ფიფას ასიანთა კლუბს სერხიო რამოსი შეუერთდა
რომ არა ტეემუ პუკის საბედისწერო გოლი, ეს თამაში სერხიო რამოსისთვის ერთობ ტკბილად მოსაგონარი იქნებოდა: "რეალის" 26 წლის მცველმა ეროვნული ნაკრების მაისურა მეასედ მოირგო, ვინაიდან იკერ კასილიასი ტრავმირებულია, კაპიტნის სამკლავურიც მას ეკეთა და მეორე ტაიმის დასაწყისში თავურით სწორედ მან გახსნა ანგარიში.

სერხიო რამოსი 2005 წლიდანაა ეროვნულ ნაკრებში. 100 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის დიდებული მაჩვენებელია. რამოსის დებიუტი ზუსტად 8 წლის წინათ სალამანკაში შედგა, ჩინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (3:0). მაშინ სერხიო 18 წლის და 361 დღის იყო.

რამოსმა ერთი ძალიან სერიოზული რეკორდი დაამყარა - ის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც 100 კეპს მიაღწია ნაკრებში. აქამდე ასეთი გერმანელი ლუკას პოდოლსკი იყო. რამოსმა 21 დღით უფრო ახალგაზრდამ ითამაშა მე-100 მატჩი, ვიდრე პოდოლსკიმ.

რამოსის 9 სანაკრებო გოლიდან 2-2 საფრანგეთისა და სან მარინოს ნაკრებების კარშია გატანილი. ასე რომ, ის ცნობილი "ფრანგოლოგია", ამას კი ყურადღება უნდა მიაქციოს დიდიე დეშამმა.

9 გოლი ბევრია მცველისთვის, თუმცა მაინც გვეეჭვება, რამოსი ოდესმე დაეწიოს ფერნანდო იეროს (29 გოლი ნაკრებში), რომელიც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მე-4 გოლეადორია, არადა, მცველი იყო.

"ლა როხას" ისტორიაში სერხიო რამოსი მე-8 ფეხბურთელი გახდა ასიანთა კლუბში. ამ რვიდან მხოლოდ ანდონი სუბისარეტა (126 მატჩი ნაკრებში) არ არის მოქმედი ფეხბურთელი. რაულ გონსალესი (102 თამაში, 44 გოლი) კი ჯერ კიდევ თამაშობს, თუმცა ნაკრების წევრი აღარაა.

218-ე ასიანი

სერხიო რამოსი პარასკევს ერთადერთი იყო, ვინც ფიფას ასიანთა კლუბის წევრი გახდა. კლუბში ახლა 218 ფეხბურთელია და მათ შორის მხოლოდ ერთი ქართველია - ლევან კობიაშვილი. ლევანმა 2011 წლის ოქტომბერში მოირგო მეასედ ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურა. მას მერე კი ის თემურ ქეცბაიას გუნდში აღარ გამოუძახია.

ასიანთა კლუბში ყველაზე მეტი ამერიკელია - 12. მერე მოდიან მექსიკელები - 9. 8-8 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილი ეგვიპტე, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი და გერმანია.

ჰასანი და მისი მდევრები

პირველ ადგილზე ეგვიპტელი გარემარბი აჰმედ ჰასანია 184 სანაკრებო კეპით. "ზამალეკის" ფეხბურთელი 37 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში თამაში კიდევ შეუძლია. მხოლოდ მე-14 ადგილზეა მომდევნო მოქმედი ფეხბურთელი სიაში - არგენტინელ ხავიერ ძანეტის მიღწევა ჯერჯერობით 145 სანაკრებო მატჩია, ამერიკელი ლენდონ დონოვანის კი - ერთით ნაკრები.

ასიანთა კლუბის ტოპ-10

ფეხბ. ეროვნ. კეპი

1. აჰმედ ჰასანი ეგვიპტე 184

2. მოჰამედ ალ-დეაიეა ს. არაბეთი 178

3. კლაუდიო სუარესი მექსიკა 177

4. ჰოსამ ჰასანი ეგვიპტე 169

5. ივან ურტადო ეკვადორი 167

6. ვიტალის ასტაფიევსი ლატვია 167

7. ადნან ალ-ტალიანი არაბთ. საემ. 164

8. კობი ჯონსი აშშ 164

9. სამი ალ-ჯაბერი ს. არაბეთი 163

10. მარტინ რეიმი ესტონეთი 157

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა