კაიზერ-ფრანცის რჩევა გვარდიოლას: ნუ აუკრძალავ რიბერის და რობენს დრიბლინგებს!
ხოსეპ გვარდიოლას საკითხის დადებითაც გადაწყვეტის შემდეგ, საფეხბურთო გერმანიაში არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ პეპი "ბაიერნშიც" იმ ფეხბურთის დამკვიდრებას ეცდება, რომლითაც "ბარსელონაში" უდიდესი ეპოქა შექმნა.

მიუნხენური გრანდის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი კი მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" "ბარსას" ვერანაირად ვერ დაემსგავსება და იმედოვნებს, რომ გვარდიოლა რეკორდმაისტერში კატალონიური კლუბის სტილის კოპირებას არ აპირებს.

"ბარსელონას" კოპირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მესის, ჩავის და ინიესტას მიუნხენში ჩამოვიყვანთ, რაც, ცხადია, გამორიცხულია. თუმცა მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ გვარდიოლა არც აპირებს "ბარსას" სტილის ზედმიწევნით ზუსტად კოპირებას, - აცხადებს კაიზერ-ფრანცი და დასძენს,

- "ბარსა" ცენტრიდან უტევს, ფლანგის მოთამაშეებიც კი უმეტესად ცენტრიდან მოქმედებენ. ასეთი სტილის "ბაიერნში" დასამკვიდრებლად რიბერისა და რობენს დრიბლინგები უნდა აუკრძალო. თუ ამას გააკეთებ და მათ ბურთს წაართმევ, ფრანგი და ჰოლანდიელი ჩვეულებრივ, რიგით ფეხბურთელებად გადაიქცევიან, შესაძლებლობების 50 პროცენტსაც ვეღარ გამოავლენენ. ვფიქრობ, ეს პეპმა ჩემზე უკეთ იცის და ამიტომაც მჯერა, რომ "ბაიერნი" გვარდიოლას ხელშიც ფლანგებიდან შეუტევს. თანაც, "ბარსელონასგან" განსხვავებით ჩვენ კლასიკური ცენტრფორვარდები, მარიო მანჯუკიჩი და მარიო გომესი გვყავს, რომლებიც გვარდიოლას ფორმაციის "ბარსელონაში" ვერ ითამაშებდნენ."

ჟურნალისტებთან საუბრისას ბეკენბაუერმა ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენური კლუბის მეტოქე "იუვენტუსზეც" ილაპარაკა: "იუვეს" უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. იტალიურმა ფეხბურთმა ისევ პროგრესი განიცადა და ახლაც პროგრესირებს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. სხვათა შორის, თუ "ბაიერნი" "იუვენტუსთან" ისე ითამაშებს, როგორც ბოლო დროს თამაშობს, შანსები 70:30-ზე იქნება – ტურინელთა სასარგებლოდ!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიაში ჰამბურგერს ხოსეპ გვარდიოლას სახელი დაარქვეს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა