მაიამიში თანდათან ძალას იკრებს მამაკაცთა მასტერსი და ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი
მაიამიში თანდათან ძალას იკრებს მამაკაცთა მასტერსი და ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი. კაცები ჯერ პირველ წრეში არკვევენ ურთიერთობას, ქალებმა კი მეორე რაუნდის მატჩები დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლაში ჩაებნენ განთესილი მოთამაშეები.

ძალიან დამაჯერებლად დაიწყო ფლორიდაში გამოსვლა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა სერენა უილიამსმა, რომელსაც ერთ თვეზე ხანგრძლივი დასვენება გამოუვიდა. თუმცა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მიაჩვია თავისი გულშემატკივრები იმას, რომ შეიძლება დიდი ხანი არ გავიდეს კორტზე და მაინც განაცხადოს პრეტენზია მთავარ პრიზზე. შეგახსენებთ, რომ ბოლოს, სერენა დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა ვიქტორია აზარენკასთან, მაგრამ მაინც გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. შემდეგ ამერიკელმა უარი თქვა დუბაიში გამოსვლაზე, ინდიან უელსში კი, ტრადიციულად, პროტესტის გამო არ ჩავიდა.

უმცროს უილიამსს პირველ მეტოქედ ფლავია პენეტა ჰყავდა – ძლიერი და საინტერესო ჩოგბურთელი, რომელიც უკვე დიდი ხანი ვერ აჩვენებს თავის საუკეთესო თამაშს. იტალიელს გასული სეზონის ბოლო ნაწილის გამოტოვება მოუწია, 2013 წელს კი მხოლოდ ორი მატჩი მოიგო, აქედან ერთი – მაიამის მასტერსზე, სადაც პირველ წრეში იოჰანა ლარსონს აჯობა.

სერენასთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების (1:6, 1:6) მიუხედავად, ფლავია უშანსოდ არ ყოფილა, მაგრამ შვიდი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა. უილიამსს ყოველთვის ჰქონდა შანსი მეტოქის მოწოდებაზე და ჯამში 18 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. უილიამსის შემდეგი მეტოქეც არ არის რთული – მას მესამე რაუნდში იაპონელი აიუმი მორიტა ელოდება.

ტურნირის გამოეთიშა რამდენიმე განთესილი ჩოგბურთელი. მაგალითად, რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა. როგორც ჩანს, ესპანურ ქალთა ჩოგბურთს ახალი ლიდერი გამოუჩნდა – ახალგაზრდა გარბინ მუგურუსა-ბლანკო, რომელსაც პროფესიულ ტურში დებიუტი ზუსტად ერთი წლის წინ, მაიამის ტურნირზე ჰქონდა. მაშინ ორგანიზატორებმა ბლანკოს უაილდ-ქარდი მისცეს და არც შემცდარან. ესპანელმა ძალიან კარგად ითამაშა, მოუგო ვერა ზვონარევას, ფლავია პენეტას და მხოლოდ აგნიეშკა რადვანსკასთან დამარცხდა მერვედფინალში.

ბევრი ესპანელი ჩოგბურთელისგან განსხვავებით, მუგურუსა-ბლანკო ჰარდზე უკეთ თამაშობს, ვიდრე გრუნტზე. ეს დაამტკიცა ინდიან უელსის ტურნირმა, სადაც მან კვლავ მერვედფინალამდე მიაღწია და იქ ბრძოლაში წააგო ანჟელიკ კერბერთან. მაიამის პირველ წრეში მას სირთულეები შეექმნა სრულიად უცნობ ჩეხ კატერინა სინიაკოვასთან, ამიტომაც შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ესპანელი არ იყო საუკეთესო ფორმაში. პავლიუჩენკოვამ მოიგო პირველი პარტია, მაგრამ მომდევნო ორი სეტი ძალიან დამაჯერებლად გარბინმა აიღო – 5:7, 6:2, 6:2. რუსის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მან 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ძალიან ცუდად ასრულებდა პირველ მოწოდებას. მუგურუსა-ბლანკოს 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელთაგანაც ხუთი გამოიყენა.

ესპანელის შემდეგი მეტოქე ირკვეოდა ორი კაროლინის - ვოზნიაცკისა და პლიშკოვას მეტოქეობაში. დანიელმა დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა, მაგრამ წააგო პირველი სეტი, რომელშიც 4:1-ს იგებდა. მომდევნო ორი პარტია ვოზნიაცკიმ მოიგო და თავიდან აიცილა მოულოდნელი მარცხი – 5:7, 6:3, 6:3. უფრო იოლი მეორე წრე ჰქონდა აგნიეშკა რადვანსკას – 6:3, 6:2 მოუგო ტაივანელ სუ-ვეი ჰსიეს.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ჩინელმა ნა ლიმ. როგორც ჩანს, მაიამის ტურნირისთვის ის კარგად მოემზადა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ იოლად მოუგო კიკი ბერტენსს – 6:3, 6:1.

ბრძოლას გამოეთიშა ფრანგი მარიონ ბარტოლი, რომელმაც 3:6, 1:4-ზე ვერ შეძლო მატჩის დასრულება.

აზარენკას გარეშე

მეორე წრის მატჩი უნდა ეთამაშა ბელარუს ვიქტორია აზარენკას. მისი მეტოქე იყო ამერიკელი მედისონ კისი. მაგრამ, შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ორგანიზატორებს აცნობა, რომ ფეხის ტრავმის გამო ვერ შეძლებდა კორტზე გასვლას. ბელარუსმა ეს დაზიანება ინდიან უელსის ტურნირზე მიიღო, რომელიც მეოთხედფინალური ეტაპიდან მიატოვა.

აზარენკას მაიამიში ამერიკელი ლორენ დევისი შეცვლის.

II წრე

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:3, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-შუაი პენგი (ჩინ) 5:7, 6:2, 6:2; ნა ლი (ჩინ, 5)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:3, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ, 16)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 0:6, 6:4, 6:4; გარბინ მუგურუსა ბლანკო (ესპ)-ანასტაია პავლიუჩენკოვა (რუს, 23) 4:6, 6:2, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 5:7, 6:3, 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 10) 6:3, 4:1 უარი; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-მონა ბარტელი (საფ, 27) 6:3, 7:6(5); აიუმი მორიტა (იაპ)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 31) 7:6(2), 2:6, 6:3; აილა ტომლიანოვიჩი (ხორ)-იულია გორგესი (გერ, 24) 7:6(4), 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 13)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:2, 6:3; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 25)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:4; რომინა ოპრანდი (შვეიც)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 17) 7:6(4), 4:6, 7:6(5); კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 30)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:4, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ფლავია პენეტა (იტა) 6:1, 6:1; ვენუს უილიამსი (აშშ, 19)-კიმიკო დატე (იაპ) 7:6(3), 3:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საჩოგბურთო ქარავანი ინდიან უელსიდან მაიამიში

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა