საქართველოს ნაკრები საცირკო წარმოდგენის ცხენს ჰგავს, რომელიც არენაზე სულ წრეს არტყამს და ამის იქით ვერ მიდის. მწვრთნელი კი, რაგინდ პატიოსანიც უნდა იყოს, დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავს

ფრანგებმა, ფეხბურთის თამაშის გარდა, ისიც იციან, როგორ გაყურებინონ ტელევიზორში ფეხბურთი.

დიდიე დეშამის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს გაგვტეხა და ოპერატორ-რეჟისორმაც ყველაფერი ისე გადმოგვიშალა, საფეხბურთო ნიუანსებშიც რომ ჩაგვახედა - ოლივიე ჟირუს ალექსანდრე ამისულაშვილი კეტავდა, ჩვენებურმა უკან მოიხედა, მეათედი წამით დაიკარგა კონცენტრაცია, ჟირუმ ამით ისარგებლა, ნაბიჯით მოსწყდა მეურვეს და დასწრებაზე თამაშისთვის ფორა შეიქმნა. ჟირუს თავურმა გოლმა იმედი გადაწურა - საქართველო თამაშის შემომბრუნებელი ნაღდად არ იყო.

თემურ ქეცბაია ამ მატჩისთვის კარგა ხანი ემზადებოდა, ეს არ იყო რამდენიმე დღის ნაფიქრი ტაქტიკა-სტრატეგია. ჩვენი გუნდის თამაში ისეთი იყო, ნამუშევარი ეტყობოდა.

საქართველო თერთმეტი კაცით არ ჩაჯდა საკუთარ საჯარიმო მოედანთან. პირველ ტაიმში დავინახეთ შეტევის ორგანიზება, ბურთის ამოტანა, რამდენიმე გადაბმული პასი, რამდენიმე მწვავე შეტევა და ორი საგოლე მომენტიც საფრანგეთის კართან.

ჩვენი გუნდის თამაში იმ ძრავს ჰგავდა, რესურსი ბოლომდე რომ აქვს ამოწურული. ასეთი ძრავით შეიძლება სენსაციის მოხდენა, ერთი-ორი თამაშის მოგება, სერიოზული შედეგის მიღწევა კი გამორიცხულია.

რა მოხდებოდა, რომ პირველი ტაიმი ფრედ დასრულებულიყო ან ანგარიში ჩვენ წაგვეყვანა? შესაძლოა, კითხვა არაპროფესიულად არის დასმული, მაგრამ ასეთი კითხვა ყოველთვის გიჩნდება ასეთი პირველი ტაიმის შემდეგ - საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა, ითამაშა და იმედის ნაპერწკალიც გააჩინა. ეს კი ფეხბურთში ცოტას არ ნიშნავს.

ეს ჩვენი ნაპერწკალი ჟირუმ ჩააქრო. მეორე ტაიმი მხოლოდ ფრანგების იყო. ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ქარიმ ბენზემა კი სულაც იცინოდა.

ფრანგები ყველა პარამეტრით ჩვენზე წინ არიან, ოღონდაც ფეხბურთს აქვს ის თვისება, რომ ხავსს ჩაეჭიდო. მწვრთნელიც იმიტომ ჰყავს გუნდს, რომ ზოგჯერ გამონათება შეაძლებინოს, თორემ ცხრილში ბოლოსწინა თუ ოდნავ უკეთეს ადგილს ნაკრებს სხვაც დააკავებინებს.

მწვრთნელებმა კარგად დაამუღამეს საქართველოს ნაკრების ავან-ჩავანი. ახალი მოსული ვარ, შედეგი პირველ ციკლში არ იქნება, ეს შესარჩევი ეტაპი მომდევნო ციკლისთვის უნდა გამოვიყენოთო...

დასრულდა პირველი ციკლი, ჩაფლავდა მეორეც, მწვრთნელმა ნაკრებიდან გაუშვა რამდენიმე 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი, მომდევნო შესარჩევში კიდევ ერთი-ორი გამოცდილი მოთამაშე დატოვებს ნაკრებს, ისევ თაობათა ცვლა, ისევ იმედი და ისევ წარუმატებლობა.

შემდეგ მწვრთნელიც შეიცვლება, ახალი თავკაციც იტყვის, რომ ეს ციკლი მომდევნო შესარჩევისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნებაო. მერე ისიც გაუშვებს "სტარიკებს" გუნდიდან, ისევ გამოჩნდებიან ახალი სახეები ნაკრებში, შედეგი კი ყოველთვის ერთი იქნება.

საქართველოს ნაკრები საცირკო წარმოდგენის ცხენს ჰგავს, რომელიც არენაზე სულ წრეს არტყამს და ამის იქით ვერ მიდის. მწვრთნელი კი, რაგინდ პატიოსანიც უნდა იყოს, დროის გაყვანის ტაქტიკას მიმართავს.

ისე, ამ ტაქტიკასაც ცოდნა უნდა, ეს ძალიან სპეციფიკური ტაქტიკაა, ყველაფერი ნატურალურად უნდა მოხდეს, თორემ შეიძლება თაღლითობა დაგაბრალონ.

გიორგი ლორიამ რამდენჯერმე ითამაშა თავდაჯერებულად, თუმცა მეტიც შეეძლო; უჩა ლობჟანიძე შეუპოვრად იბრძოდა, ამისულაშვილმა კინაღამ გოლი გაიტანა, ზურა ხიზანიშვილმა ერთი-ორი კარგი ტექნიკური ილეთი გვიჩვენა, მაგრამ გენიოს ფრენკ რიბერის ვერაფერი მოუხერხა; გურამ კაშია ამბობს, დაცვაში მირჩევნიაო თამაში, მაგრამ საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებენ; ჯანო ანანიძე ჯანმაგარ და სწრაფ ფრანგებთან ჩაიკარგა, დავით თარგამაძემ არაერთხელ კარგად გაათრია ბურთი ფლანგზე, სანდრო კობახიძემ გოლი გაიტანა, რაც კინაღამ პირველ ტაიმშიც გამოუვიდა; მათე ვაწაძე, ასე თუ ისე, რიგიანად გაისარჯა...

რიბერის გოლზე ცალკე უნდა ითქვას. როცა მას სიჩქარე აკრეფილი აქვს და ერთი-ერთზე რჩება მცველთან, ვინ არის მისთვის ბურთის ამრთმევი? ხიზანიშვილს ხელს არ ვაფარებთ, მაგრამ ელემენტარული ტაქტიკური განათლება მოითხოვს იმას, რომ ასეთ დროს თანაგუნდელი უნდა დააზღვიო.

ყველაზე უფრო მაინც დროის გაყვანის ტაქტიკა მაფიქრებს. არა მგონია, ასეთი ტაქტიკა სახეირო იყოს ჩვენი გუნდისთვის, თუმცა ეს მხოლოდ ჟურნალისტური აზრია და მეტი არაფერი. მწვრთნელები კი უკვე კარგად გამოწვრთნილ პოლიტიკოსებს დაემსგავსნენ - ისე ჩამოაყალიბებენ თეორიებსა და არგუმენტებს, რომ აქეთ დაგადებენ ვალს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

ramo
ფეხბურთელები არ გვყავს, არც ტრენერები და არც ფეხბურთის მენეგერები. სტადიონები არ გვაქვს, ექიმები არ გვყავს და ქომაგი სტადიონზე არ დადის. როგორ აპირებთ ფრანგებთან მოგებას????
გია
"ხიზანიშვილს ხელს არ ვაფარებთ, მაგრამ ელემენტარული ტაქტიკური განათლება მოითხოვს იმას, რომ ასეთ დროს თანაგუნდელი უნდა დააზღვიო." რა სისულელეა, სად უნდა დააზღვიო მეკარის მოედანთან? თუ ორ ორი დამცველი უნდა დაუყენო რადგან ხიზანა ვეღარ თამაშობს?
komble
90 წუთით პრესინგი და 1 მეტრში დახვედრა და დაბნეულობის არ ქონა ძალიან კარგია და თეორიულად ასეც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ამას მწვრთნელი ვერ იზამს, ნაკრების მწვრთნელ;ი ვერ გააკონტროლებს ფეხბურთელის ყოველდღიურ ვარჯიშს და ფიზიკურ მომზადებას... ამას უნდა აკეტებდეს კლუბის მწვრთნელი და თავად ფეხბურთელს უნდა ქონდეს მონდომება რომ ჯანზე იყოს... ქართველებს სამწუხაროდ იქ სადაც თამაშობენ და რამდენსაც ტამაშობენ არ ჭირდებათ ჯანზე ყოფნა, თუმცა რამდენსაც ტამაშობენ ზუსტად იმიტო, რო არ არიან ჯანზე და არ ყოფნით ენერგია 90 წუთი იყვნენ მოედანზე უბრალოდ, არათუ ეს 90 წუთი პრესინგს მიმართონ... რაგბისტებს ყოველთვის ჭირდებათ ჯანზე ყოფნა, თორე თეორიული მონდომება მგონი ყველას აქვს რომ რაღაცას მიაღწიოს ნაკრებმა...
beqa
ვერავინ დამაჯერებს, რომ ქეცბაია კარგი მწვრთნელია... გუნდს ძალიან ჭირდება თავდაჯერება რომელიც აკლია და კიდევ უფრო აკლებს მწვრთნელი თუნდაც იმ განცხადებებით რასაც მატჩის წინ აკეთებდა... მწვრთნელმა უნდა თქვა რომ საფრანგეთს ძლიერი ნაკრები ყავს ფაქტია მაგრამ ერთი რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ის არის რომ ჩვენ გვიყურებენ როგორც სუსტ მოწინააღმდეგეს და სავარაუდოდ ბევრს შეგვიტევენ რაც საშუალებას მოგვცემს კონტრშეტევების ორგანიზების... მაქსიმალურად ვეცდებით გამოვიყენოთ ყველა შანსი... საფრანგეთს იოლი გასეირნება არ ელის.... ესე უნდა ილაპარაკოს მწვრთნელმა და არა ისე რომ არადრროს მოგვიგია და ეხლა ნუ ელოდებით სასწაულს და წავაგებთ მაგრამ არ გეწყინოთ.... ეს გუნდის გაფარჩაკებაა და იმ ბიჭების უპატივისმცემლობა ვისაც ნაკრებში ათამაშებს... მაგარი საშინელი მწვრთნელია ქეცბაია...
glaxuna
აგრესია არ ჩანდა,მთელ მოედანზე პრესინგი,თუნდაც ყოველ 15 წუთში...იგრძნობოდა ეს მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებისათვის დამახასიათებელი ,რაღაც შიშის მაგვარი...ბურთიანი მოწინააღმდეგეთათვის ფაქტიურად 10 მეტრიანი კორიდორის მიცემა სანამ ჩვენ საჯარიმოში არ ჩამოვლენ...გამაგებინეთ რატომ და რატომ 1 მეტრში არ ხვდებიან ბურთიან მოწინააღმდეგებს...ბოლო ბოლო ის კი არ უნდა იფიქრონ,რომ,გრანდებია და ვერ მოუგებთო,არამედ ...გრანდებია და მათ უნდა მოვუგოთ!!!,,,ა გ რ ე ს ი ა მთელი 90 წუთით თუ არ ითამაშენ ნებისმიერი მოწინააღმდეგეების მიმართ...ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა!!!--ბოლო -ბოლო ფსიქოლოგები მიიყვანეთ გუნდში და ან, რ ე გ ბ ი ს ტ ე ბ ი ს სისხლი გადაუსხით!!!
lasha
სამწუხარო რიალობააა კი გამოუჩნდება ახლა ქეცბაიას დამცველები მარა თუ მართლაა ეგ ამბავია რო როდის მოგიგიატ სარანგეთთანოო და იმედები არ უნდა გვქონდეს გრანდებთან და ტრაობათა ცვლას უნდა ველოდოთ მაშინ გვყავდეს უფრო დაბალ ხელფასიანი მწვრთნელი და ის მილიონებიი სხვა რამებს მოხმარდეს თუნდაც მოედნებს როოო უფროოო მაგალი დონის ჩემპიონატი იყოს და ქარტველებს ქართულ კლუბებიდან წასულებს კაი ბალახი არ უკვირდეთ
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა