როგორც იქნა, წილისყრაში მეტ-ნაკლებად გაგვიმართლა
როგორც იქნა, წილისყრაში მეტ-ნაკლებად გაგვიმართლა და 22 მარტს მოასპარეზე ჩვენი გუნდის "უკანასკნელ მოჰიკანს", ევროპის მოქმედ ჩემპიონ დავით მარსაგიშვილს (84) უმთავრეს კონკურენტთაგან ნახევარფინალამდე არავინ ხვდება.

ის პირველ წრეში ისვენებს და ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება, ნახევარფინალამდე კი უპრობლემოდ უნდა მივიდეს, ისეთ ბადეში მოხვდა.

მერვედფინალში წილისყრამ მეტოქედ ავსტრიელი კლაუს დომინკ პეტერი არგუნა, ხოლო მასთან თუ წააგო, საშველი არ ყოფილა.

მეოთხედფინალში ჩვენებურის სავარაუდო მოწინააღმდეგე შვეიცარიელი მარკო ლუკას რისენის, რუმინელი ვიქტორ ანდრეი ფრანტისა და ესტონელი მეელის სილატის პაექრობაში გაირკვევა. დაგვეთანხმებით, არც ამ ტრიუმვირატშია ვინმე მარსაგიშვილის სადარი.

წონის ფავორიტთაგან ჩვენებურის მხარეს რუსთა ყაბარდოელი ლიდერი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ანზორ ურიშევი მოხვდა და სწორედ ის მიგვაჩნია ნახევარფინალში გასვლის მეორე კანდიდატად.

ვინ შეიძლება შეაჩეროს ის მანამდე? მის მხარეს ტიტულოვანთაგან მხოლოდ ფრიად გამოცდილი ბელორუსი, ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის ვიცე-ჩემპიონი მურად გაიდაროვია, თუმცა ის უკვე 33 წლისაა და საუკეთესო წლებიც ჩავლილია.

შედარებით ძლიერი საჭიდაო ქვეყნებიდან ამავე მხარეს ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები კი არიან, მაგრამ სასწაული იქნება, რომელიმემ ივან იარიგინის ტურნირის ჩემპიონი ურიშევი რომ დაამარცხოს, თუმცა, ცხადია, არც ამაზე ვიტყვით უარს.

ყაბარდოელი კარგადაა ნაცნობი მარსაგიშვილისთვის - მასთან ევროპის 2011 წლის ევროპირველობის ფინალში დამარცხდა (თუმცა მსაჯთა დიდი დახმარებით), მერე კი საკონტინენტთაშორისო თასზეც დამარცხდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ჩვენებურს მისი დამარცხება არ შეუძლია.

მარსაგიშვილმა ერთი კოზირი იმით მიიღო, რომ არ ჭიდაობს მისი უმთავრესი კონკურენტი, აზერბაიჯანელთა დაღესტნელი ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვი, დანარჩენებთან მოსაგებად კი თვითონაც უნდა მოინდომოს.

დავით მარსაგიშვილი (84)

დაიბადა: 1990-03-30, ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში

მწვრთნელები: ლევან მარსაგიშვილი, დავით ხურცია

ოლიმპიადისა (2012) და მსოფლიოს (2011) მესამე პრიზიორი; ევროპის ჩემპიონი (2012) და ვერცხლისმედალოსანი (2011); ახალგაზრდებში ევროპისა (2011) და მსოფლიოს ჩემპიონი (2011).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა