საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიაში, შეკრებაზე იმყოფება, მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიაში, შეკრებაზე იმყოფება, მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ალბანეთის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 70-ე წუთზე კი, საკუთარ საჯარიმოში წესები დავით კოხიამ დაარღვია და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა ნადირაძის კარის მიმართულებით, რომელიც აზერბაიჯანელებმა გოლად აქციეს.

ხუთიოდ წუთში, არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა - ვაკო ყაზაიშვილმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

ნაკრებში ერთი იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა. ვარჯიშზე ტრავმა მიიღო მეკარე კახა მეშველიანმა და მის ნაცვლად, ავსტრიაში "დინამო" თბილისიდან ლევან ტყეშელაშვილი გამოიძახეს, რომელიც უკვე ჩამოვიდა და გუნდთან ერთადაა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, კვლავ სოჰაუში, ამჯერად, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ამ შეხვედრით 21-წლამდელთა ავსტრიული შეკრება დასრულდება და ფეხბურთელები თავიანთ გუნდებს მიაშურებენ. ალექსანდრე ჩივაძე კი, ვენაში ჩასვლას და 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებზე დასწრებას გეგმავს.

U21 საქართველო - U21 აზერბაიჯანი 1:1 (0:0)

გოლი: ყაზაიშვილი (75)

საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, ჯგერენაია (კოხია 46), კვეკვესკირი, ჯიღაური (გიგაური 46), პაპავა, პარუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (სხირტლაძე 46)

მთ.მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე

სფფ-ის პრესსამსახური, ავსტრია

elaela
დიახ სცორედ ნაცნობობით ტენიან ყველა ასაკობრივ ნაკრებში ბავშვებს ამიტომაც გვაქვს კარგი შედეგი მერე ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში, სულ ერთიდაიგივე ბავშვები ტრიალებენ ყველა ასაკობრივში, ნუტუ ვინმემ ან არ მოუმატა ან ვინმემ არ მოუკლო ამას ვინ უყურებს თუმცა.. ეს არის საქართველოს ფეხბურთის უბედურება და მიდით ეხლა და შედეგი მოსთხოვეტ ქეცბაიას, ქეცბაიამდე ვერც მიდიან ნიჩიერი ბავშვები რადგან მანამდე მიდის შერჩევ გამორჩევა არასწორად და უსამართლოდ
giorgi
რა არ გაკეთებულა???რომ გიგზავნით რატომ არ დებთ???ისევ ნაცნობობით რომ ტენით იმიტომაა დედა რომ აქვს ნატირები ფეხბურთს ნახეთ ჭაბუკთა ლიგაზე ბავშვები ფრინავენ ერთი წარმომადგენელი არ ესწრება ფეხებზე ჰკიდიათ,,მაინც ამას და იმას აყენებენ,,,აბა 97 წელს დაბადებული ვიტ ჯორჯიოას ფეხბურთელები ნახეთ განსაკუთრებით მცველები და ნახევარმცველები
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა