ბოლო პერიოდში მუდმივად "მაიამის" მოგებათა სერიაზე ვწერთ, რომელიც 23 გამარჯვებას უტოლდება
ბოლო პერიოდში მუდმივად "მაიამის" მოგებათა სერიაზე ვწერდით, რომელიც 23 გამარჯვებას უტოლდება, მაგრამ დღეს რეგულარულ ჩემპიონატში თამაშობს გუნდი, რომელსაც ასევე ბრწყინვალე ფორმა აქვს აკრეფილი. ეს არის "დენვერ ნაგეტსი". მან 20 მარტს ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო. ეს გამარჯვება მით უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ "დენვერი" ჯერჯერობით ერთადერთია რეგულარულში, რომელმაც სამჯერ დაამარცხა შარშანდელი ფინალისტი "ოკლაჰომა".

"თანდერმა", რომელიც საკუთარ მოედანზე თამაშობდა, მთავარი შეცდომა დაუშვა – სამწამიანში თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა მეტოქეს და ამ ზონიდან 72 ქულა გაუშვა. ეს ფაქტორი მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორივე გუნდს სერიოზული პრობლემა ჰქონდა შორეული ტყორცნების გამოყენების მხრივ.

მიუხედავად ამისა, "ოკლაჰომას" მიჰყავდა ანგარიში პირველ ტაიმში, თუმცა სტუმრები ძალიან იოლად პასუხობდნენ ფავორიტის ყველა გაქცევას. მეორე ტაიმში კი სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. "ნაგეტსი" 12:2 გაიქცა და 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ სტუმრები შვიდ ქულაზე ნაკლებ მანძილზე არ აძლევდნენ "ოკლაჰომას" მიახლოების საშუალებას.

ცნობილია, რომ "თანდერის" არენაზე იშვიათია მშვიდი დასასრული იმ დროს, როცა მასპინძლები ჩამორჩებიან მეტოქეს. ასეთ დროს "ოკლაჰომა" "ფეთქდება" და ხშირად აღწევს გამარჯვებას, მაგრამ ამჯერად დურანტისა და უესტბრუკის გმირობებს ჯორჯ კარლის გუნდიდან საკადრის პასუხს სცემდნენ. ამიტომაც "თანდერმა" შინ მეხუთე მარცხი იწვნია, "დენვერი" კი ასეთი ტემპით უკვე დასავლეთი კონფერენციის მეორე ადგილს უმიზნებს. იქამდე მას მხოლოდ სამი მოგება აკლია.

ინდიანა-ორლანდო 95:73

19:12, 23:17, 27:26, 26:18

ი: ჯორჯი (19+5 მოხსნა), გრინი (15+8 მოხსნა), ჰენსბრო (14+14 მოხსნა), ჰილი (14+7 მოხსნა).

ო: ჰარკლესი (10+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), აფლალო (10), ვუჩევიჩი (9+11 მოხსნა).

მილუოკი-პორტლენდი 102:95

27:23, 31:8, 19:26, 25:38

მ: ჯენინგსი (24+7 პასი), ელისი (21+9 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), დალემბერი (16+7 მოხსნა), რედიკი (14), სანდერსი (8+13 მოხსნა).

პ: მეტიუზი (28), ოლდრიჯი (21+15 მოხსნა), ბატუმი (15), ჰიქსონი (8+11 მოხსნა), ლილარდი (8+11 პასი).

ოკლაჰომა-დენვერი 104:114

34:26, 32:39, 16:24, 22:25

ო: დურანტი (34+7 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (25+6 პასი), მარტინი (14+5 მოხსნა), პერკინსი (4+11 მოხსნა).

დ: ლოუსონი (25), მილერი (20+7 მოხსნა+9 პასი), ფარიდი (13+15 მოხსნა+3 დაფარება), გალინარი (13+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბრიუერი (11+4 ჩაჭრა), იგუოდალა (10).

საკრამენტო-კლიპერსი 116:101

23:23, 33:31, 22:29, 38:18

ს: ტორნტონი (25), დუგლასი (19+7 პასი), კაზინსი (17+11 მოხსნა), ტ. ევანსი (17+5 პასი), პატერსონი (13+5 მოხსნა), სალმონსი (11).

კ: გრიფინი (26+5 პასი), ბატლერი (13), პოლი (11+7 მოხსნა+15 პასი+4 ჩაჭრა), ჯორდანი (11+9 მოხსნა), ბარნსი (11+6 მოხსნა+3 დაფარება).

უოლს მაქსიმალურს მისცემენ

"ვაშინგტონის" ხელმძღვანელობა აპირებს, მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზოს დედაქალაქური კლუბის გამთამაშებელ ჯონ უოლს. 2014 წელს, 22 წლის კალათბურთელი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ უოლმა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა რეგულარული ჩემპიონატის პირველი 33 მატჩი. ამ პერიოდში "უიზარდსმა" მხოლოდ 5 მატჩი მოიგო და 28-ჯერ დამარცხდა. გამთამაშებლის დაბრუნების შემდეგ კი "ვაშინგტონმა" ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია – 33 მატჩში 18 მატჩი მოიგო და 15 წააგო. 2010 წლის დრაფტის პირველი ნომერი საშუალოდ მატჩში 20.1 ქულასა და 7.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

"დენვერ ნაგეტსის" ფორვარდი დანილო გალინარი "ჩიკაგო ბულზთან" მატჩის შემდეგ შეხვდა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სიმონე პიანიჯანის და მასთან საუბრისას დაადასტურა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატში მონაწილეობა.

პიანიჯანი იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ჯოვანი პეტრუჩისთან ერთად ჩავიდა ამერიკაში, სადაც ნაკრების კანდიდატებთან შეხვედრასა და ევრობასკეტთან დაკავშირებით მათი გეგმების გაგებას აპირებს.

"ჩემსა და სიმონეს შორის საკმაოდ კარგი საუბარი შედგა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი თემა ევროპის მომავალი ჩემპიონატი იყო, - განაცხადა გალინარიმ. – მე მათ შევატყობინე, რომ ნაკრებში სათამაშოდ მზად ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა