შაფათავამ, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, სტარტზე უკრაინელ ანგელინა კალინინას იოლად მოუგო
ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (ანტალია, საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) სოფიო შაფათავამ, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, სტარტზე იოლად მოუგო უკრაინელ ანგელინა კალინინას - 6:3, 6:1 და მეორე წრეში მატილდა ჰამლინის (შვედეთი) მძლეველ ირინა შიმანოვიჩს (ბელორუსი) დაუპირისპირდება.

წარმატებით ითამაშა ეკატერინე გორგოძემაც - კვალიფიკაციიდან აღზევებულ ვივიან ზლატანოვას (ბულგარეთი) აჯობა - 7:5, 6:0. მეორე წრეში მას მე-7 ნომერი ნატალია კოსტიჩი (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებშიც პირველი ბარიერი დაუბრკოლებლად გადალახეს ჩვენებურებმა. მესამე ნომერმა გორგოძემ და შაფათავამ სამ სეტში მოუგეს ნატალია კოსტიჩასა (სერბეთი) და მონიკუ ზუურს (ჰოლანდია) - 6:0, 3:6, 11:9. მეოთხედფინალში კრისტინა კაზიმოვა (უკრაინა) და იულია სამუშევა (რუსეთი) ეყოლებათ მეტოქედ.

წყვილებში პირველ ნომრად არის განთესილი თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვას და ყირგიზ კსენია პალკინას დუეტი.

პირველ წრეში მათ ბორისლავა ბოტუშაროვას და ვივიან ზლატოვას (ორივე - ბულგარეთი) ტანდემს აჯობეს - 7:6, 6:2. მეოთხედფინალში მატილდა ჰამლინს (შვედეთი) და კერი ვონგს (აშშ) შეხვდებიან.

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ტრავმის გამო დიდი ხნის უქმობის შემდეგ მაიამის დიდ საერთაშორისო ტურნირში ჩაება, მაგრამ შეჯიბრებას სტარტზევე გამოეთიშა: ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან პირველი ხელი 0:6 დათმო.

მეორეში მეტოქე 1:0 დაწინაურდა თუ არა, ტატიშვილმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა