მე-12 ტურის მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს ჩილეს და ურუგვაის დაპირისპირება იწვევს
მე-12 ტურის მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს ჩილეს და ურუგვაის დაპირისპირება იწვევს. ორივე გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - ჩილემ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, ურუგვაის კი ხუთი მატჩია, არ მოუგია (2 ფრე და 3 წაგება).

ბოლო ტურში ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის შეგირდებმა შინ პარაგვაის ვერ აჯობეს (1:1), ჩილე კი 87-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით დამარცხდა (პერუსთან).

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სულ 6 ტურია დარჩენილი, ამიტომ ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ურუგვაი მეოთხე ადგილზე კი არის, მაგრამ მე-7 ადგილზე მყოფი პერუ "სელესტეს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

დანარჩენ სამ წყვილში დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობაა: ფავორიტი აშკარად გამოკვეთილია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან: არგენტინამ ბოლივიაში ბოლო თამაში 1:6 წააგო, პარაგვაიმ წინა ტურში ურუგვაიდან ქულა წამოიღო, ხოლო ვენესუელა შინ ყოველთვის კარგად თამაშობს.

"ალბისელესტეს" ანხელ დი მარია დაუბრუნდა, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. სამაგიეროდ, გუნდს ტრავმის გამო ფერნანდო გაგო გამოაკლდა და ძირითადში მისი ადგილი ევერ ბანეგამ უნდა დაიკავოს.

მართალია, ბოლივიამ წინა ტურში 0:5 წააგო (კოლუმბიასთან), მაგრამ ლა პასში თამაში რა სიძნელეებთანაც არის დაკავშირებული, ყველამ კარგად ვიცით.

მეორე ადგილზე მყოფი კოლუმბია ვენესუელაში ითამაშებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. ხოსე ნესტორ პეკერმანის გუნდს ზედიზედ ოთხი მოგება აქვს და მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზური თითქმის ჯიბეში უდევს.

მასპინძლები ორმაგად მონდომებულნი იქნებიან, რადგან ნაკრების მონაწილეობით ეს იქნება პირველი მატჩი, რომელიც უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ვენესუელაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელა არის ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ ამერიკის 10 სახელმწიფოს შორის, რომლის ნაკრებიც მუნდიალის ფუნალურ ეტაპზე არასდროს მოხვედრილა.

ეკვადორის ნაკრები, რომელმაც წინა ტურში დაისვენა, ბოლო ადგილზე მყოფ პარაგვაის მასპინძლობს. ხერარდო პელუსოს გუნდმა ბოლო ორი მატჩი კარგად ჩაატარა და 4 ქულაც აიღო.

ახლა პარაგვაელები ურუგვაის მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან და თუ ეკვადორში იმარჯვეს, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში რეალურად ჩაერთვებიან.

26-27 მარტი

ბოლივია-არგენტინა 23:55

ეკვადორი-პარაგვაი 01:00

ჩილე-ურუგვაი 03:30

ვენესუელა-კოლუმბია 04:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არგენტინა 10 7 2 1 23-7 23

2. კოლუმბია 9 6 1 2 19-6 19

3. ეკვადორი 9 5 2 2 12-9 17

4. ურუგვაი 10 3 4 3 17-19 13

5. ვენესუელა 10 3 3 4 8-12 12

6. ჩილე 10 4 0 6 14-19 12

7. პერუ 10 3 2 5 11-15 11

8. ბოლივია 10 2 2 6 12-19 8

9. პარაგვაი 10 2 2 6 7-17 8

ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 6 - ფალკაო (კოლუმბია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა და კოლუმბია ბრაზილიას მიუახლოვდნენ, ლეო მესი კი - დიეგო მარადონას

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!