საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი განვლილ პერიოდს აფასებს
ამას წინათ ასტანაში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა, ლაშა ჯანჯღავა) მეოთხე ადგილი დაიკავა.

ამ შეჯიბრებების ისტორია 2007 წლიდან იწყება და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. პირველ-ორ ჩემპიონატზე ჩვენები მეოთხეზე გავიდნენ ჩინელების, რუსებისა და უკრაინელების შემდეგ.

შარშანწინ თურქულ მარდინში ქართველებს ბრინჯაოს მედალი ერგოთ. წლეულს ყაზახეთის დედაქალაქში კვარცხლბეკის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლასაც ვარაუდობდნენ, რადგან ჩინელები, რუსები, ინდოელები და ფრანგები ნაკრების ძირითადი წევრების გარეშე გამოდიოდნენ.

სამწუხაროდ, ვარაუდი არ გამართლდა. ამ დღეებში ინტერნეტსაიტმა chess-news-მა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტის დიდოსტატ ემილ სუტოვსკის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც იგი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

ვფიქრობთ, მისი მოსაზრება ქართველი გულშემატკივრებისთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული.

"უკრაინის ნაკრებმა სამართლიანად გაიმარჯვა, რადგან ძირითად კონკურენტებს აჯობა. ამ გუნდისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, რატომღაც მგონია, რომ ჩინეთის ნაკრებში ჰოუ იფანსა და ჟაო სიუეს რომ ეთამაშათ, ბრძოლა საერთოდ არ იქნებოდა...

რუსეთის ნაკრების მესამე ადგილი მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მათი გამარჯვება იოლი არ იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მწვრთნელებსა და მოთამაშეებზეც დაძაბულობამ უარყოფითად იმოქმედა.

ძალიან გამაკვირვა ბოლო ტურში ბრძოლისგან თავის არიდებამ. კარების გაჯახუნების შანსიც, თანაც გაურისკავად, არ გამოიყენეს. მეორე მხრივ, ძნელია განსაჯო, როცა გუნდში არ ხარ და მოთამაშეთა მდგომარეობა არ იცი.

საქართველოს ნაკრების მეოთხე ადგილი ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. უკვე მეხუთე წელიწადია, ქართველი მოჭადრაკე ქალები გუნდურ შეჯიბრებებში მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებენ.

ალბათ, "კონსერვატორიაში რაღაც უნდა შეიცვალოს". ვიცი, რომ ნაკრებს დიდ ყურადღებას უთმობენ, მრავალი წელია, გუნდის კაპიტანი ნინო გურიელი თითქმის ამით ცოცხლობს, მაგრამ ამავე დროს, ფაქტი ფაქტად რჩება: გოგონებს, რომელთა რეიტინგი 2400-2450-ს მიაღწევს, მერე წინსვლა აღარ ეტყობათ.

იშვიათად, ვინმემ პროგრესი განიცადოს. ძაგნიძეს ჰქონდა გარღვევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ძნელი იყო უწინდელი კონდიციების აღდგენა.

სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო, გუნდის ლიდერი გამხდარიყო და პასუხსაგებ მატჩებში წაგებით თავისდაუნებურად გუნდი დააღალატა.

სამწუხაროა, მაგრამ, ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. გოგონების უმეტესობა 20-25-30 წლისაა და პროგრესირება შეუძლიათ.

ალბათ, მათთან სხვანაირად მუშაობაა საჭირო. ვერ გეტყვით, საწვრთნელი შეკრებების მხრივ რა მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რუსები ამას ახერხებენ, ყველა გოგონას მწვრთნელი ჰყავს. უკრაინის ნაკრების წევრებიც მუშაობენ მწვრთნელებთან. საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, სწორედ ეს არ ყოფნის".

20 მარტს კომენტარისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ვეწვიეთ.

ბატონ გიორგი გიორგაძესთან სწორედ მაშინ დამთავრდა ნაკრების წევრების, მწვრთნელებისა და კაპიტნის შეხვედრა. შემთხვევით ვისარგებლე და დიდოსტატ ნინო გურიელს გავესაუბრე.

- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოვემზადეთ. ჩვენთვის მხოლოდ იანვრის მიწურულს გახდა ცნობილი, რომ შეჯიბრებაზე დაგვიშვეს.

ამ მცირე დროის განმავლობაში სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემპიონატზე წარმატებისთვის მიგვეღწია.

ნაკრების სამი წევრის ვინაობა რეიტინგით გაირკვა, ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ოთხი დიდოსტატი მოვიწვიეთ სათამაშოდ, მაგრამ სოფიო გურამიშვილმა სხვადასხვა მიზეზით მინი-ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ნინო ხურციძეს, სალომე მელიას და ნინო ბაციაშვილს შორის კი ნაკრებისკენ გზა ხურციძემ და მელიამ გაიკაფეს. ასტანაში ნაკრების მწვრთნელებს - ლაშა ჯანჯღავას და ზურაბ სტურუას ძალ-ღონე არ დაუზოგავთ.

დელეგაციის ხელმძღვანელი გია გიორგაძეც ეხმარებოდა მათ და გოგონებს პარტიების გაანალიზებაში ეხმარებოდა.

მართალი გითხრათ, ნამდვილად გვქონდა კვარცხლბეკზე ასვლის პრეტენზია, რეიტინგითაც ხომ მეორენი ვიყავით, მაგრამ ტურნირის მსვლელობისას ისეთი რამ მოხდა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი: რუსეთის ნაკრებისთვის, სულ მცირე, 3,5:0,5 უნდა მოგვეგო.

შეხვედრა კი ფრედ დავამთავრეთ, რასაც რუსულმა პრესამ "ღვთით ნაბოძები ზავი" უწოდა. ჩინელები 3:1 უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ მოსაგებ პოზიციაში ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომ მეტოქეს ერთ სვლაში დანებდა.

ბელა ხოტენაშვილს ზედმეტი ფიგურა ჰქონდა და მაინც წააგო. საბოლოოდ ჩინელებმა 3:1 გვძლიეს. ორი წლის წინათ ინდოელებს მსგავს შეჯიბრებაზე, როცა მათ შემადგენლობაში ჰამფი კონერუ და ჰარიკა დრონავალიც გამოდიოდნენ, 3:1 ვაჯობეთ.

ახლა, ფაქტობრივად, აზიელთა სათადარიგო შემადგენლობასაც ვჯაბნიდით, თუმცა უფრო მოკრძალებული ანგარიშით, მაგრამ მესამე დაფაზე ნინო ხურციძემ მარტივ სიტუაციაში ვერ შენიშნა, რომ მეტოქეს ორ სვლაში აშამათებდა და მატჩიც ფრედ დასრულდა.

ესეც მეხუთე დაკარგული გუნდური ქულა და მიზნის მისაღწევად შესაძლებლობების რეალიზება ვერ შევძელით...

- ქალბატონ ნინოს ვეთანხმები, - ჩაერია საუბარში გიორგი გიორგაძე. - მედლის მოპოვების რეალური შანსი გავუშვით ხელიდან. ამიტომაც შედეგით უკმაყოფილო ვარ. დღეს სწორედ ამ თემაზე გვქონდა საუბარი. მდგომარეობის გამოსასწორებლად გზებიც დავსახეთ.

- ემილ სუტოვსკის მოსაზრებას თუ ეთანხმებით?

- მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. ამის მიუხედავად, ბაკურიანში მაინც მოვაწყვეთ ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება.

წლეულს, 7-18 ნოემბერს, ვარშავაში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება. იმ შეჯიბრებისთვის ყველა ხარვეზის აღმოფხვრა უნდა მოვახერხოთ; ნაკრების წევრებს აუცილებლად სჭირდებათ თეორიული მომზადება. ამიტომ აპრილიდან ან უცხოელ სპეციალისტს მოვიწვევთ, ან - ქართველს.

ფიზიკურ მომზადებაზეც გავამახვილებთ ყურადღებას. ჩვენს მოჭადრაკეებს სწორედ ორთაბრძოლის მე-5 საათზე ელეოდათ ძალა და უხეშ შეცდომებსაც მაშინ უშვებდნენ.

ამიტომ თავადაც უნდა იზრუნონ ფორმის შესანარჩუნებლად. თანამედროვე ჭადრაკი ძალიან გართულდა და პირადული კომფორტის დაუთმობლად მაღალი შედეგების მიღწევა წარმოუდგენელია.

ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა 21 მარტიდან გუნდის წევრებთან ასტანაში ნათამაშებ პარტიებს გააანალიზებს.

- წარმატებების მიღწევაში საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის პრაქტიკის სიმცირეც ხომ არ გვიშლის ხელს?

- ვერ გეტყვით, რომ ჩვენი მოჭადრაკეები ამგვარ "შიმშილს" განიცდიდნენ. ყოველ შემთხვევაში, წლეულს საწუწუნო არაფერი ექნებათ. საქართველო ლეგენდარული დიდოსტატების - ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის და ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, თანაც სოლიდური საპრიზო ფონდებით.

ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატისთვისაც შარშანდელზე მეტ თანხას გამოვყოფთ. საქართველოს ჩემპიონი ავტომატურად გახდება ეროვნული ნაკრების წევრი.

გუნდის დაკომპლექტებისას პრიორიტეტული სწორედ ეროვნული ჩემპიონატის შედეგი იქნება.

წლეულს ჩინეთში 17 მაისიდან ქალთა სუპერტურნირი დაიწყება, რომელშიც პერსონალურად არიან მიწვეულნი ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. მანამდე ხოტენაშვილი დუბაის ტურნირზეც იასპარეზებს.

22 ივლისიდან 4 აგვისტომდე ბელგრადში ქალთა ინდივიდულური ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სერბეთში სულ მცირე, სამი წარმომადგენელი მაინც გვეყოლება - ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე.

ამას წინათ თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჩვენი დედაქალაქი გაისად ფიდეს ქალთა გრანპრის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ შეჯიბრებაში ორი მონაწილე გვეყოლება.

- ვაჟებზე რას იტყვით?

- ისინი უკვე ემზადებიან მომავალი ორთაბრძოლებისთვის. ლაშა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ჭადრაკის სასახლეში ყოველდღიურად ტარდება თეორიული მეცადინეობები.

ბაადურ ჯობავა უკრაინაში იმყოფება და იქ იმაღლებს ოსტატობას. აპრილის დასაწყისში რუსეთის გუნდურ ჩემპიონატში ჩაებმება ერთ-ერთი კლუბის პირველ დაფაზე.

მაისში ჯობავა და მერაბ გაგუნაშვილი ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში გამოვლენ. ეს შეჯიბრება კი 4-17 მაისს პოლონურ ლეგნიცაშია დანიშნული.

ასე რომ, ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს მოჭადრაკეთა ხელშესაწყობად, ოღონდ საკუთარ ოსტატობაზე დიდოსტატებმა თავადაც უნდა იზრუნონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulSematkivars
გულდასაწყვეტი კი არა საგანგაშოა.
gulSematkivari
გულდასაწყვეტია ქარტული ჭადრაკის ასეთი მდგომარეობა.
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა