23 მარტს ჩიხრაძის გაწვრთნილი ზაქათალის "სიმურგი" გორში "დილასთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ლელო" წერდა, რომ თბილისში იმყოფებოდა ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე და სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შევსებას გორის "დილასთან" საკონტროლო შეხვედრით აპირებდა.

თუმცა მატჩის ადგილი და თარიღი დაუზუსტებელი იყო: "დილას" თავკაცები ზაქათალელებს თამაშს 22 მარტს გორში სთავაზობდნენ, "სიმურგს" კი სპარინგი 23 მარტს თბილისში ერჩივნა, რადგან აზერბაიჯანში დროულად დაბრუნდებოდნენ და ნაკლებ გზას გაივლიდნენ.

საბოლოოდ, კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ - საქართველოს თასის მფლობელი და აზერბაიჯანის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერი ერთმანეთს 23 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან - შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

ზაქათალელები თბილისში 22 მარტს გვესტუმრებიან, ხოლო სამშობლოში მატჩის დასრულებისთანავე დაბრუნდებიან.

ვისარგებლეთ შემთხვევით და "სიმურგის" ქართველ დამრიგებელს ინტერვიუ ჩამოვართვით:

- სანაკრებო პაუზის დროს ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასურველია. გორის "დილა" ძლიერი გუნდია და მიმაჩნია, რომ მასთან თამაში წაგვადგება.

- მიმდინარე სეზონში "სიმურგი" საკმაოდ კარგად თამაშობს და პირადად თქვენც კარგი პრესა გაქვთ - ამით აზერბაიჯანში უცხოელი სპეციალისტები განებივრებულები არ არიან.

- ამას განსაკუთრებული მოხერხება არც სჭირდება. მე ჩემს საქმეს ყოველთვის გულით ვაკეთებდი, მედიასთანაც გახსნილი ვარ და მასთან პრობლემა არასოდეს მქონია. გუნდი შარშან ლიგაში დავტოვეთ, ახლა კი მესამე ადგილზე მივდივართ. ეტყობა, შრომას ხედავენ და აფასებენ, რაც ძალიან მახარებს.

- მართალია, თითქოს თქვენი გადაბირება ლენქორანის "ხაზარს" (ჯონ ტოშაკის დანიშვნამდე) და "ბაკის" სურდათ?

- კონკრეტული, საფუძვლიანი ლაპარაკი არც ერთთან არ მქონია. ახლა მთლიანად "სიმურგში" მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული და ვერ გეტყვით, რომ გუნდს შევიცვლი.

- თქვენი და "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მეგობრობა ცნობილი ამბავია, მაგრამ ახლა კონკურენტები ხართ - ალბათ, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება.

- ადამიანურად, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ საკითხს ორივე პროფესიონალურად ვუდგებით და საკუთარი გუნდების წარმატებაზე ვფიქრობთ. საქმე საქმეა, ყველანაირ შედეგს ღირსეულად მივიღებთ და მოგება-წაგება ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

სხვათა შორის, არ შემიძლია, წმინდა პროფესიონალურადაც კახას მიმართ პატივისცემით არ განვეწყო, რადგან "ინტერი" კარგად ორგანიზებულ კოლექტივად ჩამოაყალიბა. აზერბაიჯანში რამდენიმე გუნდია, რომელსაც უკეთესი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ კახა მათ კოლექტიურ, მკაცრად დისციპლინირებულ და კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს უპირისპირებს. ეს ყველასათვის თვალშისაცემია.

- აზერბაიჯანული "წყალქვეშა დინებების" გათვალისწინებით, "ინტერის" ჩემპიონობა რამდენად რეალურია?

- ამ თემაზე ლაპარაკი გამიძნელდება, წმინდა საფეხბურთო საკითხებზე კი რამდენიც გნებავდეთ, მკითხეთ. მიმაჩნია, რომ კახას გუნდს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს, თუმცა "ნეფთჩისთან" და "ყარაბახთან" სერიოზული ბრძოლები ელის. ჩვენც და "გაბალაც" ვიბრძვით, მაგრამ უფრო - სამეულისთვის.

გიორგი ჩიხრაძე: სამეულისთვის ვიბრძოლებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჩიხრაძე: გუნდში ქართველების აყვანას არ ვეწინააღმდეგები

გიორგი ჩიხრაძე: მაქსიმალისტი ვარ, სენსაციების არ მჯერა

გიორგი ჩიხრაძე: ფეხბურთში წვრილმანი არ არსებობს

რატომ ვერ იწვევს გიორგი ჩიხრაძე ზაქათალას "სიმურგში" ქართველებს

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო