საქართველოს ნაკრებს უკვე 1 ოქრო და 1 ბრინჯაო აქვს
60 კილოგრამში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თურქ მუნირ აკტასს 3:1, 6:0 მოუგო.

ხინჩეგაშვილს მეორე პერიოდის და მთლიანად შეხვედრის მოსაგებად ერთი წუთიც არ დასჭირდა. საერთოდ კი, ხინჩეგაშვილს ურთულესი ბადე ერგო, რასაც ისიც დაერთო, რომ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება ერთმანეთის მიყოლებით მოუხდა - ნახევარფინალში რუს ოპან სატთან გადამწყვეტ შეხვედრას დაღლილი შეხვდა და 0:6, 0:1 დამარცხდა.

ბრინჯაოს შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა საწყისი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს 3:0, 7:0 სძლია, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 1:0, 2:6, 3:1 გაიმარჯვა. ამ წონის გამარჯვებული, რუსი ოპან სატი გახდა, ვინც ფინალური ორთაბრძოლა ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს მოუგო - 1:0.

ქალთა შორის 51 კილოგრამის გამარჯვებული პოლონელი როკსენა მარტა ზასინა  გახდა, 59 კილოში კი ბელორუსმა ანასტასია ხუჩოკმა იჩემპიონა.

სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 74 და 120 კილოგრამამდე წონითი კატეგორიების კენჭისყრა გაიმართა. ამ წონებში მედლები 21 მარტს გათამაშდება, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გავლენ.

ხუციშვილი შეჯიბრებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, სადაც ავსტრიელ ფილიპ კრეპაზს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი რუს ანიაურ გედუევსა და პოლონელ ტომაშ როგიზს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე ჯგუფში მოხვდნენ აზერბაიჯანის ნაკრების წევრი ალექსანდრ გოსტიევი და ბულგარელი ლეონიდ ბაზანი. მათი და ხუციშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება. მძიმე წონაში სულ 15 მონაწილე აიწონა და ტურნირი მერვედფინალით იწყება.

www.tbilisichampionship.com

ასევე იხილეთ:

გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა [VIDEO]

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა