ზოგჯერ ESPN-ის წარმომადგენლებსაც ეშლებათ: საქართველოს ამერიკის დროშა მოარგეს
პარასკევისა და შაბათის მიჯნაზე, თბილისის დროით 00:00 საათზე, საქართველოს ნაკრები "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრის წინ ზედმეტ ყურადღებას იჩენს ფრანგული მხარე, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, ფეხბურთის ფედერაციის საიტსაც ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ირონიული ტონი იგრძნობა: ქართულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საფრანგეთის ნაკრების განაცხადში ბევრი შეცდომაა, მაგალითად, ისეთი ფეხბურთელებია შეყვანილი, რომლებიც 22 მარტს არ ითამაშებენო.

ყურადღებაა გამახვილებული გვარების დამახინჯებით დაწერაზე: Yohan Cabaye გამხდარა "Johan Kabale", Olivier Giroud - "Olivier Zhuri", Loic Remy - Lyoko Rem. (იხილეთ ვრცლად)

ფრანგებს მართლაც სპეციფიკური გვარ-სახელები აქვთ და თუ მათი ენა არ იცი, უშეცდომოდ ვერ გამოთქვამ.

მაგალითად, რატომ უნდა იკითხებოდეს Micoud როგორც მიკუ?! თუმცა, უმჯობესია, ლათინური ასოებით ისევე დაიწეროს, როგორც ფრანგები აკეთებენ (ჩვენი ფედერაციის საიტზე უკვე გასწორდა).

თუ ასე მტკივნეულად განიცდიან საკუთარი გვარების დამახინჯებას, ვფიქრობ, სამფეროვანი ჟურნალისტები ლიტვასთან თამაშის წინ ვრცელ ლინგვისტურ გამოკვლევას ჩაატარებდნენ.

ბალტიისპირელები ხომ ყოველ სიტყვას თავისებურად ცვლიან. ახლაც კედელზე მიკიდია ვილნიუსიდან ჩამოტანილი პლაკატი საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერის გამოსახულებით. ზედ დიდი ასოებით წერია: პარკერის.

მეტსაც გეტყვით, ლიტველები შემადგენლობების გამოცხადებისას იმდენ ს-ებს უმატებენ, სახეზე რომ არ იცნო, ვერ მიხვდები, ვისზეა ლაპარაკი. თუ არ გჯერათ, ორ გვარს დაგისახელებთ. პირველი შეიძლება გამოიცნოთ, მეორე - გაგიჭირდებათ: დირკას ნოვიცკის, კრისას კეიმანის. პირველი გერმანელი დირკ ნოვიცკია, მეორე ლიტველი არ გეგონოთ - ისიც გერმანელია, კრის კამანი.

ერთმა ჟურნალისტმა საუბრისას საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გაალიტველა: პაჩიულისი მართლაც დიდი ძალააო.

გიყვარს ტოლმა?

საჯარო რეესტრის გარეშე გვარების შეცვლაზე უარესიც ხდება. აი, თუ არ გჯერათ:

...ერთი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება: ვაზის ფოთლის თუ კომბოსტოს ტოლმა?

რეალის ფანებს აღარ ვეკამათები

ესოდენ საინტერესო წერილობითი დოკუმენტების წაკითხვისას გამახსენდა, რომ სადღაც ბათუმელი სკოლის მოსწავლის განცხადება მქონდა შენახული.

თაროებსა და წიგნებში ქექვა არ დამჭირდა, კომპიუტერში "ძიება" დავაწკაპუნე, ჩავწერე საჭირო დოკუმენტის სახელწოდება და საპოვნელად წამები დასჭირდა.

ორიგინალის ასლს აქაც გამოვაქვეყნებთ, მაგრამ მეტი სიცხადისთვის გაზეთში გადმოვბეჭდოთ (სტილი დაცულია):

"ბათუმის საერო, ელიტარული სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო მურვანიძეს ამავე სკოლის XI კლასის მოსწავლის თათია სილაგავას

განცხადება

ბოდიშს ვიხდი, რომ დავარღვიე სკოლის დრესკოდი და ფორმის მაგივრად გამოვცხადდი მიუნხენის ბაიერნის მაისურით, იმის გამო, რომ ავღნიშნავდი გუშინდელ 7:0-ს ბაზელთან. ვეცდები აწი ასე მკვეთრად აღარ გამოვხატო ემოციები.

ასევე ბოდიშს ვუხდი მათემატიკის მასწავლებელს გაკვეთილის ჩაშლისთვის და ვპირდები, რომ რეალის ფანებს აღარ ვეკამათები.

გთხოვთ მაპატიოთ".

კვერცხი თუ ქათამი?

ბათუმელი თათიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფეხბურთი ჩვენს ცხოვრებაში მეტისმეტად შემოიჭრა.

ქათმისა და კვერცხის შესახებ მარადიული კითხვაც ასე შეიცვალა: მესი თუ რონალდო?

ესპანეთში ჩასულმა სლოვენიურმა თილისმებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადეს: ევრობასკეტი 2013-ის სიმბოლო "ლიპკო" რონალდოს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ქალაქ ლუბლიანისა და "ოლიმპიას" თილისმა მწვანე დრაკონი - მესის.

ცხვარი

როცა საქმე ჭიდაობას ეხება, იქ არც კვერცხია საკმარისი და არც ქათამი. ძველთაგანვე მოჭიდავეების მთავარი ჯილდო ცხვარი იყო. კარგად ორგანიზებული შეჯიბრებისას ჭედილას ოცლიტრიანი ღვინოც მოსდევდა და მოსდევს კიდეც.

ეს ქართული ტრადიცია დღესაც შემორჩენილა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი წარმატება ჭიდაობასა და ძიუდოში იმიტომ გვაქვს, რომ დღესაც ბუნებრივი, ქართული ფესვებიდან საზრდოობს.

ასე რომ, სულაც არ გამკვირვებია ქართლის სოფელ ახალქალაქში გამოკრული "პლაკატის" ხილვა. ფოტო სამოყვარულო აპარატით გადავუღე:

ჩოხატაური VS ირანი

ასევე "ჩვეულებრივი" ამბავია ოზურგეთის დარბაზში ჰოკეისტების ხილვა, თანაც ჩოხატაურისა და ირანის ნაკრებებისა.

სწორედ ამ მატჩზე გვეპატიჟება პატარა აფიშა, რომელიც შემოდგომით ვნახე "ფეისბუქზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamu27
ბრავო ვაჟა! მაგარი სტატიაა... :D:D
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა