კაპიტნის გეგმა და ტრავმები ჰოჯსონის გუნდში
პარასკევს სან მარინოს ნაკრებთან მატჩის (8:0) 42-ე წუთზე ინგლისის ნაკრების 34 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა ეროვნული გუნდში 28-ე გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც ის "სამი ლომის" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი გახდა. აქამდე ეს მიღწევა დევიდ პლატს ეკუთვნოდა. "ამ შედეგით ძალიან ვამაყობ. მთელი კარიერის განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გოლი გამეტანა. შესანიშნავი გრძნობაა, როცა შენი სახელი ისეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით მოიხსენიება, როგორებიც ბრაიან რობსონი და დევიდ პლატი იყვნენ. ახლა მე მათ გადავუსწარი და თანაც ეს ისეთ შეხვედრაში გავაკეთე, სადაც კაპიტნის სამკლავური მეკეთა," – განაცხადა ვეტერანმა.

მოგეხსენებათ, სან მარინოსთან შეხვედრაში როი ჰოჯსონმა სტივ ჯერარდს დასვენების საშუალება მისცა და შესაბამისად, გუნდი მოედანზე სწორედ ლამპარდმა გაიყვანა. ჩერნოგორიასთან სტივი უკვე სასტარტო შემადგენლობაში იქნება და როგორც ჭეშმარიტი ლიდერი, თანაგუნდელებს კონცენტრაციისკენ მოუწოდებს, რადგან მომცრო სახელმწიფოს სუსტ ნაკრებთან, თუნდაც შთამბეჭდავი ანგარიშით გამარჯვება, ბევრს არაფერს ნიშნავს. კუნძულელებს ხვალ ჩერნოგორიასთან "პოდგორიცაზე" ურთულესი დაპირისპირება ელით. მეტოქეები H ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვიან. ექსიუგოსლაველებს მეტოქეზე 2 ქულით მეტი აქვთ. საფეხბურთო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი დაპირისპირება ევროპაში შეიძლება ცენტრალურად ჩავთვალოთ.

"მძიმე თამაში გველის. ჩერნოგორიელი ფეხბურთელები მსაჯის ყოველ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რათა მატჩის არბიტრი რაც შეიძლება დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქციონ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, იმდენად სუფთად ვითამაშოთ, რომ არბიტრს წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენების საფუძველი არ მივცეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად ჩაიბეჭდოს გონებაში. არ ვიცი, სიტყვა გადამწყვეტი არის თუ არა ის ფორმულირება, რომელიც ამ შეხვედრის მნიშვნელობას აღწერს, მაგრამ ეს იქნება თამაში, სადაც საჭირო შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავიღოთ," – განუცხადა სტივენ ჯერარდმა Sky Sports-ს.

ჯონსონი ითამაშებს, უოლკოტი გამოირიცხა

სან მარინოსთან მატჩის წინა ვარჯიშზე ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" 24 წლის ნახევარმცველმა თეო უოლკოტმა საზარდულის ტრავმა მიიღო და განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. დაზიანებას სერიოზულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ფეხბურთელი ვერც ჩერნოგორიასთან ითამაშებდა, რის გამოც როი ჰოჯსონის გადაწყვეტილებით მან შეკრება დატოვა და "არსენალს" დაუბრუნდა. უკანასკნელი ცნობებით, გარემარბი 10-12 დღე ვერ ივარჯიშებს.

სან მარინოსთან განაცხადში არ იყო 28 წლის მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონიც. ლივერპულელი ტრავმირებული გახლდათ. თუმცა ის უკვე ჯანზეა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ნაკრების მთავარ მწვრთნელს მისი დიდი იმედი აქვს. რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ფეხბურთელი ჩერნოგორიასთან მატჩს პირველი წუთებიდანვე დაიწყებს.

"სან მარინოსთან მატჩამდე ჯონსონს ფეხის თითმა შეახსენა თავი, რაც მას შარშან ზაფხულზე ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე აწუხებდა. ამჯერად სერიოზული არაფერია. ეჭვი არ შეგეპაროთ, წინა თამაში გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, ის შეძლებდა მოედანზე გასვლას, თუნდაც ამისთვის გამაყუჩებელი დასჭირვებოდა, მაგრამ გარისკვა არ ღირდა. გლენს ორიოდე დღე დასვენების საშუალება მივეცით. თუკი ტკივილი არ დაუამდა, გამორიცხული არ არის, ჩერნოგორიასთან ინიექციები ნამდვილად დასჭირდეს," - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სტივენ ჯერარდი: ფანებს აქვთ უფლება, გაკიცხონ რიო ფერდინანდი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა