საფრანგეთი-საქართველო. მატჩისწინა პრესკონფერენცია
2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩის წინ ერთი დღით ადრე პარიზში თემურ ქეცბაიას და დიდიე დეშამის პრესკონფერენციები გაიმართა. ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა უკვე გაავრცელეს საფრანგეთის ნაკრების თავკაცის პრესკონფერენციის დეტალები.

"მსურს, ჩემმა გუნდმა დიდი შემართებით იბრძოლოს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ხვალ ძალიან დაცვით ფეხბურთს ითამაშებს. ეს შეხვედრა მთლად საქართველო-ესპანეთის მატჩს ალბათ არ დაემსგავსება. დიახ, ბურთი ალბათ ჩვენ გვექნება და საქართველოს ნაკრები ძირითადად კარის დასაცავად იზრუნებს. ჩვენ უნდა შევუტიოთ რაც შეიძლება დიდი ძალებით. მთავარი მიზანი არის და იქნება სამი ქულის მოპოვება",- განაცხადა დიდიე დეშამმა.

- ფეხბურთელებმა კარგად გაიგეს, რომ მთავარი ჯერ საქართველოს დამარცხებაა? ხომ არ უშლის ამას ხელს ესპანეთთან მატჩი, რომელიც სამშაბათს იქნება?

- მათ კარგად იციან, რომ ახლა პრიორიტეტი საქართველოსთან თამაშია. რა თქმა უნდა, მათაც ჩემსავით უწევთ ესპანეთის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ბიჭებმა კარგად იციან, რომ ახლა მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე უნდა იფიქრონ და მსოფლიოს ჩემპიონებს დროებით იგნორირება გაუკეთონ.

- ახალგაზრდა ფეხბურთელებს, პოლ პოგბას და რაფაელ ვარანს თუ მიეცემათ თამაშის შანსი?

- ამას მხოლოდ თამაშის დროს გაიგებთ. ორივეს კარგი შანსი აქვს თამაშის. ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველო დაცვაში "ჩაჯდება" და ისე მოვარგოთ შეხვედრას ტაქტიკა.

- შეტევაში ორი სუფთა ფორვარდით ითამაშებთ?

- ერთ რამეს ვიტყვი - ესპანეთთან და საქართველოსთან სხვადასხვა ტაქტიკური განლაგებით და სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშებთ. საქართველოსთან ბურთი ხშირად გვექნება. რა თქმა უნდა, უკეთესია, ორი ფორვარდით შევუტიოთ.

- შეიძლება, რომ დუეტი ოლივიე ჟირუს და ქარიმ ბენზემასგან დაკომპლექტდეს?

- ორივე სხვადასხვა ტიპის ფორვარდია, რამაც შეიძლება კარგად იმუშაოს წყვილში. დიახ, ამ ორს ერთად თამაშის არცთუ ურიგო შანსი აქვს.

- საქართველოს დამარცხება ნაკრებს რამდენად დაეხმარება მუნდიალის საგზურის მოპოვებაში?

- ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ათი ქულა გვექნება და სულ მცირე, მეორე ადგილის კარგი განაცხადიც გაკეთებული. მოკლედ, გამარჯვება ხვალ ძალიან წაგვადგება მიზნის მიღწევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა და ტაქტიკური მონახაზი

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა