ყველაზე მეტ ინტერესს "ინტერი" და "გალათასარაი" იჩენენ
არიენ რობენს "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ათამაშებენ, რის გამოც გერმანიაში უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხულში 29 წლის ჰოლანდიელი გარემარბი მიუნხენური გრანდიდან წავა. როგორც ირკვევა, რობენის გადაბირების სურვილი არაერთმა გრანდმა გამოთქვა. ყველაზე მეტად კი რობენის გადაბირება მილანის "ინტერს" და "გალათასარაის" სურთ.

"ბილდის" ცნობით, ჰოლანდიელის ხელში ჩაგდებით, პირველ რიგში, "გალათასარაის" პრეზიდენტი უნალ აისალია დაინტერესებული, რომელმაც თურქულ გრანდში უკვე გადაიყვანა ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან ვესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა. ახლა კი მას რობენის კონტრაქტის გამოსყიდვაც (ვადა 2015 წლამდე) უნდა. "ბილდის" ინფორმაციით, "გალას" პრეზიდენტმა რობენის დათანხმებაზე ზრუნვა თურქეთის ნაკრების თავკაცს, არიენის თანამემამულე გუუს ჰიდინკს სთხოვა.

გავრცელებული ცნობების თანახმად კი, რობენი "ინტერსაც" აინტერესებს. საინტერესო ისაა, რომ მილანელებს ჰოლანდიელის გადაბირება გასულ ზაფხულსაც უნდოდათ და "ბაიერნს" 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ მაშინ რობენმა რეკორდმაისტერიდან წასვლა არ ისურვა. თუმცა იმ დროს არ იცოდა, რომ მიუნხენური კლუბის სასტარტოში ადგილს დაკარგავდა.

აღსანიშნავია, რომ რობენს ინგლისის (ჩელსიში), ესპანეთის (რეალში) და გერმანიის (ბაიერნში) ჩემპიონატები მოგებული აქვს - ევროპის წამყვანი ოთხეულიდან მას მხოლოდ იტალიაში არ უთამაშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილანის "ინტერი" არიენ რობენში 18 მილიონ ევროს იხდის

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს