაწილდება. საჩემპიონო პლეი ოფის ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო გავა.

უწინდებური ფორმატით ჩატარდება გათამაშება A ლიგაში. აქ A ჯგუფში ცხრა, ხოლო B ჯგუფში ათი გუნდი იასპარეზებს. ორწრიანი რეგულარული გათამაშების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორ-ორი საუკეთესო განაგრძობს.

ჭაბუკთა A ლიგა

A ჯგუფი

ხარები (რუსთავი), აკადემია (თბილისი), არმია (თბილისი), არწივები (ოზურგეთი), ყოჩები (თბილისი), იმერეთი (ჭიათურა), ხულიგანა (თბილისი), აია 2 (ქუთაისი), ვეფხვები (პატარძეული).

I ტური

იმერეთი-არწივები, ხულიგანა-არმია, აია 2-აკადემია, ვეფხვები-ხარები.

B ჯგუფი

აია 1 (ქუთაისი), ლელო (თბილისი), ჯიქები (თბილისი), ლოკომოტივი (თბილისი), ჯვაროსნები (თბილისი), წიქარა (თბილისი), ივერია (თბილისი), მგლები (გარდაბანი), არმაზი (თბილისი), ტაო (ადიგენი).

აია 1-ტაო, ლელო-არმაზი, ჯიქები-მგლები, ლოკომოტივი-ივერია.

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა

A ჯგუფი

ხულიგანა (თბილისი), ლელო (თბილისი), ჯვაროსნები (თბილისი), მუტრუკები (თელავი), წიქარა (თბილისი)

I ტური

ლელო-წიქარა, ჯვაროსნები-მუტრუკები.

B ჯგუფი

აკადემია (თბილისი), ყოჩები (თბილისი), მიმინო (დედოფლისწყარო), ლოკომოტივი 2 (თბილისი), დავითიანი (თბილისი).

I ტური

ყოჩები-დავითიანი, მიმინო-ლოკომოტივი 2.

C ჯგუფი

ხარები (რუსთავი), ლოკომოტივი 1 (თბილისი), ტორნადო (თბილისი), ვეფხვები (პატარძეული), იუნკრები (კიკეთი).

I ტური

ლოკომოტივი 1-იუნკრები, ტორნადო-ვეფხვები.

D ჯგუფი

ჯიქები (თბილისი), არმაზი (თბილისი), ივერია (თბილისი), ჩოხოსნები (თბილისი), არმია (თბილისი).

I ტური

არმაზი-არმია, ივერია-ჩოხოსნები.

დასავლეთი ზონა

A ჯგუფი

აია 1 (ქუთაისი), თორი (ბორჯომი), აია 5 (ქუთაისი), ლეგიონი (ხაშური).

I ტური

აია 1-ლეგიონი, თორი-აია 5

B ჯგუფი

რაინდები (ფოთი), იმერეთი (ჭიათურა), ჯრუჭი (საჩხერე), ბათუმი (ბათუმი).

I ტური

რაინდები-ბათუმი, იმერეთი-ჯრუჭი

C ჯგუფი

აია 2 (ქუთაისი), არწივები (ოზურგეთი), ლომები (ასპინძა), ტაო (ახალციხე).

I ტური

აია 2-ტაო, არწივები-ლომები

D ჯგუფი

აია 3 (ქუთაისი), აია 4 (ქუთაისი), გურია (ლანჩხუთი), ჯიხა (სენაკი).

I ტური

აია 3-ჯიხა, აია 4-გურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს