22 მარტს ქართველმა მოჭიდავემ (84) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რუს ანზორ ურიშევსაც დამაჯერებლად მოუგო
22 მარტს დავით მარსაგიშვილმა (84) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რუს ანზორ ურიშევსაც დამაჯერებლად მოუგო ნახევარფინალი, რომელიც ცოტა სკანდალურიც გამოდგა - წაგებით განაწყენებულმა ჩრდილოკავკასიელმა ქომაგებმა ლეიბზე ორჯერ ისროლეს ბოთლი, რომელთაგანაც ერთი ქართველ ფალავანთან ძალზე ახლოსაც დაეცა.

მსაჯებისკენ რუსთა მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმაც გაიწია, რასაც ადგილობრივი ქომაგის მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ცოტა დააკლდა, კინაღამ არენაზე შეიჭრნენ.

საბედნიეროდ, იყოჩაღეს დაცვამ და მასპინძლებმა, რომლებმაც შეძლეს ქომაგების დამშვიდება.

ინციდენტიც ამით ამოიწურა, თუმცა ეს დღის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა გამოდგა.

მარსაგიშვილმა პირველი პერიოდი გაფრთხილებით მოიგო - მეტოქე პასიურობისთვის გააფრთხილეს და ქულით დასაჯეს.

აი, მეორეში კი დიდი უპირატესობა მოიპოვა - ჯერ ჭკვიანურად შევიდა ფეხში და იქვე დაატრიალა კიდეც.

რუსები ამას აპროტესტებდნენ, თუმცა უშედეგოდ და მსაჯებმა ერთი ქულა მარსაგიშვილს დაუმატეს.

4:2 - ასე მოიგო მან და ფინალში გავიდა, სადაც საღამოს სომეხ მუსა მურტაზალიევს შეხვდება.

Video

ინციდენტი დავით მარსაგიშვილის შეხვედრის შემდეგ

ასევე იხილეთ:

ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ნახევარფინალში გავიდა

დავით მარსაგიშვილის რეკორდული მოგება ევროპის ჩემპიონატზე

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა