თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე ოქრო დავით მარსაგიშვილმა (84) მოუტანა
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე ოქრო დავით მარსაგიშვილმა (84) მოუტანა, რითაც გუნდურ პირველობაში მეორე ადგილზეც გაგვიყვანა.

ყაზბეგელი ფალავანი 22 მარტს შეუდარებელი იყო. მოგება თავისთავად გასახარია და საამაყო, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება, როგორითაც მარსაგიშვილმა გვასიამოვნა.

ასეთი ჩემპიონობა ჩვეულებრივზე მეტია - მას არც ერთ შეხვედრაში ერთი წამითაც კი არ დაუდია სასწორზე წარმატების შანსი, ყველა მეტოქე - ტიტულოვანიც და უტიტულოც ერთნაირად დაჩაგრა.

ამით ჩვენებურმა შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა პრესტიჟულ შეჯიბრებაში.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა საშინაო ევროპირველობა 4 მედლით - 2-2 ოქრო-ბრინჯაოთი ჩაამთავრა.

მარსაგიშვილის გარდა, ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილიც (55) გახდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და გენო პეტრიაშვილი (120) კი მესამეზე გავიდნენ.

მარსაგიშვილმა 22 მარტს დღის ყველაზე რეკორდული შეხვედრაც მიითვალა პირველივე წრეში ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერთან და - ყველაზე ხმაურიანიც ნახევარფინალში რუსთა ყაბარდოელ ანზორ ურიშევთან, თუმცა ამაში სულაც არაა დამნაშავე, ყველაფერი რუსთა მიზეზით მოხდა.

Video

ინციდენტი დავით მარსაგიშვილის შეხვედრის შემდეგ

აქ პირველი პერიოდი მასპინძელმა 1:0 მოიგო - მსაჯმა მეტოქე პასიურობისთვის ქულიანი გაფრთხილებით დასაჯა. მეორეში ურიშევმა წრიდან გაიყვანა მარსაგიშვილი და 1:0 დაწინაურდა.

ჩვენებური სწრაფადვე გაიჭრა წინ - ფეხიდან აიყვანა და გადაატრიალა, რაც მსაჯებმა ორ ქულად შეუფასეს. მონასტერიც აქ აირია - რუსთა მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა ამ ეპიზოდში არბიტრთა გადაწყვეტილება გააპროტესტა და ლეიბზე ფირნიშიც შემოაგდო, თუმცა ამასაც არ დასჯერდა და დემარშს აგრძელებდა, რისთვისაც მსაჯმა მასაც და მეორე მწვრთნელსაც ყვითელი ბარათი უჩვენა.

მათი აზრით, ეს გდება ურიშევმა დაასრულა, თუმცა მსაჯები არც ვიდეოგამეორებაზე დაეთანხმნენ და მარსაგიშვილს კიდევ ერთი ქულა მისცეს - 4:1...

აი, სწორედ აქ ისროლეს პირველი ბოთლი იმ ტრიბუნიდან, სადაც სტუმრები - ქომაგებიც და სპორტსმენებიც ისხდნენ. მათ შორის - ყაბარდოელებიც, რომლებსაც თავისი დროშაც გაეშალათ.

ეს ბოთლი მარსაგიშვილთან საკმაოდ ახლოს დაეცა, მალე კი მას მეორეც მიაყოლეს... საკითხავია, სად იყო ამ დროს დაცვა, განსაკუთრებით - პირველი ბოთლის სროლის შემდეგ? მათ ისეთი წესები აქვთ, ჟურნალისტებს სერიოზულად გვიშლიან ხელს მუშაობაში, 22 მარტს დილით კი ჯერ კიდევ შეხვედრების განახლებამდე მიქს-ზონაშიც არ გამაჩერეს.

საბედნიეროდ, რამდენიმე წუთში მათ უფრო დიდი არეულობის მცდელობა აღკვეთეს, მანამ კი უფროსობას პროტესტში არც ურიშევი ჩამორჩა და ბრძოლის გაგრძელება არ უნდოდა, მწვრთნელებმა ძალით შეაგდეს ლეიბზე.

ამ დროს სასტვენამდე 5-ოდე წამი რჩებოდა და მარსაგიშვილის მხრიდან ქულის დათმობა უფრო დროის გაყვანის ტაქტიკას ჰგავდა, პერიოდი კი 4:2 დასრულდა მის სასარგებლოდ.

ურიშევმა არც ლეიბზე ჩამოართვა ხელი მარსაგიშვილს და არც მოგვიანებით მიულოცია გამარჯვება, როცა ჩემპიონი გახდა.

ცხადია, ამ ინციდენტს ადგილობრივი ქომაგის მძაფრი რეაქციაც მოჰყვა, მაგრამ ის იქვე დამთავრდებოდა, ჰუსეინოვს რომ არ გაეგრძელებინა - დაღესტნელი მწვრთნელი შეხვედრის დასრულების შემდეგ მსაჯთა სექტორში მიიჭრა და იქ აპირებდა არბიტრთან საქმის გარჩევას, მაგრამ დაცვამ გააკავა.

ისედაც გახელებულ დარბაზს კიდევ ეს უნდოდა და აღმოსავლეთ სექტორის ზედა იარუსმა, რომლის ქვეშაც ხდებოდა ეს გამიშვი-დამაკავე (იქ ქვედა იარუსი არცაა), იხუვლა და ერთიანად დაეშვა დაბლა...

მდგომარეობა იმდენად უმართავი ხდებოდა, რომ მაყურებელთა ღრიალმა ჰუსეინოვიც შეაკრთო, რომელიც გვარიანად შეცბუნებული ჩანდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

საბედნიეროდ, ამ კრიტიკულ ეპიზოდში დაცვამაც იმარჯვა და ვეტერანმა მოჭიდავეებმაც იყოჩაღეს - მათმა თხოვნამ, არ ესროლათ ბოთლები და დაბრუნებოდნენ თავიანთ ადგილს, გაჭრა და ვითარებაც ნელ-ნელა დამშვიდდა.

სადავო ეპიზოდზე ყველა მსაჯი თუ ცნობილი სპორტსმენი ამბობდა, რომ მარსაგიშვილმა სამართლიანად მოიგო, თუმცა ურიშევს და რუსებს რატომ ავიწყდებათ 2011 წლის ევროპის პირველობის ფინალი, როცა მარსაგიშვილს მოგება მსაჯთა დახმარებით წაართვეს? ასეა თუ ისე, ჩვენებურმა ყაბარდოელთან რევანში აიღო, მაგრამ პირად შეხვედრაში ჯერ მაინც აგებს - 1:3.

მარსაგიშვილმა პირველ შეხვედრაში მთლად ტურნირის თუ არა, დღის რეკორდულად სწრაფი მოგება მიითვალა ავსტრიელთან - პირველ პერიოდში 7 ქულის მოსაპოვებლად 43 წამი დასჭირდა, მეორეში კი ამდენივეს 50 წამი მოანდომა.

ორივე პერიოდი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 7:0 და სცენარიც ერთნაირი იყო - ჩვენებურმა იოლად გადაიყვანა ჩოქბჯენში და კომბინაციაში სამჯერ დაატრიალა.

ოღონდ მეორე ტრიალის შემდეგ სახალისო ეპიზოდი შეიქმნა - ქართველმა მიიჩნია, რომ სუფთა მოგებისთვის საჭირო ქულები უკვე დააგროვა და შეტევა შეაყოვნა, თუმცა არც ხელი გაუშვია და გადასამოწმებლად მსაჯსაც გახედა.

იმანაც ლამის დაუცაცხანა, იჭიდავეო და დათომაც არ დასწყვიტა გული - მყისვე დააბზრიალა უმწეო მეტოქე.

ნაკლები დღე არც რუმინელ ანდრეი ვიქტორ ფრანტს აყარა - ასევე ძირითად დროში მოუგო 7:0. აქ პირველი პერიოდი შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა ჩვენებურს მოგება არ გასჭირვებია - მარტივად, ძალის დაუძაბავად გაიყვანა წრიდან და მომგებიანი ქულა მიიღო, მეორეში კი ლამის იმავე სცენარით დაანგრია 6:0, როგორც - ავსტრიელი.

ნახევარფინალზე უკვე გითხარით და მეორე ფინალისტი სომეხთა დაღესტნელი მუსა მურთაზალიევი გახდა, თუმცა ნახევარფინალში ძლივს გადაურჩა მარცხს მოლდოველ პიოტრ იანულოვთან - მეორე პერიოდში დამთავრებამდე ორი წამით ადრე გაუთანაბრა ანგარიში, რამაც გამარჯვებაც მოუტანა.

მოლდოველი საბოლოოდ უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მურთაზალიევი ევროპის შარშანწინდელი ვიცე-ჩემპიონია, ოღონდ - 74-ში. ის ურიგო ფალავანი არაა, თუმცა მარსაგიშვილი ისეთი დონის ჭიდაობას აჩვენებდა და ქომაგიც ისე უჭერდა მხარს, ფინალში წაგების უფლება არ ჰქონდა.

ქომაგობა ცალკე საკითხია - მაყურებელი ბლომადაცაა და ენერგიულადაც ირჯება. თან იგრძნობა, რომ ნიუანსებშიც კარგად ერკვევა და ფრიად ობიექტურიცაა. აი, ფინალის დროს კი ლამის ჭერი ჩამოიღეს დაბლა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ სპორტის სასახლე კარგა ხანს გუგუნებდა ხმაშეწყობილად.

მურთაზალიევმა ვერ გაუწია ჯეროვანი წინააღმდეგობა მარსაგიშვილს - ფინალი ორ პერიოდში დასრულდა.

Video

დავით მარსაგიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა

ორივეში დაახლოებით მსგავსი რამე მოხდა - ილეთი ორჯერვე სტუმარმა წამოიწყო და ფეხში სცადა შესვლა, მაგრამ მასპინძელმა უნაკლოდ დაიცვა თავი, საიმედოდ ჩაიჭირა და თვითონ გადაიყვანა ქულაზე.

ჩვენებური თითქოს განგებ უშვებდა ილეთზე, რომ მერე კონტრშეტევაზე დაეჭირა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პირველ პერიოდში მოპოვებული ქულა იყო, როცა ჩოქბჯენში გადასაყვანად მარსაგიშვილმა ხანგრძლივად იბრძოლა და შესაშური ჟინი გამოავლინა.

მის მოძრაობაში ახლაც ნათლად იკითხებოდა საჭიდაო ტაქტიკა, როგორ შეეჩერებინა მეტოქე, როგორ აიძულებდა, დაეშვა შეცდომა და გადასულიყო ქულაზე.

საინტერესოა, რომ ამ წონაში კვარცხლბეკზე მხოლოდ კავკასიელები იდგნენ - ურიშევზე გითხარით და უკრაინელთა ალდატოვი ოსია.

22 მარტი "თავისუფალთა" ნაკრების გამოსვლის მართლაც ლამაზი ფინალი გამოდგა.

დღის დედოფალი

22 მარტს ქალთა ორ წონაშიც გაიმართა პაექრობები, მათგან კი 72-ს გამოვარჩევთ, სადაც რუსთა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ნატალია ვორობიოვა ჭიდაობდა.

მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც მაღალი დონის მოჭიდავეა და დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი.

იური შახმურადოვის შეგირდებისთვის ეს მეორე ოქროა, რითაც ისინი თანამემამულე ვაჟებს გაუთანაბრდნენ, თუმცა გუნდურ პირველობაში უკრაინელებს მაინც ჩამორჩნენ.

ბარემ აქვე გუნდურზეც ვთქვათ - ქალთა შორის უკრაინამ გაიმარჯვა 52 ქულით, რუსეთმა 48 დააგროვა, მესამეზე კი პოლონეთი გავიდა 43-ით. ვაჟებში რუსებმა მოიგეს ასევე 52 ქულით, ჩვენებმა 44 ქულა დააგროვეს, უკრაინელებმა - 41.

მწვრთნელის კომენტარი

რევაზ მინდორაშვილი: "მარსაგიშვილი ბრწყინვალედ გამოვიდა, ვულოცავ ამ გამარჯვებას მას, მის ოჯახს და მთელ საქართველოს.

მთლიანად გუნდის გამოსვლას დადებითად ვაფასებ, გუნდურშიც მეორეზე გავედით. კარგი გამოსვლა იყო და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. თუმცა ცოტა გულიც მწყდება, რომ უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა და რამდენიმე წონაში კიდევ მედლისთვის ბრძოლაც.

განსაკუთრებით 74 კილოგრამზე მწყდება გული, სადაც დავით ხუციშვილს ტრავმამ შეუშალა ხელი".

კვარცხლბეკი

ვაჟები

74 კგ. 1. დავით მარსაგიშვილი (საქართველო); 2. მუსა მურთაზალიევი (სომხეთი); 3. ანზორ ურიშევი (რუსეთი), იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა).

ქალები

63 კგ. 1. ანასტასია გრიგორიევა (ლატვია); 2. მონიკა ლევა მიხალიკი (პოლონეთი); 3. ჟანა ბელიაევა (აზერბაიჯანი), განა ვასილენკო (უკრაინა).

72 კგ. 1. ნატალია ვორობიოვა (რუსეთი); 2. მაიდერ უნდა გონსალეს დე აუდიკანა (ესპანეთი); 3. ვასილისა მარზალიუკი (ბელარუსი), კატერინა ბურმისტროვა (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით მარსაგიშვილი: მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა

ევროპის ჩემპიონატი. III დღე: თავაწეული დებიუტანტი

ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ედიშერაშვილის მოულოდნელი ოქრო

თბილისში მიმდინარე ევროპირველობაზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა

messi001
ეს ჩათლახი რუსები დორტმუნდის ფინალში ოქრო აჩუქეს ეგეთი უნამუსობა არსად არ მინახია მანდ რაც ქნეს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა