ბრანკას კორვინო შეცვლის?
მიუხედავად იმისა, რომ "ინტერს" გამონათებებიც აქვს, მიმდინარე სეზონში ამ გუნდის ასპარეზობა მაინც წარუმატებლობად უნდა შევაფასოთ.

მილანური გრანდი დიდი ხანია, ჩამოშორდა სკუდეტოსთვის ბრძოლას, ევროპის ლიგის გათამაშებასაც გამოეთიშა და დიდია შანსი, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშეც დარჩეს. მოკლედ, ანდრეა სტრამაჩონის გუნდს საქმეები ცუდად მისდის და ამ ყველაფერში ბევრი მთავარ დამნაშავედ კლუბის სპორტულ დირექტორს მიიჩნევს. დიახ, მარკო ბრანკას სკამი აშკარად მორყეულია და პერიოდულად მას თვით მასიმო მორატი აკრიტიკებს.

იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება ცნობები ბრანკას "ინტერიდან" აბარგების შესახებ, რაც სეზონის დასრულებისთანავე უნდა მოხდეს. სახელდება ახალი კანდიდატების გვარებიც, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო პანტელეო კორვინოს ვარიანტია. 63 წლის კორვინო წლების განმავლობაში "ფიორენტინაში" მუშაობდა და სახელიც კარგი აქვს დაგდებული. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მორატი უკვე შეხვდა კიდეც კორვინოს და მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმართა.

"კორიერე" კიდევ უფრო შორს წავიდა და გარიგება შემდგარად გამოაცხადა. 1998-2005 წლებში კორვინო "ლეჩეს" სპორტული დირექტორი იყო და ამ პერიოდის გუნდის აღმასვლაში ლომის წილი დაიდო. მაშინ არაამბიციურ გუნდში ისეთი მოთამაშეები გამოჩნდნენ, როგორებიც ვალერი ბოჟინოვი, მირკო ვუჩინიჩი და ფაბრიციო მიკოლი არიან. ამას მოჰყვა ფლორენციული პერიოდი, სადაც კორვინომ კოლოსალური სამუშაო გასწია - სერია C-ში დაქვეითებული "ფიორენტინას" ელიტაში დაბრუნება დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ... თავად განსაჯეთ, უშუალოდ მან მიიყვანა "ვიოლაში": ზრავდკო კუზმანოვიჩი, სტევან იოვეტიჩი, პაბლო დანიელ ოსვალდო, ფელიპე მელო, ხუან მანუელ ვარგასი, არტურ ბორუცი, ლუკა ტონი, ალბერტო ჯილარდინო, ადრიან მუტუ და კიდევ მრავალი სხვა...

"ფიორენტინადან" კორვინო გასულ ზაფხულს წავიდა, მიზეზი კი პრეზიდენტ ანდრეა დელა ვალესთან კონფლიქტი გახლდათ... კონფლიქტის საფუძველი დიმიტარ ბერბატოვის არშემდგარი ტრანსფერია - კორვინო ბულგარელთან პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას და როდესაც სიტყვიერად ყველა დეტალი შეათანხმა, ტრანსფერი შემდგარად გამოაცხადა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კორვინოს სხვა ფორვარდის მოძებნა აღარც უცდია, არადა, ბერბატოვთან ხელშეკრულების გაფორმება გაუჯანჯლდა...

ბოლო მომენტში დიმიტარმა იტალიაში გადაბარგება გადაიფიქრა და "ფულჰემში" გადავიდა. ფლორენციელებს კი სხვა თავდამსხმელის მოსაძებნად დრო არ ეყოთ. ეს ამბავი კორვინოს დაბრალდა, თავმოყვარე ჩინოსანმა კი ეს ვერ აიტანა და ფლორენციის დატოვება განიზრახა. მას შემდეგ არაერთი შეთავაზება მიიღო, მაგრამ ყველაზე უარი განაცხადა.

სანჩესი - მოლაპარაკება დაწყებულია

ამასობაში "ინტერის" მესვეურები კიდევ ერთი მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას და თუ შეთანხმება შედგა, ალექსის სანჩესი მილანურ გრანდში გააგრძელებს კარიერას. 24 წლის ჩილელი "ბარსელონაში" თადარიგში ზის და იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, არც თვითონაა წინააღმდეგი, აპენინებზე დაბრუნდეს. ამ ეტაპზე "ინტერი" მართლაც საუკეთესო ვარიანტია, რადგან მილანელებს შეტევაში ძალიან უჭირთ და შესაბამისად, კონკურენციაც დაბალია.

იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ლომბარდიელებსა და კატალონიელებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო, რაშიც თვითონ ფეხბურთელიც ყოფილა ჩართული. ტრანსფერი ჯერ ალბათ ვერ შედგება, მაგრამ სანჩესის "ინტერში" გადასვლის ალბათობა რომ მაღალია, ეს ფაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ინტერის" პრეზიდენტის ფორმულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა