კიევის "ობოლონ-ბროვარში" მოთამაშე ამბერკი ინჯიბაშვილი უკრაინელებმა კახას გარეგნულადაც მიამსგავსეს და წერილიც უძღვნეს
12 წლის წინათ კახა კალაძემ კიევის "დინამო" დატოვა და "მილანში" გადავიდა. დიდი დროა საიმისოდ, ადამიანი რომ დაივიწყო, მაგრამ კახამ უკრაინაში იმხელა სახელი დატოვა, ამ ქვეყნის მედიაში დღესაც ხშირად ახსენებენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკრაინელებისთვის არის კრიტერიუმი, რომლის პრიზმიდანაც აფასებენ აბსოლუტურად ყველა ქართველს - არ აქვს მნიშვნელობა, ის მცველია, მეკარე თუ შემტევი. ამის მაგალითს ადრეც ბევრჯერ ვაწყდებოდით და ახლაც ასე გრძელდება.

წლეულს, თებერვალში, კიევის "ობოლონ-ბროვარში" ამბერკი ინჯიბაშვილი აიყვანეს. მას საქართველოში არ ვიცნობთ, უკრაინელებს კი ისეთი დიდი სურვილი აქვთ, ახალგაზრდა ქართველში მომავალი კალაძე შეიცნონ, რომ გარეგნულადაც მიამსგავსეს და წერილიც უძღვნეს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ინჯიბაშვილი პოპულარულ თანამემამულეს დიდად ჰგავს.

"როდესაც კიევის "ობოლონის" ერთ-ერთ შეკრებაზე მივედი, თვალში მომხვდა ახალგაზრდა, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის თანაგუნდელებისგან გამოირჩეოდა არა მხოლოდ ტექნიკით, არამედ კახა კალაძესთან გარეგნული მსგავსებით.

"ტყუპისცალი" ქართული წარმომავლობის უკრაინელი ფეხბურთელი, ამბერკი ინჯიბაშვილი აღმოჩნდა.

ის საქართველოში, ქალაქ ოზურგეთში 1991 წელს დაიბადა. ცხოვრობდა ფოთში. ადრეულ ასაკში, 2002 წელს მშობლებმა ბებიასთან და ბაბუასთან დნეპროპეტროვსკში წაიყვანეს.

ფეხბურთს საქართველოში ეზიარა, უკრაინაში კი პირველი ღონიერი ნაბიჯები გადადგა. მოზარდი შემდეგ მარიუპოლის "ილიჩევეცის" საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკში" მოხვდა, რომლის დამთავრების შემდეგა დაბალი ლიგის მუზიჩის "კოლოსსა" და პლისკის "ედნისტში" თამაშობდა. ეს უკანასკნელი თებერვალში დაიშალა და ამბერკი "ობოლონში" წავიდა. მან თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და კონტრაქტი სწრაფად გაუფორმეს.

"ინჯის" თანაგუნდელები და ხალხი კალაძეს ამსგავსებენ და ერთხელ ქუჩაში ჰკითხეს კიდეც, სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელის ნათესავი ხომ არ იყო. მეტიც, წინა გუნდში, "ედნისტში" ხუმრობით კახას ეძახდნენ.

ამბერკი პირადად კალაძეს არ იცნობს, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვს და მისით ამაყობს. ამის მიუხედავად, ინჯიბაშვილის საყვარელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტია - ამბობს, რომ იტალიელი მისი იდეალია.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კალაძემ საქართველოს ახალ მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დაიკავა. ამბერკი ჯერ პოლიტიკურ კარიერაზე არ ფიქრობს, მაგრამ ხუმრობს, რომ ბავშვობაში პრეზიდენტობაზე ოცნებობდა.

ის საკმაოდ ტექნიკური პლეიმეიკერია. მისი ბავშვობის მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდის მიხეილ მესხია.

ინჯიბაშვილი ამ შეფასებებზეც მოკრძალებით ლაპარაკობს:

"მე ჯერ კიდევ ბევრი შრომა დამჭირდება, ჩემს სახელოვან თანამემამულეებთან, კალაძესთან და მესხთან მსგავსება რომ დავიმსახურო. თუმცა, ვცდილობ, ვარჯიშებს კალაძის მონდომებით მოვეკიდო და მესხის ფინტები და ტოტის ეშმაკობები ავითვისო", - წერს უკრაინული გაზეთი "ვზგლიადი".

უკრაინელები ახალი კალაძის ძიებაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

G.I.
ვინ არის ეს ახალგაზრდა?! აქამდე რატომ არ იყო ცნობილი?! დაუკავშირდით და გააცანით ქართველ საზოგადოებას.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა