ქალებმა დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა მესამე წრეში და სრულად დააკომპლექტეს მერვედფინალური ეტაპის ბადე
ქალებმა დაასრულეს ურთიერთობის გარკვევა მესამე წრეში და სრულად დააკომპლექტეს მერვედფინალური ეტაპის ბადე. მთავარი სიუპრიზი რუმინელმა სორანა კირსტეამ შემოგვთავაზა, რომელმაც ტურნირის მეექვსე ნომერი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი გამოთიშა ბრძოლას.

შეხვედრა კერბერმა უკეთ დაიწყო და 3:1 დაწინაურდა, რასაც კირსტეას მხრიდან ზედიზედ სამი გეიმის აღება მოჰყვა – 4:3. გერმანელმა ანგარიში გაათანაბრა და აქედან მოყოლებული, უცნაური რამ მოხდა. კერბერის თამაში საბოლოოდ მოიშალა, რუმინელი კი დაფრინავდა კორტზე – 4:4-ის შემდეგ, მან ზედიზედ რვა გეიმი აიღო და ამ რვა გეიმში მხოლოდ შვიდი (!) ქულა დათმო – 6:4, 6:0.

კირსტეას შემდეგი მეტოქე ელენა იანკოვიჩი იქნება, რომელმაც ურთულეს ბრძოლაში მოუგო რუს ნადია პეტროვას – 7:6(7), 6:4. მარტო პირველი სეტი საათი და 20 წუთი გაგრძელდა და სერბმა მნიშვნელოვან მომენტებში უფრო ზუსტი თამაშის წყალობით გაიმარჯვა.

საერთოდ, რუს ჩოგბურთელებს ცუდი დღე ჰქონდათ – ხუთიდან ოთხი მათგანი გამოეთიშა ბრძოლას. მოულოდნელად წააგო ინდიან უელსის ტურნირის ნახევარფინალისტმა მარია კირილენკომ. მას ორ სეტში მოუგო კლარა ზაკოპალოვამ – 6:2, 7:6(4). სერბი კომფორტულად ლიდერობდა მეორე სეტში – 4:2, მაგრამ რუსმა გაიბრძოლა, ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და ორმაგი სეტბოლიც მიიღო, მაგრამ ახლა, ჩეხის გმირობის ჯერი დადგა - მან ჯერ ეს გეიმი გადაარჩინა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე მოამთავრა საქმე.

ზაკოპალოვას შემდეგი მეტოქე იქნება კიდევ ერთი რუსი მარია შარაპოვა. ტურნირის მესამე ნომერმა რუსულ დერბიში 6:4, 6:2 მოუგო ელენა ვესნინას. შარაპოვას მხოლოდ პირველი სეტის დასაწყისში გაუჭირდა, როცა 1:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ 14 გეიმიდან 11 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

კიდევ ერთი რუსი ჩოგბურთელი, რომელმაც დატოვა ტურნირი, "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი სვეტლანა კუზნეცოვა იყო. ანა ივანოვიჩთან მატჩის შემდეგ საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა – მეტოქეებს 24-24 “ვინერსი” და ორმაგი შეცდომა ჰქონდათ, მაგრამ მატჩი 6:3, 6:3 ივანოვიჩმა მოიგო. სერბს ყოველთვის ეხერხებოდა კუზნეცოვას წინააღმდეგ თამაში და ახლა, 8:3 მიჰყავს მასთან ურთიერთდაპირსიპრებაში ანგარიში.

ყველაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა სარა ერანიმ. იტალიელმა 48 წუთში გაივარჯიშა რუმინელი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთი გეიმი დათმო (6:1, 6:0) და მერვედფინალში ივანოვიჩზე გავიდა.

ერანისთვის ეს იყო ამ სეზონში 23-ე მოგება და ის ლიდერია ამ მაჩვენებლით WTA-ის ტურში.

იტალიას მერვედფინალში მეორე წარმომადგენელიც ეყოლება. ეს არის რობერტა ვინჩი, რომელმაც 0:2-დან გადაარჩინა მესამე სეტი ესპანელ კარლა სუარეს ნავაროსთან და 5:7, 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

ვინჩი მერვედფინალში ფრანგ ალიზ კორნეს შეხვდება. მან ამერიკელ ლორენ დევისთან მატჩში წააგო პირველი სეტი, მეორეში კი 3:3-ზე პირველი ბრეიკი გააკეთა შეხვედრაში და მას შემდეგ შეუჩერებელი გახდა – კორნემ ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და მესამე სეტში 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

III წრე

სარა ერანი (იტა, 8)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:1, 6:0; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 6:3, 6:3; ალიზ კორნე (საფ, 32)-ლორენ დევისი (აშშ) 2:6, 6:3, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ელენა ვესნინა (რუს, 29) 6:4, 6:2; სორანა კირსტეა (რუმ, 28)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 6) 6:4, 6:0; ელენა იანკოვიჩი (სერ, 22)-ნადია პეტროვა (რუს, 11) 7:6(7), 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 21)-მარია კირილენკო (რუს, 14) 6:2, 7:6(4); რობერტა ვინჩი (იტა, 15)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 20) 5:7, 6:4, 6:4.

1/8 ფინალი

ლი (5)-მუგურუსა ბლანკო; ფლიპკენსი (30)-ტომლიანოვიჩი; ს. უილიამსი (1)-ციბულკოვა (13); შარაპოვა (3)-ზაკოპალოვა (21); ა. რადვანსკა (4)-სტივენსი (16); ერანი (8)-ივანოვიჩი (12); ვინჩი (15)-კორნე (32); იანკოვიჩი (22)-კირსტეა (28).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამის ქალთა ტურნირი: აქ მეტი სენსაციაა

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა