21 მარტს ტურნირზე ორი ანგარიშგასაწევი ფალავანი გვეყოლება - გამოცდილი დავით ხუციშვილი და დებიუტანტი გენო პეტრიაშვილი

21 მარტს ტურნირზე ორი ანგარიშგასაწევი ფალავანი გვეყოლება - გამოცდილი დავით ხუციშვილი და დებიუტანტი გენო პეტრიაშვილი.

ხუციშვილი პირველ წრეში ავსტრიელ ფილიპ გრეპასს ხვდება, რომელთანაც, წესით, პრობლემა არ უნდა შეექმნას. აი, მერე კი, რა გითხრათ: ამ წყვილში გამარჯვებული პოლონელ ტომას როგიზცისა და რუს ანვარ გედუევს შორის მოგებულს ხვდება.

რუსთა ყაბარდოელი ფალავანი დებიუტანტია, მაგრამ წლეულს იარიგინის მემორიალი მოიგო, რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს.

ბადის ამავე მხარეს არიან ბულგარელი ნიკოლაი ბაზანიც და აზერბაიჯანელთა რუსი ალექსანდრ გოსტიევიც, ოღონდ ისინი პირველ წრეში ხვდებიან ერთმანეთს. ხუციშვილმა ტრავმა თუ ბოლომდე მოირჩინა და ფორმაშია, ვინძლო, არ გაუჭირდეს ამ ბადის გავლა, თუმცა ძნელი წილისყრა კი ერგო.

უკეთეს ბადეში არც პეტრიაშვილია - პირველ წრეში მაკედონიელ ბობან დანოვს კი ხვდება, მაგრამ მეორეში სავარაუდო მეტოქედ რუსი მაგომედგაჯი ნურასილოვი ელოდება.

თუმცა რუსთა დაღესტნელი დებიუტანტი პირველ წრეში თავისსავით დებიუტანტ ბელორუს ვადძიმ შვედაუს ხვდება და გამორიცხული არაფერია. თან ბოლო თვეებში რუსთა ფალავანს ჩვენებმა რამდენჯერმე მოუგეს, მაგრამ თვითონ პეტრიაშვილი ავარელთან შემოდგომაზე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე დამარცხდა.

დავით ხუციშვილი (74)

დაიბადა: 1990-10-19, საგარეჯოში.

მწვრთნელები: რამაზ ასაბაშვილი, ალეკო კახნიაშვილი.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2012) და მესამე პრიზიორი (2011); მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი (2011); ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი (2010) და მსოფლიოს ჩემპიონი (2010); ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2007).

გენო პეტრიაშვილი (120)

დაიბადა: 1994-12-04

მწვრთნელი: ნუგზარ სხირელი

საქართველოს ჩემპიონი; ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი (2011) და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი (2011); ახალგაზრდებში ევროპისა (2011) და მსოფლიოს (2012) ბრინჯაოსმედალოსანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა