ამ დღეებში ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში თბილისის თასის ღია გათამაშება დამთავრდა
ამ დღეებში ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დამთავრდა თბილისის თასის ღია გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც დედაქალაქელ სპორტსმენებთან ერთად, ქუთაისელებიც გამოდიოდნენ.

შეჯიბრებაში თვითონ სალუქვაძეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მსოფლიოს თასისთვის ემზადება. ტურნირში არც ასაკობრივი ზღვარი ყოფილა დაწესებული - ახალგაზრდებმაც და უფროსებმაც ერთად ისროლეს. ერთადერთი, მხოლოდ ქალები და ვაჟები იყვნენ გაყოფილნი.

ვაჟთა შორის გვარიანი უპირატესობით გაიმარჯვა თბილისელმა ლევან ქადაგიძემ - 658.3 ქულა.

მეორეზე ქუთაისელი შოთა გირგვლიანი გავიდა - 653.5, მესამეზე - ისევ თბილისელი ბესარიონ სირაძე 654.7-ით.

ქალთა ოქროს მედალი ქუთაისელმა მოიგო - ლიზი კილაძემ 471.3 ქულა დააგროვა და გვარიანად გაუსწრო მეორეზე გასულ თბილისელ თამილა ასათიანს (467.7). ბრინჯაოს მედალი თბილისელმა ემილა სიმონიანმა ირგუნა 456.6 ქულით.

რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, ის და ლევან ქადაგიძე 1-10 აპრილს კორეულ ჩანჯოუში გამოვლენ მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე. სალუქვაძე ამ რანგის ოთხი შეჯიბრებიდან ერთს - მაისში ამერიკულ ფორტ ბენინგში გასამართს გამოტოვებს და სამში გამოვა: კორეის შემდეგ ამ რანგის შეჯიბრებებზე 23-30 მაისს მიუნხენში და 3-12 ივლისს ესპანურ გრანადაში ისვრის.

ამერიკულ ტურნეზე უარი იმ მოტივით თქვეს, რომ ძალიან ბევრი გადაფრენ-გადმოფრენა უწევდა ლამის მთელი დედამიწის ირგვლივ.

სალუქვაძე კიდევ ერთხელ დააფასა და აღიარა სროლის საერთაშორისო ფედერაციამ - მის ყოველწლიურ ჟურნალში სოლიდური ადგილი ეთმობა ჩვენებურს.

კერძოდ, კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ ის რეკორდსმენია მსოფლიოს თასების მხრივ; მოპოვებული მედლების მიხედვით ასევე საუკეთესოა ქალთა შორის სროლის უკლებლივ ყველა სახეობაში - თოფი, პისტოლეტი თუ სასტენდო სროლა. მათ, ასევე, დაუთვლიათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ანუ 1993 წლიდან 2011-მდე სალუქვაძის მედლებით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს